„12 აგვისტოს, საქართველოს დროით 21:36, ხოლო GMT დროით 17:36 საათზე მოხდება მზის სრული დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ასეთი დაბნელება ცვლის ქვეყნებისა და ადამიანების ბედს. ამ თარიღს ემთხვევა ასევე ახალმთვარეობა, რაც ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ენერგეტიკულ პერიოდად მიიჩნევა და „ლომის კარიბჭის“ დასასრულად. ეს პერიოდი გავლენას ახდენს ადამიანების ემოციებზე, იდენტობასა და ცხოვრებისეული მიზნების გადაფასებაზე“, - აღნიშნულ საკითხზე ასტროლოგი და ეზოტერიკოსი ნინა ხომერიკი ვრცელ პოსტს გვიზიარებს:
„ამ ზოდიაქოს ნიშანში დაბნელება დიდი ხანია არ გვქონია და ეს პერიოდი, ყველა ადამიანში გააჩენს კითხვას: რა როლის შესრულება აღარ გვსურს? ლომის ნიშანი სიმბოლურად გამოხატავს სცენას, რომელზედაც თითოეული ჩვენგანი, ფიგურალურად რომ ვთქვათ, აპლოდისმენტების მისაღებად ადის და ეს დაბნელება, პირველ რიგში გვაჩვენებს სხვაობას ჩვენს დღევანდელ სახესა და იმ როლს შორის, რომელშიც ინერციით ვაგრძელებთ ყოფნას.
ასეთ დროს, საკუთარ თავთან ჩნდება კითხვა: ხომ არ გახდა ჩვენი ამჟამინდელი ცხოვრება და როლი ჩვენთვის ძალიან მწირი, ვინაიდან ჩვენ ვიზრდებით, იცვლება ფასეულობები, მიზნები, ვიღებთ ახალ, ცხოვრებისეულ გამოცდილებას, თუმცა, გარეგნულად ეს ცვლილებები თავიდან შესაძლოა არ გამოჩნდეს, რადგან ვაგრძელებთ ჩვეულ რიტმში ცხოვრებას, ისევ ვხვდებით და ვსაუბრობთ ნაცნობებთან, დავდივართ ძველ ადგილებში, ანუ ჩვენ ვცდილობთ მივიღოთ იგივე ემოციები, რომლებსაც ვიღებდით წარსულში, მაგრამ ამ ემოციებში უკვე იგრძნობა სიყალბე და გარდაუვალად დგება ის დრო, როდესაც ჩვენს შინაგან მე-სა და გარე სახეს შორის ჩნდება ნაპრალი, რომელსაც ვეღარ ვამთელებთ, რომელ ბზარსაც ძალიან მკვეთრად წარმოაჩენს დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში. ლომი არის ინდივიდუალიზმის, პირადი სივრცისა და არჩევანის სიმბოლო.
ის დგას კირჩხიბსა და ქალწულის ნიშნებს შორის, სადაც კირჩხიბი არის ჩვენი სახლის, ოჯახისა და ნათესავების, ხოლო ქალწული ერთობლივი ყოველდღიურობის, რუტინისა და საქმის მაჩვენებელი და აქ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ლომი ის ინდივიდია, რომელიც არა მხოლოდ სცენასთან და საჯაროობასთან ასოცირდება; არამედ ის გვაძლევს უფლებას ვიყოთ ის, რაც ვართ სინამდვილეში და არა ისეთი, როგორიც სხვისთვის იქნება კომფორტული. ცხოვრება არასოდეს არ დგას ერთ ადგილას და ერთხელაც მოდის ის მომენტი, როდესაც ჩნდება ძალიან სერიოზული დისბალანსი იმ ჩვენს ახალ ვერსიასა და იმ იმიჯს შორის, რომელსაც ჩვევის გამო კვლავ ვატარებთ და ეს დაბნელება კი არ ანგრევს, არამედ გვაჩვენებს, სად და რაში ვზღუდავთ საკუთარ თავს და ცხოვრების, რომელ სფეროში ვთანხმდებით მინიმუმს.
ამ პერიოდში, ყველა ინდივიდუალურად დაინახავს საკუთარ ნაკლს, უკუქმედებას, რაც ზოგისთვის შესაძლოა იყოს დაკავშირებული სამსახურთან, საქმიან და პირად ურთიერთობებთან, ან თვითპრეზენტაციასთან. გადატანითი მნიშვნელობით, ასეთ დროს საკუთარ თავს უნდა დავადოთ ახალი ფასი, მივანიჭოთ ახალი სიმაღლე, რაც ჩვენს დღევანდელ დონესთან იქნება შესაბამისობაში. ლომის ზოდიაქო ასოცირდება „ეგო”-სთან, სიამაყესთან, თუმცა, ნამდვილი ლომი არ მოითხოვს აღფრთოვანებას, ის უბრალოდ არ მალავს თავის ბრწყინვალებას და ეს დაბნელება, გვიბიძგებს, ვუჩვენოთ სამყაროს ჩვენი შინაგანი სინათლე. ამ პერიოდში, დასრულდება ჩვენი ცხოვრების ერთი ისტორია და მას ჩაანაცვლებს უფრო ნამდვილი, უშიშარი და მედიდური მომავალი.
