9 აპრილის ტრაგედიიდან 37 წელი გავიდა. ამ დღეს, 1989 წელს, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც 21 ადამიანი ემსხვერპლა, ასობით მოქალაქე კი დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით, ჟურნალისტი მაკა რაზმაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:
„წვიმაში, ქარში, ავდარში თუ დარში 37-ე წელია 8-იდან 9 აპრილის ღამით აქ ვდგავარ, ჩვენს დაღუპულ გმირ თანამებრძოლებთან და ასე იქნება სანამ ცოცხალი ვარ...“, - წერს მაკა რაზმაძე.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ჰანდე ერჩელის ნარკოლოგიური ტესტის პასუხი ცნობილია - რას წერს თურქული მედია პოპულარულ მსახიობზე?