
გარემოს ეროვნული სააგენტო უახლოეს დღეებში მოსალოდნელი ამინდის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს. 23 ივნისის დღის მეორე ნახევრამდე აღმოსავლეთ საქართველოს აღმოსავლეთ რაიონებში, მოსალოდნელია ძლიერი ხანმოკლე წვიმა, ელჭექი, შესაძლებელია სეტყვა. ამასთან ნავარაუდევია, დროგამოშვებით დასავლეთის მიმართულების ქარის გაძლიერება.
„მოსალოდნელმა ნალექებმა, შესაძლებელია, აღმოსავლეთ საქართველოს პატარა მდინარეებზე – წყალმოვარდნები, ხოლო გორაკ-ბორცვიან და მთიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს (საფრთხის დონე საშუალო)“, – აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„სასწრაფო გამოიძახეთ, ძალიან ცუდად ვარ, მომხედეთ“ - რას წერდა ვანო ნადირაძე მებრძოლს გარდაცვალებამდე
🎥 მავნე ცხიმი მარგარინში - არის თუ არა ეს პროდუქტი ჯანმრთელობისთვის საშიში
🎥 სარწყავ არხში ჩვილის ცხედრის პოვნის დეტალები - ვინ და რატომ გაიმეტა ახალშობილი?