დაბნელების ციკლში ბევრი ადამიანი მიხვდება, რომ დროა უარი ვთქვათ ზოგადად მიღებულ შაბლონებზე, სტანდარტულ აზროვნებაზე, დროა გამოვამჟღავნოთ საკუთარი ინდივიდუალიზმი და შეხედულება. ლომის მმართველი ორგანოა გული და მართებული იქნება დავუსვათ კითხვა საკუთარ თავს: შეგვიძლია თუ არა ნამდვილი სიყვარული, რადგან ეს პერიოდი, შეამოწმებს ჩვენს წესიერებასა და გულწრფელობას ურთიერთობებში. ასეთ დროს, ადამიანები ასრულებენ დუმილს, გამოდიან სხვებზე მორგებული როლებიდან და ღიად იწყებენ საუბარს იმაზე, რაც გულში აქვთ. ეს დაბნელება სვამს კითხვას: მზად ვართ თუ არა მივიღოთ საკუთარი თავი ისეთად, როგორიც ვართ სინამდვილეში და მზად ვართ, თუ არა ხელახლა გავაღვივოთ ცხოვრებისადმი ინტერესი. ვინაიდან, ეს არის პირველი დაბნელება ლომის ზოდიაქოს ნიშანში, ამიტომ შესაძლოა გაგვიჩნდეს განცდა, რომ ერთი სპექტაკლი დასრულდა და იწყება ახალი.
♈️ ვერძი: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე-5-ე სექტორში საკმაოდ პოზიტიურ ასპექტებს ქმნის თქვენს ნიშანთან.
❤️ სიყვარული: ამ პერიოდის ერთ-ერთი მთავარი თემაა და ამ პერიოდმა შესაძლოა მოგიტანოთ: ახალი რომანტიკული ურთიერთობები ან არსებული ურთიერთობები გადაიყვანოს ახალ ეტაპზე. ეს იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პერიოდი სიყვარულში, ასევე აქტუალური ხდება ბავშვებთან დაკავშირებული საკითხები, რაც მათ დაგეგმას, დაბადებას ან მათ ცხოვრებაში წარმატებულ პერიოდის დაწყებას უკავშირდება, აგრეთვე განიხილება დაოჯახება და ერთობლივი სამომავლო გეგმებიც. იმ შემთხვევაში, თუ ურთიერთობა რთულია, ეს დაბნელება უფრო ნათლად დაგანახვებთ და წარმოაჩენს თქვენს პრობლემებს.
🎨 შემოქმედებისა და თვითგამოხატვის კუთხით ლომი დაკავშირებულია: სცენასთან, ხელოვნებასთან, ლიდერობასთან, საკუთარი თავის წარმოჩენასთან და ამ ნაწილში, შესაძლოა გაგიჩნდეთ სურვილი დაიწყოთ ახალი პროექტები, აქციოთ ჰობი პროფესიად, გააქტიურდეთ და უფრო თამამად წარმოაჩინოთ საკუთარი თავი.
💼კარიერა: თუ თქვენი საქმიანობა მოითხოვს კრეატიულობას, საჯარო გამოსვლებს ან გიკავიათ ხელმძღვანელის პოზიციები, გამოჩნდება ახალი შესაძლებლობები, რადგან დაბნელება ხშირად „ხსნის კარს“ ახალი მიმართულებებით, თუმცა შედეგები შეიძლება მომდევნო 6 თვის განმავლობაში განვითარდეს.
💰ფინანსები: მოსალოდნელია თქვენი ფინანსური ზრდა საკუთარი ნიჭისა და შემოქმედებითი უნარების დახმარებით, თუმცა დაბნელების დღეებში ერიდეთ: არ იჩქაროთ დიდი ფინანსური გადაწყვეტილებების მიღება, მისცეთ დრო მოვლენებს, რომ დალაგდეს. არ არის რეკომენდირებული იმპულსური გადაწყვეტილებების მიღება, სიამაყის გამო კონფლიქტებში ჩაბმა, ზედმეტი რისკების გაწევა.
თქვენთვის ეს არის პერიოდი, როდესაც მნიშვნელოვანია გამოავლინოთ გაბედულება, მაგრამ ასევე მოთმინებაც. ყველაზე მეტად ეს დაბნელება შეეხება: ვერძებს, რომლებიც დაბადებული არიან დაახლოებით 9–13 აპრილს (მზე 19–23° ვერძში); ან მათ, ვისაც პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები აქვთ ვერძის, ლომის, მშვილდოსნის ან კირჩხიბის, თხის რქის და სასწორის ამ გრადუსებში, რაც ნატალური რუკის მიხედვით განისაზღვრება, რა შემთხვევაში შეიქმნება პოზიტიური ან ნეგატიური ასპექტები.
♉️ კურო: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 4-ე სექტორში, რაც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ასტრო ველია. თქვენთვის ეს დაბნელება, ზოგადი ინტერპრეტაციით, ყველაზე მეტად სახლის, ოჯახის, შინაგანი უსაფრთხოებისა და ცხოვრების საფუძვლების თემებს ააქტიურებს და მისი მთავარი თემებია: 🏡 სახლი და ოჯახი და ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც: შეიცვლით საცხოვრებელ გარემოს, შესაძლოა დაიწყოთ რემონტი ან იზრუნოთ სახლის მოწყობაზე, აქტუალური გახდება უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საკითხები, მისაღები იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ოჯახში. ზოგისთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს ახალ სახლში გადასვლას, ზოგისთვის კი ოჯახური ურთიერთობების გადახედვას.
❤️ პირად ცხოვრებაში: დაბნელებამ შეიძლება გამოავლინოს, რომელ ურთიერთობებში გრძნობთ ნამდვილ სიმშვიდეს და მხარდაჭერას, რაც შესაძლოა გულისხმობდეს: ოჯახთან შერიგებას, წარსულის თემების დასრულებას და ახალი ეტაპის დაწყებას პარტნიორთან.
