Digest Logo

🎥 „ასეთი ახლო მეგობარი არასდროს დამიკარგავს ცხოვრებაში, ძალიან რთული და საინტერესო პროცესია გლოვა“ - ნანა ჩარკვიანი ბაბუაზე

1728586786
გელა და ნანა ჩარკვიანი

ირაკლი ჩარკვიანი ის მომღერალია, რომლის სიმღერებიც წლების მანძილზე აქტუალურობას არ კარგავს და ყველა თაობისთვის საინტერესო მოსასმენია. ცნობილი მშობლების შვილი, ნანა ჩარკვიანი საზოგადოებისთვის მამის მსგავსად საინტერესო პიროვნებაა.

ამჯერად ნანა ჩარკვიანი ერთ-ერთი გადაცემის სტუმარი გახლდათ, სადაც გარდაცვლილ ბაბუაზე ისაუბრა:

„ჩემი ბაბუა მაშინ გარდაიცვალა, როცა უნივერსიტეტის პირველი წელი მქონდა. ძალიან რთული იყო, თავიდან გაშეშების მომენტი მქონდა, ემოცია გამიჩერდა.

დღეს, სამი წლის შემდეგ, შფოთვითი ტირილი მეწყება გახსენებისას. ჩემთვის ესეც ახალია, რადგან ირაკლი ძალიან ბავშვობაში გარდაიცვალა. 

ასეთი ახლო მეგობარი არასდროს დამიკარგავს ცხოვრებაში, ძალიან რთული და საინტერესო პროცესია გლოვა“, - ამბობს ნანა ჩარკვიანი.

აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „დედა, თავისუფალი ვარ“ - 20 წლის გოგოს ემოციები, როდესაც გათავისუფლებაზე ინფორმაცია შეიტყო

„მირჩევნია, ბუნებრივი ვიყო... ზედმეტი ჩარევები ჩემთვის მიუღებელია, ღმერთის მადლობელი ვარ იმისთვის, როგორიც გახლავართ“ - თაკო ჭანუყვაძე

„შთამბეჭდავი, შეუდარებელი და ულამაზესი ხარ“ - მარიამ სანოგო ახალ ფოტოებს აქვეყნებს