Digest Logo

„შეამოწმეთ პროდუქტის ხარისხი და ვარგისიანობა, რადგან მაღალია საკვებით და სასმლით მოწამვლის ალბათობა“ - მიხეილ ცაგარელი

1668923761
ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი

დღე მზისა და მთვარის ერთობლივი გავლენის ფონზე ჩაივლის. მზე მებრძოლი და შეუპოვარი მორიელის, მთვარე კი, სამართლიანი და საოცრად დიპლომატიური სასწორის ზოდიაქოს ნიშანში იქნება, ამიტომ ადამიანებშიც სწორედ ეს თვისებები გაძლიერდება ყველაზე მეტად.

პარტნიორული ურთიერთობა – გამოიჩინეთ მეტი ტაქტი და დიპლომატია, არ ღირს მწვავე თემების განხილვა.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა ნიშნობისა და ქორწინებისთვის, ინტელექტუალური და შემოქმედებითი საქმიანობისთვის, კულტურული და გასართობი ღონისძიებების მოსაწყობად, სამშენებლო და სარემონტო სამუშაოების დასაწყებად, ბინის დიზაინის და ინტერიერის შესაცვლელად, კულინარული ექსპერიმენტებისა და ახალი კერძების მოსამზადებლად, ტანსაცმლის და ფეხსაცმლის, კოსმეტიკის და პარფიუმერიის, საყოფაცხოვრებო და კომპიუტერული ტექნიკის, ხელოვნების ნიმუშების და ანტიკვარული ნივთების შესაძენად.

ჯანმრთელობა – შეამოწმეთ პროდუქტის ხარისხი და ვარგისიანობა, რადგან მაღალია საკვებით და სასმლით მოწამვლის ალბათობა. თავი შეიკავეთ ზედმეტი სითხის, ხორცისა და ზღვის პროდუქტის მიღებას. მოერიდეთ თხილის, შოკოლადის, ციტრუსის და სხვა ალერგიული პროდუქტის მირთმევას. გაუფრთხილდით დასუსტებულ ყელს, თირკმელებს და ენდოკრინულ სისტემას.

დღის ფერები და მინერალები – მწვანე, ლურჯი, ყვითელი, ბეჟი, ცისფერი და ნაცრისფერი, ასევე ნეფრიტი, ლაზურიტი, ჟადეიტი, საფირონი და ტოპაზი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – იღბლიანი დღეა ლომისა და მერწყულისთვის. ნაკლებად გაუმართლებთ ქალწულს და თევზებს.

🔵ასევე დაგაინტერესებთ:

🔵მანანა არჩვაძემ შვილები საგვარეულო კოშკიდან გამოაგდო და ნივთები ქუჩაში გამოყარა - რა ხდება გამსახურდიების ოჯახში

🔵„მოვდივართ, მე და ჩემი სტუდენტი მეტროთი, ჩუმი კივილი გავიგე და ვიღაც ჩამომეკიდა მხარზე... ქალმა გაოცებულმა ჯერ იმას შეხედა, მერე მე და წამოდგა“ - რა მოხდა მეტროში

🔵რა საჩუქარი მიიღო ქეთი დოლიძემ „კუკარაჩას“ პრემიერის შემდეგ ქურდებისგან

წყარო: www.fortuna.ge