💼 კარიერა: რადგან ოჯახისა და სამსახურის ბალანსი აქტიურდება, შესაძლოა მოგიწიოთ არჩევანის გაკეთება ან სამუშაო რეჟიმის შეცვლა, რაც ზოგიერთ კუროსთვის ეს შეიძლება ნიშნავდეს: სახლიდან მუშაობის დაწყებას, სამუშაო გარემოს შეცვლასა და პრიორიტეტების გადალაგებას.
💰 ფინანსების კუთხით ყურადღება შეიძლება გამახვილდეს: უძრავ ქონებაზე, ოჯახურ ხარჯებზე და გრძელვადიან ფინანსურ უსაფრთხოებაზე. საჭიროა, უშუალოდ დაბნელების დღეებში თავი შეიკავოთ ნაჩქარევი მსხვილი ფინანსური გადაწყვეტილებებისგან და რამდენიმე დღე დაელოდოთ, სანამ ვითარება უფრო ნათელი გახდება. ამ დაბნელების პერიოდში მოგეძალოთ ემოციები, რადგან ეს ენერგიები შეეხება თქვენი უსაფრთხოების განცდას, რაც თქვენთვის დისკომფორტის მომტანია. სასარგებლო იქნება თუ შედგება გულწრფელი საუბარი ოჯახის წევრებთან, მოაწესრიგებთ სახლში გარემოს და გამოყოფთ დროს დასვენებისთვის. ყველაზე მეტად ეს დაბნელება შეეხება: იმ კუროებს, რომლებსაც პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები აქვთ ფიქსირებულ ნიშნებში (კურო, ლომი, მორიელი, მერწყული) დაახლოებით 20°-ის სიახლოვეს.
♊️ ტყუპები: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 3-ე სექტორში, რაც გიხსნით ახალ გზებს. თქვენთვის ეს დაბნელება, ზოგადი ინტერპრეტაციით, ახალი დასაწყისისა და ცვლილებების პერიოდად მიიჩნევა, რაც ყველაზე მეტად კომუნიკაციის, სწავლის, ინფორმაციის, ახლო გარემოსა და გადაადგილების თემებს ააქტიურებს. თქვენთვის მთავარი თემები უკავშირდება:
🗣️კომუნიკაციების ნაწილში ეს პერიოდი ხელს უწყობს: მნიშვნელოვანი მოლაპარაკებების დაწყებას, ახალი საქმიანი კონტაქტების გაჩენას, საჯარო გამოსვლებს, წერას, სწავლებას ან მედიის სფეროში აქტიურობას. შესაძლოა მიიღოთ ისეთი ინფორმაცია, რომელიც თქვენს სამომავლო გეგმებს შეცვლის.
📚 სწავლისა და განვითარების ნაწილში ამ დაბნელებამ შეიძლება მოგცეთ ბიძგი: ახალი კურსის დაწყების, დაიწყოთ უცხო ენის შესწავლა, აითვისოთ ახალი პროფესიული უნარები, მოაგვაროთ გამოცდებთან ან სერტიფიკაციასთან დაკავშირებულ საკითხები.
💼 კარიერულად ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც: მიიღებთ ახალი შეთავაზებებს, დაიწყებთ ისეთ პროექტებს, რომელიც კომუნიკაციას, მარკეტინგს, გაყიდვებს, სწავლებას ან სოციალურ ქსელებს უკავშირდება, გაფართოვდეს თქვენი პროფესიული წრე.
❤️პირად ურთიერთობებში მთავარი თემა იქნება გულწრფელი დიალოგი, რაც მოგიტანთ: ახალ ნაცნობობას მიმოწერის, სწავლის, მგზავრობის ან ახლო გარემოს მეშვეობით, ხოლო მათ, ვისაც უკვე ჰყავთ თავიანი მეორე ნახევრები ელოდებათ არსებული ურთიერთობის გაძლიერება და გაუგებრობების გარკვევა.
🚗 ეს დაბნელება აგრეთვე შეიძლება უკავშირდებოდეს: მოკლე მოგზაურობებს, ავტომობილთან ან გადაადგილებასთან დაკავშირებულ საკითხებს, ყოველდღიური რუტინის ცვლილებას.
⚠️ აუცილებელია გაამახვილოთ ყურადღება ემოციებზე, რადგან ლომის ენერგია ზოგჯერ აძლიერებს რეაქციებს, ამიტომ საჭიროა: გადაამოწმოთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, არ იჩქაროთ განცხადებების გაკეთება, დაბნელების დღეებში თავი შეიკავეთ იმპულსური გადაწყვეტილებებისგან.
ყველაზე მეტად ეს დაბნელება შეეხება: განსაკუთრებით შესამჩნევი შეიძლება იყოს იმ ტყუპებისთვის, რომლებსაც პირად რუკაში მნიშვნელოვანი პლანეტები აქვთ დაახლოებით ლომის 20°-თან ან ამ გრადუსთან ჰარმონიულ ასპექტში. ზუსტი გავლენა დამოკიდებულია ინდივიდუალურ ნატალურ რუკაზე.
♋️ კირჩხიბი: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 2-ე სექტორში, რაც ასტროლოგიურად კირჩხიბებისთვის ახალი ციკლის დასაწყისს უკავშირდება, განსაკუთრებით ფინანსების, თვითშეფასებისა და პირადი რესურსების თემებში.კირჩხიბებისთვის ეს პერიოდი შეიძლება გამოიხატოს შემდეგნაირად:
💰 ფინანსები: შესაძლებელია გაჩნდეს ახალი შემოსავლის წყარო ან შეიცვალოს არსებული ფინანსური მდგომარეობა, კარგი პერიოდია გადახედოთ თქვენს ბიუჯეტს და მოახდინოთ ხარჯების ოპტიმიზაცია. ამ პერიოდში, შეძლებთ გააცნობიეროთ რა არის თქვენთვის რეალურად ღირებული და რაში ღირს პირადი რესურსების ჩადება.
