Digest Logo

🎥 „შეეცადეთ გადაამოწმოთ ინფორმაცია და მარტივად არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს...“ - პირველი მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1746081475
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია და ამ დღის გამოყენება შეგიძლიათ. მნიშვნელოვანია არ გადაუხვიოთ თქვენს პრინციპებს“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა:

ვერძი

დღის გამოყენება შეგიძლიათ მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. ასევე დღე შეგიძლიათ გაატაროთ არაფორმალურ გარემოში. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი გეგმები და იდეები სხვებს არ გაუზიაროთ.

კურო

დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერია, განსაკუთრებით პირველი ნახევარი. ნებისმიერი სირთულის საქმეს მარტივად გაართმევთ თავს. დღის მეორე ნახევარში უმჯობესია ახლობელ ადამიანებს დაუთმოთ დრო.

ტყუპები

შესაძლოა დღე მეტად დატვირთული იყოს. ასევე გექნებათ გარკვეული წინააღმდეგობები, თუმცა შეძლებთ მათ დაძლევას. შეეცადეთ გადაამოწმოთ ინფორმაცია და მარტივად არ ენდოთ ახალ გაცნობილ ადამიანებს.

კირჩხიბი

დრევანდელი დღე ემოციურია და შესაძლოა გაგიჭირდეთ სიმშვიდის შენარჩუნება. არ მიაქციოთ ყურადღება უმნიშვნელო დეტალებს. ორიენტირდით მნიშვნელოვან საკითხებზე, რადგან კონფლიქტების ალბათობა დიდია.

ლომი

საკმაოდ წარმატებული დღეა, ბევრი დადებითი სიახლე გელით. იღბალი თქვენ მხარესაა და თამამი ნაბიჯები გადადგით. თქვენი გეგმების შესახებ ინფორმაცია სხვებს არ გაუზიაროთ.

ქალწული

არ იჩქაროთ. თითოეული ნაბიჯი უნდა იყოს კარგად ნაფიქრი. ალბათობაა იმისა რომ შეცდომებს დაუშვებთ. მიქაციეთ ყურადღება ადამიანებს, რომელთანაც კონტაქტი გექნებათ დღეს. შეეცადეთ თავიდან აირიდოთ კონფლიქტები.

სასწორი

დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერია. შესაძლოა ბევრი საქმე გქონდეთ შესასრულებელი, რომლებსაც მარტივად გაართმევთ თავს. ასევე დასახმარებლად მოგმართავენ მეგობრები და ახლობელი ადამიანები. 

მორიელი

დღის დასაწყისი შესაძლოა არც ისე დადებითი იყოს, როგორც თქვენ ელოდებით. ასევე მოგიწევთ გეგმების ცვლილება, თუმცა არ ინერვიულოთ. ყველაფერი თავისთავად გამოსწორდება. დღის მეორე ნახევარი მეტად ხელსაყრელია.

მშვილდოსანი

საინტერესო დღეა. შესაძლოა ბევრი ახალი შესაძლებლობა გაგიჩნდეთ. მთავარია სწორად დაინახოთ და გამოიყენოთ. ენდეთ საკუთარ თავს და ინტუიციას.

თხის რქა

დღის პირველი ნახევარი განსაკუთრებით წარმატებული იქნება. შეგიძლიათ თამამად დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საკითხები. არის კონფლიქტების და შეცდომების დაშვების ალბათობა.

მერწყული

განსაკუთრებით ხართ ორიენტირებულები წვრილმანებზე. რის გამოც წონასწორობას კარგავთ. კონცენტრირდით მნიშვნელოვან საკითხებზე და ყურადღება გამოიჩინეთ იმ ადამიანების მიმართ, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანები არიან.

თევზები

წარმატებული დღეა. გაითვალისწინეთ რომ დღე არ გაატაროთ იმ ადამიანებთან, რომლებიც სხვებს მუდმივად აკრიტიკებენ. შეეცადეთ რომ დღე მშვიდ და დადებით გარემოში გაატაროთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ჩემი დილა 6 საათზე იწყება და 11-ის ნახევარზე სრულდება...” - როგორ ახერხებს ფორმაში ყოფნას სალომე ჭაჭუა?

⭕„ესპანეთში რომ შუქი ჩაქრა...ყველაზე ყოჩაღად იქ მცხოვრებ ქართველებს ეჭირათ თავი“ - რას წერს თეა გვასალია?

⭕მასკი ტრამპის ადმინისტრაციას ტოვებს