Digest Logo

„შეეძლო დაძაბული ასპექტის გამო, სამედიცინო შეცდომა და ვიღაცის რეზონანსული გარდაცვალება მოეტანა“ - რას წერს ასტროლოგი

1728652322
ჰოროსკოპიჰოროსკოპი

ასტროლოგიური თვალსაზრისით, მერკური ამ ეტაპზე საქართველოს რუკის მეექვსე სახლს გადის, რასაც ჯანდაცვის, ჯანმრთელობის, სამუშაო ბაზრის, დაქირავებული პერსონალის თემები აბარია. 

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სწორედ ამ მოვლენას უკავშირებს ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს და ამბობს, რომ ამ პერიოდში შეიძლებოდა უარესი მომხდარიყო, სამედიცინო შეცდომას გარდაცვალებაც კი მოჰყოლოდა, თუმცა სამყარომ უფრო მსუბუქი ვარიანტი „განახორციელა“.

„მერკური გადის საქართველოს ასტროლოგიური რუკის მეექვსე სახლს.

მუნდანურ ( ქვეყნების) ასტროლოგიაში ამ სახლს აბარია ჯანდაცვა და ერის ჯანმრთელობის თემები, სამუშაო ბაზრის ამბები, (ნაწილობრივ ეკონომიკაც) მე-6 სახლს შეუძლია აჩვენოს, თუ რა დამოკიდებულება აქვს სახელმწიფოს, ან მასში არსებულ ორგანიზაციებს დაქირავებული პერსონალის მიმართ.

როდესაც რაიმე პლანეტა ამ სახლს გადის, სწორედ ეს თემები აქტიურდება ქვეყანაში. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ეს პლანეტა რაიმე ასპექტს ქმნის რუკის რომელიმე სხვა წერტილთან. მერკურის აბარია კომუნიკაცია, ინფორმაცია, ფოსტა, ტრანსპორტი და ჟურნალისტიკა.

ახლა გავიაზროთ უახლესი რეზონანანსული ამბები. ერთ-ერთი შემოქმედებითი სააგენტოს დაქირავებული მუშაკები ტოვებენ ორგანიზაციას. ფაქტი ნეგატიური შეფერილობისაა, ესე იგი ასპექტიც უნდა იყოს დისჰარმონიული, დაძაბული და ასეც გვაქვს - მერკურის ნეგატიური ასპექტი ჰქონდა პლუტონთან, რომელიც მე-9 სახლში დგას(ამ სახლს აბარია რეკლამა) და მართავს მე-7 სახლს( რომელსაც აბარია მტრები ან მოკავშირეები. დაძაბული ასპექტის დროს ცხადია, მტრებს გამოხატავს. ჰარმონიული რომ ყოფილიყო, მოკავშირეები მაშინ იქნებოდა).

მოკლედ, იმის თქმა მინდოდა, რომ საქართველოს ასტროლოგიური რუკა, რომელსაც მე ვეყრდნობი, აბსოლუტურად მუშაა. ტყუილად არ უნდათ ამის მიღება ზოგიერთებს და ეს არაა ერთადერთი მაგალითი, ყველა პროგნოზს ამ რუკაზე დაყრდნობით ვაკეთებ.

აქვე მინდა ვთქვა, რომ იგივე ასპექტს სხვა მოვლენების გამოწვევაც შეეძლო, თუნდაც იმის გამო, რომ მე-6 სახლი ჯანმრთელობას განკარგავს, ხოლო მერკურის კიდევ საკონსულტაციო როლიც აბარია. თავისუფლად შეეძლო პლუტონთან დაძაბული ასპექტის გამო სამედიცინო შეცდომა და ვიღაცის რეზონანსული გარდაცვალება მოეტანა. თუმცა სამყარომ სხვა, გაცილებით უფრო მსუბუქი ვარიანტი აირჩია განსახორციელებლად.

ამიტომაც არის პროგნოზირება რთული საქმე.

„შეუცნობელ არს გზანი უფლისანი“, - წერს ხათუნა ნოელი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ასეთი ახლო მეგობარი არასდროს დამიკარგავს ცხოვრებაში, ძალიან რთული და საინტერესო პროცესია გლოვა“ - ნანა ჩარკვიანი ბაბუაზე

🎥 „დედა, თავისუფალი ვარ“ - 20 წლის გოგოს ემოციები, როდესაც გათავისუფლებაზე ინფორმაცია შეიტყო

„მირჩევნია, ბუნებრივი ვიყო... ზედმეტი ჩარევები ჩემთვის მიუღებელია, ღმერთის მადლობელი ვარ იმისთვის, როგორიც გახლავართ“ - თაკო ჭანუყვაძე