❤️ პირადი ურთიერთობები: აქცენტებს გააკეთებთ იმაზე, რამდენად აფასებენ თქვენს ძალისხმევას. თუ ურთიერთობაში ბალანსი დარღვეულია, პრობლემები უფრო მკაფიოდ გამოჩნდება და იგრძნობთ ცვლილებების საჭიროებას, ხოლო ის კირჩხიბები, ვინც ჯერ კიდევ საკუთარი მეორე ნახევრის ძიებაში არიან, ელოდებათ ახალი ნაცნობობა, რაც თვითდაჯერებულობის ზრდასთან ერთად დაიწყება.
💼 კარიერა: მოგიწევთ ახალი პასუხისმგებლობის აღება, გელოდებათ პროფესიული განვითარების შესაძლებლობა, რაც აისახება თქვენს ხელფასზეც, ამიტომ, ეცადეთ კარგად წარმოაჩინოთ თქვენი უნარები, რაც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება. ეს დაბნელება გიბიძგებთ მეტი თავდაჯერებულობისკენ. შეძლებთ საბოლოოდ გაუშვათ შინაგანი შიშები და ფობიები, რომლებიც გიზღუდავდათ საკუთარ შესაძლებლობებს.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ემოციურ ფონზე ფინანსური გადაწყვეტილებების მიღებას, ნუ შეაფასებთ საკუთარ ღირებულებას მხოლოდ მატერიალური წარმატებით. დაბნელებიდან დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში, სასურველია მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები კარგად გადაამოწმოთ და არ იჩქაროთ.
თქვენთვის მთავარი გზავნილია: შექმნათ უფრო მყარი ფინანსური და ემოციური საფუძველი, რაც აღარ გაძლევთ ენერგიას ან გაინტერესებთ — იქნება ეს დაკავშირებული სამსახურთან თუ ურთიერთობასთან ბუნებრივად დასრულდება, რაც დროთა განმავლობაში ჩანაწვლდება სხვა მომავლით.
♌️ ლომი: ეს დაბნელება ხდება თქვენს 1-ელ სექტორში და განსაკუთრებით მნიშვნელოვანი პერიოდია ლომებისთვის, რადგან პირველ რიგში ეხება პიროვნულ იდენტობას, ცხოვრების მიმართულებას, გარეგნობას, თვითგამოხატვასა და ახალ საწყისებს. მომდევნო თვეების განმავლობაში, ეს პერიოდი შეიძლება ჩაითვალოს მნიშვნელოვანი ცვლილებების და ახალი ეტაპის დასაწყისად. იგრძნობთ, რომ ძველი როლი ან ცხოვრების სტილი უკვე აღარ შეგეფერებათ, გაიზრდება სურვილები და მოთხოვნილება, გააკეთოთ საკუთარი არჩევანი, იაროთ საკუთარი გზით და თავად მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები. კარგი პერიოდია ახალი მიზნების დასასახავად.
❤️ სიყვარული და ურთიერთობები: ურთიერთობებში უფრო მკაფიოდ გამოჩნდება, ვინ გიჭერთ მხარს ან ვინ ზღუდავს თქვენს განვითარებას. თუ ურთიერთობას აქვს მყარი საფუძველი, შეძლებთ გადახვიდეთ ახალ ეტაპზე, ხოლო თუ პირადი რთულია, შესაძლოა მოხდეს ცვლილებები.
💼 კარიერა: გექნებათ ახალი პროფესიული შესაძლებლობები და ლიდერის როლის აღების შანსი. საჭირო ადამიანები უფრო მეტად დაინახავენ თქვენს იდეებსა და ინიციატივებს, იდეალური პერიოდია საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
💰 ფინანსები: ფინანსური საკითხები მჭიდროდ იქნება დაკავშირებული თქვენს პირად გადაწყვეტილებებთან, დაიწყებთ ახალ პროექტს, რომელიც გაზრდის მომავალში შემოსავლებს. გაიზრდება თავდაჯერებულობა და სურვილი, იცხოვროთ საკუთარი ღირებულებების შესაბამისად. შესაძლოა შეიცვალოთ იმიჯი, ჩაცმის სტილი ან ცხოვრებისეული პრიორიტეტები.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: იმპულსურ გადაწყვეტილებებს, რომელიც შესაძლებელია მოვიდეს მხოლოდ ემოციების საფუძველზე. საკუთარი სურვილების ხარჯზე, ნუ ეცდებით ყველას მოლოდინის დაკმაყოფილებას. ცვლილებები ეტაპობრივად განვითარდება და მათი სრული შედეგი შესაძლოა მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში გამოჩნდეს. მთავარი გზავნილი ლომებისთვის 12 აგვისტოს დაბნელება თქვენთვის ახალი პირადი ციკლის დასაწყისს აღნიშნავს, ეს არის დრო, როდესაც შეგიძლიათ უფრო მკაფიოდ განსაზღვროთ, ვინ ხართ, რა გსურთ და რა მიმართულებით გინდათ წასვლა. თუ თამამად მიიღებთ საჭირო ცვლილებებს, ეს პერიოდი შეიძლება მნიშვნელოვანი ზრდისა და თვითრეალიზაციის დასაწყისი გახდეს.
