
„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მთვარეა და დღე საკმაოდ საინტერესო იქნება. გაძლიერებული იქნება ინტუიცია. შეეცადეთ დააკვირდეთ ყველაფერს და არ შეეწინააღმდეგოთ მოვლენებს“, - აღნიშნულ საკითხზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.
მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:
ვერძი
შესაძლოა გამოჩნდეს ახალი შესაძლებლობები და პერსპექტივები. შეეცადეთ კარგად გადააფასოთ ყველაფერი. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილების მიღებას.
კურო
იდეალური დღეა ახალი ცოდნის მისაღებად. კარგი იქნება თუ გაიღრმავებთ რაიმე კონკრეტული მიმართულებით ცოდნას. დაიწყებთ ახალი წიგნის კითხვას ან ახალ საქმეს.
ტყუპები
შესაძლოა გარკვეული ფინანსური პრობლემები წარმოგექმნათ. შეეცადეთ მნიშვნელოვანი ხარჯები არ განახორციელოთ და არ მიიღოთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ფინანსების კუთხით.
კირჩხიბი
მოსალოდნელია პარტნიორული ურთიერთობების გამწვავება. შეეცადეთ არ იყოთ ზედმეტად მომთხოვნები. მიეცით მეტი სივრცე მეორე ნახევარს. კარგი იქნება მეტი ყურადღება მიაქციოთ ურთიერთობებს.
ლომი
შესაძლოა ერთდროულად ბევრი საქმე გამოგიჩნდეთ ან გარკვეული პრობლემები წარმოგექმნათ. შეეცადეთ ზედმეტად არ გადაიღალოთ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას.
ქალწული
სასიამოვნო და ჰარმონიული დღეა. მარტივი იქნება ნებისმიერ ადამიანთან კონტაქტში შესვლა. კარგი იქნება თუ ამ დღეს შემოქმედებითი საქმიანობით დაკავდებით.
სასწორი
პრიორიტეტული დღეა საოჯახო და საცხოვრებელ ადგილთან დაკავშირებით თემებზე. შეეცადეთ დღევანდელი დღე მეტად დაუთმოთ ოჯახს. გადადეთ სხვა საქმეები. შეგიძლიათ რაღაც გამოასწოროთ.
მორიელი
თქვენი ინტელექტუალური აქტივობა იზრდება. მარტივი დღე არის შეხვედრებისა და მოლაპარაკებებისთვის. ნებისმიერი მნიშვნელოვანი საქმის დაგეგმვა შეგიძლიათ. გარკვეული დრო საკუთარ თავსაც დაუთმეთ.
მშვილდოსანი
საკმაოდ ნაყოფიერი დღეა, განსაკუთრებით ფინანსური კუთხით. შესაძლებლობა გექნებათ მოულოდნელი შემოსავალი მიიღოთ.
თხის რქა
დღევანდელი დღე საკმაოდ პოზიტიური იქნება. კარგი იქნება თუ მოახერხებთ საკუთარი თვის გამოხატვას. შეგიძლიათ გამოიჩინოთ ლიდერის თვისებები. აიღეთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე.
მერწყული
არ არის სასურველი ახალი პასუხისმგებლობების აღება. უმჯობესია დაისვენოთ. არ დაკავდეთ რუტინული ცხოვრებით და მოიწყვეთ განტვირთვა.
თევზები
კარგი იქნება თუ დღევანდელ დღეს მეგობრებთან ერთად გაატარებთ. შეგიძლიათ რაიმე სოციალური აქტიურობაც დაგეგმოთ. არ არის სასურველი დღევანდელი დღის პასიურ რეჟიმში გატარება.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ხვიჩა კვარაცხელია კვლავ „ოქროს ბურთის“ პრეტენდენტთა ათეულშია - კანდიდატებს შორის ლიდერი ვიტინიაა
⭕ „წვიმა, ელჭექი, სეტყვა” - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
⭕„სასწრაფო გამოიძახეთ, ძალიან ცუდად ვარ, მომხედეთ“ - რას წერდა ვანო ნადირაძე მებრძოლს გარდაცვალებამდე