უკვე არაერთხელ აღვნიშნეთ, რომ არცთუ მარტივი ცეცხლოვანი 2026 წელი გვიდგას, მაგრამ სირთულის მიხედვით ივნისი-ივლისის პერიოდს დავარქმევდი „ფსკერის ფსკერი“, საიდანაც უკვე ზემოთ სვლა უნდა დაიწყოს. წლის ენერგიები ერთ მომენტში არ იცვლება, ეს ხდება ეტაპობრივად, ტალღებად და პირველი „ზარის დაწკრიალება“ იქნება უკვე სექტემბერში.
კარგი მოსამზადებელი ეტაპია ფინანსური ენერგიის გამოსაღვიძებლად, გირჩევთ არცერთი თარიღი არ გამოტოვოთ.
სწორ დროს და ადგილას გაკეთებულ დალაგებას კეთილდღეობისაკენ მივყავართ. ჩვენ უბრალოდ საჭირო დროს საჭირო სექტორს ვასუფთავებთ და ფული ირთვება. ფინანსები ყველაზე მოულოდნელი წყაროებიდან მოდის, რადგან თქვენ საფუძვლიანად დაამასაჟეთ თქვენი ბინის ფინანსური წერტილები და კეთილდღეობის ენერგია გააღვიძეთ.
სექტემბერში მნიშვნელოვანი ნიუანსები გვაქვს.
პირველი ის, რომ კონკრეტული საათები არ გვჭირდება და მითითებულ რიცხვში ნებისმიერი დრო შეგიძლიათ გამოიყენოთ.
დალაგება/დასუფთავება უმჯობესია იატაკიდან 60-120 სმ. სიმაღლეზე. მაქსიმალურად აქტიურად (ნივთების გადაადგილება, კარადის გადმოლაგება, ფანჯრის გამოღება, სველი წესით წმენდა...
დალაგების შემდეგ იმავე სექტორში უნდა მოთავსდეთ და იმუშაოთ. თუ დისტანციურად მუშაობთ პირდაპირი მნიშვნელობით საქმესთან დაკავშირებული მოქმედებები გააკეთეთ, ან ჩაიწერეთ სურვილები/მიზნები, სადაც აუცილებლად უნდა ფიგურირებდეს 2027 წელი.
ჩრდილოეთის სექტორს იყენებენ ისინი, ვისაც ფიქსირებული შემოსავალია აქვს. ვინც გამომუშავებაზეა, ან საკუთარი ბიზნესი აქვს, მხოლოდ აღმოსავლეთ და სამხრეთ/აღმოსავლეთ სექტორებს იყენებენ.
სექტემბერი:
3.09 აღმოსავლეთი, სამხ/აღ
4.09 აღმოსავლეთი, სამხ/აღ
10.09 სამხ/აღ, ჩრდილოეთი
12.09 აღმოსავლეთი, სამხ/აღ
13.09 აღმოსავლეთი, სამხ/აღ, ჩრდილოეთი
14.09 სამხ/აღ
19.09 სამხ/აღ, ჩრდილოეთი
21.09 აღმოსავლეთი, სამხ/აღ
22.09 აღმოსავლეთი, სამხ/აღ
23.09 სამხ/აღ.
ავტორი: თამო შავლიაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „პირველი წამები... ყველაზე ნანატრი ჩახუტება“ - ნინი კენჭიაშვილი შვილის კადრებს გვიზიარებს