♍️ ქალწული: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე-12-ე სექტორში და ასტროლოგიურად ძველი თემების, შიშებისა და შებოჭილობების დასრულებას, შინაგან გარდაქმნას, ფსიქოლოგიურ გათავისუფლებასა და ახალი ციკლისთვის მომზადებას უკავშირდება. ეს პერიოდი მოგიტანთ, შინაგან ცვლილებებს: იგრძნოთ, რომ გარკვეული ეტაპი თქვენი ცხოვრების სრულდება, გაიზრდება მარტო დარჩენის, ფიქრისა და საკუთარი თავის უკეთ გაცნობის სურვილი, საბოლოოდ გაუშვებთ წარსულის ემოციურ ტვირთს.
❤️ სიყვარული და ურთიერთობები: დასრულდება ურთიერთობის ისეთი ფორმა, რომელიც აღარ გაძლევთ ძალებს, თუმცა თუ პარტნიორობა მყარია, გულწრფელი საუბრების ფონზე უფრო მეტად გაიზრდება ნდობა. ზოგიერთ ქალწულის ცხოვრებაში წარსულიდან დაბრუნდება ადამიანი, რაც მოგცემთ შესაძლებლობას დაასრულოთ და გაარკვიოთ ძველი საკითხები.
💼 კარიერა: ეს უფრო მომავლის დაგეგმვის, ვიდრე ხმამაღალი დაწყების ეტაპია. შესაძლოა მუშაობდეთ კულისებში, ამზადებდეთ ახალ პროექტს ან მნიშვნელოვან ცვლილებას, რომლის შედეგიც მოგვიანებით გამოჩნდება. კარგი დროა ძველი საქმეების დასრულებისა და სისტემების მოწესრიგებისთვის.
💰 ფინანსები: სასურველია გადახედოთ ხარჯებსა და ვალდებულებებს. კარგი პერიოდია ფინანსური სტრატეგიის გადასაფასებლად და ზედმეტი ტვირთის გასათავისუფლებლად.
🌿 ჯანმრთელობა და კეთილდღეობა: ყურადღება მიაქციეთ ძილს, დასვენებასა და ემოციურ მდგომარეობას. მედიტაცია, ბუნებაში ყოფნა და რეჟიმის მოწესრიგება განსაკუთრებით სასარგებლო იქნება თქვენთვის.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ნუ აიძულებთ მოვლენებს სწრაფად განვითარდეს, მოერიდეთ ზედმეტ თვითკრიტიკას. მიეცით საკუთარ თავს დრო იმის გასააზრებლად, თუ რას უნდა დაემშვიდობოთ, რათა ახალ ეტაპს მომზადებული შეხვდეთ.
მთავარი გზავნილი ქალწულებისთვის: 12 აგვისტოს დაბნელება თქვენთვის შიდა განახლების პერიოდია. ახლა შეიძლება დასრულდეს ის, რაც თავის როლს უკვე ვეღარ ასრულებდა და დაიწყოთ მზადება ახალი პირადი ციკლისთვის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება ინტუიციის მოსმენა, წარსულის გათავისუფლება და შინაგანი სიმშვიდის აღდგენა. ხშირად ასეთი დაბნელების ნამდვილი შედეგები მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში უფრო მკაფიოდ იკვეთება.
♎️ სასწორი: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 11-ე სექტორში და ასტროლოგიურად განსაკუთრებით ეხება მეგობრებს, სამომავლო გეგმებს, საზოგადოებრივ წრესა და დიდი მიზნების გადაფასებას. ასეთი დაბნელებები ხშირად ახალი ციკლის დასაწყისად განიხილება და მოგცემთ ახალ მიზნებსა და შესაძლებლობებს, შეძლებთ მკაფიოდ დაინახოთ, რომ ძველი მიზნები აღარ შეესაბამება თქვენს სურვილებს. გაჩნდება ახალი იდეები, პროექტები ან მიმართულებები, რომლებიც მომავალ წლებში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს. კარგი დროა გრძელვადიანი გეგმების ჩამოსაყალიბებლად.
🤝 მეგობრებისა და სოციალური წრის ნაწილში შეიცვლება თქვენი გარემოცვა. შესაძლოა დაასრულოთ ზოგ ადამიანთან მეგობრობა, სამაგიეროდ გამოჩნდებიან ახალი მხარდამჭერები. წარმატების მომტანი იქნება გუნდური მუშაობა და თანამოაზრეებთან თანამშრომლობა.
❤️ სიყვარული: კიდევ უფრო გაძლიერდება ისეთი ურთიერთობები, რომელიც საერთო მიზნებსა და მომავალ ხედვას ეფუძნება, ხოლო, თუ ურთიერთობები პრობლემურია, ეს პერიოდი ძალიან მკაფიოდ გამოავლენს მათ შინაარს. ის სასწორები, ვინც ჯერ კიდევ თავიანთი მეორე ნახევრის ძიებაში არიან, შეძლებენ იპოვონ სასურველი ადამიანი მეგობრების წრეში ან ეს ნაცნობობა სოციალური აქტივობიდან დაიწყება.
💼 კარიერა: შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზება, რომელიც კარიერულ ზრდას ან ახალი პროფესიული წრის შექმნას შეუწყობს ხელს. გახსოვდეთ, რომ წარმატება უფრო ადვილად მოვა თანამშრომლობით, ვიდრე მარტო მოქმედებით.
💰 ფინანსები: თქვენი ფინანსური შესაძლებლობები მეგობრების, ქსელური კონტაქტების ან ერთობლივი პროექტების მეშვეობით გაიზრდება. კარგი პერიოდია გააკეთოთ სამომავლოდ დანაზოგი გრძელვადიანი გეგმების დასაწყებად.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ნუ შეეცდებით შეინარჩუნოთ ურთიერთობები, რომლებმაც უკვე ამოწურეს თავი. ყველა დაპირებას დაუყოვნებლივ ნუ ენდობით — გადაამოწმეთ ფაქტები და დეტალები. ნუ შეგეშინდებათ მიზნების შეცვლა, თუ გრძნობთ, რომ ძველი გზა აღარ არის თქვენთვის სწორი.
მთავარი გზავნილი სასწორებისთვის: 12 აგვისტოს დაბნელება გიბიძგებთ, გადახედოთ თქვენს მომავალს და იმ ადამიანებს, რომლებთან ერთადაც ამ მომავალს ქმნით. ეს პერიოდი დაგეხმარებათ გაათავისუფლოთ სივრცე ახალი შესაძლებლობებისთვის, ძლიერი კავშირებისთვის და ისეთი მიზნებისთვის, რომლებიც უკეთ შეესაბამება თქვენს ამჟამინდელ ღირებულებებს. დაბნელების გავლენა ხშირად ეტაპობრივად, მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში იკვეთება.
♏️ მორიელი: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 10-ე სექტორში და ასტროლოგიურად უკავშირდება კარიერას, საზოგადოებრივ რეპუტაციას, ცხოვრების მიმართულებას, მნიშვნელოვან მიზნებსა და ეს პერიოდი გამოვლინდება:
💼 კარიერა და პროფესიული ზრდა: გაქვთ ახალი სამსახურის დაწყების ან დაწინაურების შესაძლებლობა. გაიზრდება თქვენი პასუხისმგებლობები და მათთან ერთად წარმატების შანსიც. შესაძლოა დაასრულოთ ერთი პროფესიული ეტაპი და დაიწყოთ სრულიად ახალი მიმართულება. თქვენი შრომა უფრო შესამჩნევი გახდება. ამაღლდება თქვენი ავტორიტეტი და მიიღებთ მნიშვნელოვან აღიარებას. კარგი დროა საკუთარი შესაძლებლობების წარმოსაჩენად.
❤️ სიყვარული და ოჯახი: შესაძლოა მოგიწიოთ კარიერასა და პირად ცხოვრებას შორის ბალანსის პოვნა და მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორის მხარდაჭერა, ხოლო თუ პირადი ხელს უშლის თქვენს განვითარებას, ეს პერიოდი უფრო მკაფიოდ დაგანახვებთ ამ პრობლემას.
💰 ფინანსები: კარიერულ ცვლილებებს ფინანსური სარგებელიც მოჰყვება. შესაძლოა გაგიჩნდეთ ახალი შემოსავლის წყარო ან გაუმჯობესდეს არსებული მდგომარეობა. ეს პერიოდი გიბიძგებთ უფრო დიდი მიზნებისკენ. გაიზრდება სურვილი, დატოვოთ მნიშვნელოვანი კვალი თქვენს საქმეში.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ნუ აიღებთ საკუთარ თავზე იმაზე მეტ პასუხისმგებლობას, ვიდრე რეალურად შეგიძლიათ. მოერიდეთ ძალაუფლებისთვის კონფლიქტებს. გადაწყვეტილებები გრძელვადიან პერსპექტივაზე გათვალეთ და არა მხოლოდ მყისიერ შედეგზე.
მთავარი გზავნილი მორიელებისთვის: 12 აგვისტოს დაბნელება კარიერული გარდატეხისა და ცხოვრების მიმართულების გადახედვის პერიოდია. შესაძლოა გაიხსნას კარი, რომელიც აქამდე დახურული ჩანდა, ან დასრულდეს ძველი პროფესიული ეტაპი, რათა ახალი გაჩნდეს შესაძლებლობები. თუ მზად იქნებით პასუხისმგებლობის მისაღებად და მიზანმიმართულად იმოქმედებთ, ამ დაბნელების შედეგები მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში თანდათან უფრო თვალსაჩინო გახდება.
♐️ მშვილდოსანი: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 9-ე სექტორში და ასტროლოგიურად დაკავშირებულია ჰორიზონტის გაფართოებასთან, განათლებასთან, მოგზაურობასთან, რწმენებთან და ცხოვრების ახალ მიმართულებასთან.
მშვილდოსნებისთვის ეს პერიოდი გამოვლინდება: ✈️ მოგზაურობის და ახალი გამოცდილების მიღების ნაწილში: შეიძლება გაჩნდეს შორეული მოგზაურობების ან საზღვარგარეთ დაკავშირებული გეგმები. შეიცვლება თქვენი ცხოვრებისეული ხედვა, პრიორიტეტები და გაჩნდება ახალი ინტერესები. კარგი დროა განვითარებისთვის და ახალი ცოდნის მისაღებად.
📚 სწავლა და განვითარება: ხელსაყრელი პერიოდია სწავლის დასაწყებად, კვალიფიკაციის ასამაღლებლად ან ახალი პროფესიული უნარის შესაძენად. შესაძლოა დასრულდეს ერთი სასწავლო ეტაპი და დაიწყოს ახალი.
💼 კარიერა: კარიერული წინსვლა დაკავშირებული იქნება უცხოეთთან, განათლებასთან, მედიასთან ან სამართლებრივ სფეროებთან. შესაძლოა მიიღოთ შემოთავაზება, რომელიც თქვენს საქმიანობას უფრო ფართო მასშტაბს მისცემს.
❤️სიყვარული: თქვენთვის საინტერესო ადამიანის გაცნობა შესაძლებელია მოგზაურობის, სწავლის ან უცხო კულტურასთან კავშირის დროს, ხოლო იმ მშვილდოსნებისთვის, ვინც უკვე არიან ურთიერთობაში, მნიშვნელოვანი იქნება პარტნიორთან საერთო მიზნების, ღირებულებებისა და მომავლის გეგმების შეთანხმება.
💰 ფინანსები: შესაძლებელია გაჩნდეს ისეთი ხარჯები, რაც დაკავშირებული იქნება განათლებასთან ან მოგზაურობასთან, რაც სამომავალო ინვესტიციად შეიძლება იქცეს. კარგი დროა გრძელვადიანი ფინანსური გეგმების შესადგენად. გაიზრდება სურვილი, დატოვოთ კომფორტის ზონა და სცადოთ რაღაც ახალი. შეიცვლება თქვენი მსოფლმხედველობა და ცხოვრების პრიორიტეტები.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ენთუზიაზმის საფუძველზე — გადაამოწმეთ დეტალები. მოერიდეთ ზედმეტ რისკს, განსაკუთრებით იურიდიულ ან ფინანსურ საკითხებში. ახალი შესაძლებლობების ფონზე არ უგულებელყოთ უკვე არსებული ვალდებულებები.
მთავარი გზავნილი მშვილდოსნებისთვის: 12 აგვისტოს დაბნელება გიბიძგებთ, გააფართოოვოთ თქვენი სამყარო. ეს შეიძლება იყოს პერიოდი, როდესაც ახალი ცოდნა, მოგზაურობა, საერთაშორისო კავშირები ან ცხოვრების ახალი ფილოსოფია თქვენს მომავალს მნიშვნელოვან მიმართულებას მისცემს. მისი გავლენა ხშირად ეტაპობრივად, მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში იკვეთება.
♑️ თხის რქა: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 8-ე სექტორში და ასტროლოგიურად დაკავშირებულია ღრმა გარდაქმნებთან, საერთო ფინანსებთან, ვალდებულებებთან, ემოციურ სიახლოვესა და შინაგან განახლებასთან და ეს პერიოდი შეიძლება ასე გამოვლინდეს:
💰 ფინანსები: ყურადღების ცენტრში შეიძლება აღმოჩნდეს საერთო ფინანსები: კრედიტები, სესხები, გადასახადები, მემკვიდრეობა ან პარტნიორთან დაკავშირებული შემოსავლები. კარგი დროა ფინანსური ვალდებულებების გადახედვისა და სტრატეგიის შესაცვლელად. შესაძლოა გამოჩნდეს სრულიად ახალი რესურსი, რომელიც თქვენ ფინანსურ მდგომარეობას გააძლიერებს.
❤️ სიყვარული და ურთიერთობები: ურთიერთობები უფრო ღრმა და გულწრფელი ხდება. შესაძლოა დასრულდეს ნდობასთან დაკავშირებული ძველი პრობლემა ან, პირიქით, ნათელი გახდეს, სად არის ურთიერთობის სუსტი წერტილი. ძლიერი კავშირები კიდევ უფრო გამყარდება, ხოლო არამდგრადმა ურთიერთობებმა შეიძლება მნიშვნელოვანი გამოცდა გაიაროს.
💼 კარიერა: შეიძლება დასრულდეს პროექტი, რომელმაც თავისი როლი უკვე შეასრულა და დაიწყოს ახალი ეტაპი. გელოდებათ ფინანსური მხარდაჭერის მიღება ან ერთობლივი პროექტების დაწყება. ეს დაბნელება გიბიძგებთ გათავისუფლდეთ ძველი შიშების, წყენების ან ჩვევებისგან, რომლებიც აფერხებს თქვენს წინსვლას. განსაკუთრებით მძაფრად იმუშავებს თქვენი ინტუიცია, რასაც უნდა მოუსმინოთ.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან ფინანსურ ვალდებულებებს დეტალური ანალიზის გარეშე. მოერიდეთ კონტროლის ზედმეტ სურვილს — ზოგჯერ ცვლილებები უფრო სასარგებლოა. ემოციური გადაწყვეტილებები, დააბალანსეთ პრაქტიკული ანალიზით.
მთავარი გზავნილი თხის რქისთვის: 12 აგვისტოს დაბნელება ღრმა გარდაქმნისა და განახლების პერიოდია. ის გაძლევთ შესაძლებლობას, მოიშოროთ ძველი ტვირთი — ფინანსური თუ ემოციური — და შექმნათ უფრო ძლიერი საფუძველი მომავლისთვის. ცვლილებები შეიძლება თავიდან ინტენსიური ჩანდეს, მაგრამ მათი შედეგები ხშირად მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში თანდათან იკვეთება და უფრო სტაბილურ მდგომარეობამდე მიჰყავს.
♒️ მერწყული: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 7-ე სექტორში და ასტროლოგიურად დაკავშირებულია პარტნიორობის, ქორწინების, საქმიანი თანამშრომლობისა და მნიშვნელოვანი ურთიერთობების თემებთან. მერწყულებისთვის ეს პერიოდი გამოვლინდება:
❤️ სიყვარული და პარტნიორობა: არსებული ურთიერთობები გადავა გადამწყვეტ ეტაპზე და მიიღებს ახალი ფორმას (ერთად ცხოვრება, ნიშნობა, ქორწინება), ისინი ვინც ჯერ კიდევ არიან თავიანთი მეორე ნახევრის ძიებაში შეხვდებიან სასურველ ადამიანს, ხოლო თუ ურთიერთობა უკვე დიდი ხანია პრობლემურია, დაბნელების კორიდორი ნათლად დაგანახვებთ, ღირს თუ არა მისი გაგრძელება.
🤝 საქმიანი პარტნიორობა: შესაძლოა დაიწყოთ ახალი თანამშრომლობა, რომელიც მომავალში მნიშვნელოვან შედეგს მოიტანს. კარგი დროა პარტნიორული შეთანხმებების გადასახედად და ახალი კონტრაქტების მოსამზადებლად.
💼 კარიერა: კარიერული წინსვლა შეიძლება სხვა ადამიანებთან თანამშრომლობაზე იყოს დამოკიდებული, შეხვდებით ისეთ ადამიანს, რომელიც პროფესიულად ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით.
💰 ფინანსები: ფინანსური საკითხები შესაძლოა პარტნიორთან, კლიენტებთან ან ერთობლივ პროექტებთან იყოს დაკავშირებული. ყურადღება მიაქციეთ ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების პირობებს. ეს პერიოდი გასწავლით, როგორ შეინარჩუნოთ ბალანსი დამოუკიდებლობასა და თანამშრომლობას შორის, ასევე მოსალოდნელია შეიცვალოს თქვენი წარმოდგენები და მოლოდინები ახლო ურთიერთობებისგან.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მხოლოდ ემოციური იმპულსით. ყურადღებით მოუსმინეთ მეორე მხარეს და ნუ იჩქარებთ დასკვნების გამოტანას. ნებისმიერი შეთანხმების გაფორმებამდე კარგად გადაამოწმეთ დეტალები.
მთავარი გზავნილი მერწყულებისთვის: 12 აგვისტოს დაბნელება ურთიერთობების ახალ თავს ხსნის. ამ პერიოდში შეიძლება თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს მნიშვნელოვანი ადამიანი, ან არსებული პარტნიორობა სრულიად ახალ დონეზე გადავიდეს. თუ გარკვეული კავშირი აღარ ემსახურება თქვენს განვითარებას, შესაძლოა სწორედ ახლა დასრულდეს, რათა ადგილი დაუთმოს უფრო ჯანსაღ და სტაბილურ ურთიერთობას. ამ დაბნელების შედეგები, როგორც წესი, მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში თანდათან იკვეთება.
♓️ თევზები: ეს დაბნელება ხდება თქვენს მე- 6-ე სექტორში და ასტროლოგიურად დაკავშირებულია სამუშაოს, ყოველდღიური ცხოვრების, ჯანმრთელობისა და ჩვევების სფეროებთან. თევზებისთვის ეს პერიოდი გამოვლინდება:
💼 სამსახური და კარიერა: შესაძლოა მიიღოთ ახალი სამუშაოს შეთავაზება, გაჩნდება ახალი პასუხისმგებლობები ან შეიცვალება თქვენი ყოველდღიური საქმიანობა. დაიწყებთ ახალ პროექტებს, რომელიც მომავალში კარიერულ ზრდას მოგიტანთ. კარგი დროა სამუშაო პროცესების მოწესრიგებისა და ახალი უნარების შესაძენად.
🌿 ჯანმრთელობა: ყურადღება გადაინაცვლებს ფიზიკურ და ემოციურ კეთილდღეობაზე. კარგი პერიოდია კვების რეჟიმის, ძილისა და ვარჯიშის ჩვევების გასაუმჯობესებლად. იდეალური პერიოდია ჯანმრთელობის პრობლემების მოსაგვარებლად.
❤️ სიყვარული: ურთიერთობებში მნიშვნელოვანი გახდება ყოველდღიური მხარდაჭერა და ერთმანეთზე ზრუნვა. მარტოხელა თევზებს ელოდებათ ახალი ნაცნობობა სამსახურში, სასწავლო გარემოში ან ყოველდღიური საქმიანობის პროცესში.
💰 ფინანსები: მოსალოდნელია შემოსავლების ზრდა, სამსახურში გაჩენილი ახალი შესაძლებლობის ან დამატებითი საქმიანობის შედეგად. კარგი დროა პრაქტიკული ფინანსური გეგმის შესადგენად. ეს დაბნელება გასწავლით, რომ დიდი ცვლილებები ხშირად პატარა ყოველდღიური ნაბიჯებით იწყება. უფრო ორგანიზებული მიდგომა დაგეხმარებათ მიზნების მიღწევაში.
⚠️ აუცილებელია გაითვალისწინოთ: ნუ გადაიტვირთებით ვალდებულებებით. არ უგულებელყოთ დასვენება და საკუთარი ჯანმრთელობა. შეეცადეთ ეტაპობრივად შეცვალოთ ჩვევები და არა ერთბაშად.
მთავარი გზავნილი თევზებისთვის: 12 აგვისტოს დაბნელება გაძლევთ შესაძლებლობას, თავიდან ააწყოთ თქვენი ყოველდღიური ცხოვრება. ახალი სამსახური, ახალი რეჟიმი, ჯანმრთელობის გაუმჯობესება ან უფრო ეფექტური ჩვევები შეიძლება სწორედ ამ პერიოდში დაიწყოს. ის, რასაც ახლა საფუძველს ჩაუყრით, მომდევნო 3–6 თვის განმავლობაში თანდათან მნიშვნელოვან და სტაბილურ შედეგს გამოიღებს“, - წერს ნინა ხომერიკი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„გვეშინია სიახლის და ამით მხოლოდ ტკივილს ვაყენებთ საკუთარ თავს...“ - რას წერს ეზოტერიკოსი
⭕ „ურთიერთობებში ვნება და სექსუალური ენერგია მატულობს...“ - 8 აგვისტოს ტაროლოგიური პროგნოზი