
„13 ივნისს ენერგია სამყაროში ტრავმულია. ეცადეთ, რომ შორ გზაზე მოგზაურობისგან თავი შეიკავოთ. ეს დღე ძალიან კარგია იმისთვის, რომ ყველაფერი, რაც ხელს გვიშლის, გვაწუხებს, არ გვჭირდება, მოვიშოროთ.
შეგიძლიათ ფული გასცეთ, იმ განცდით, რომ ემშვიდობებით ყველანაირ ფინანსურ პრობლემას, ან თქვენს საყვარელ ადამიანებს ჩაეხუტოთ, მოეფეროთ და უთხრათ როგორ გიყვართ, რათა მოიზიდოთ სიყვარული“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ანზორ ოდიშარიამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
♈ვერძი
დღევანდელი დღე წარმატების მომტანია. დღე გაძლევთ საშუალებას, რომ მომავალი კარგად დაინახოთ. ყურადღება მიაქციეთ სიზმრებს, მინიშნებებს, რომლებიც გარემოდან მოდის, რადგან ყველაფერი გეუბნებათ რა იქნება მომავალში.
♉კურო
ძალიან ძლიერ ენერგეტიკულ მუხტს იღებენ გარემოდან. მეგობრები, ოჯახის წევრები მიუთითებენ სად არის მათი სუსტი ადგილი. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობას, რადგან დღევანდელ დღეს ზედაპირზე ამოაქვს ყველაფერი ის, რაც შეიძლება პრობლემატური და ნეგატიური იყოს მომავალში.
♊ტყუპები
ძალიან მნიშვნელოვანი ენერგია შემოდის. ქაოსთან კარგად ურთიერთობენ, თუმცა ძალიან მაღალი ალბათობაა ენერგოვამპირების ჩარევისა თქვენს ცხოვრებაში. ნუ მისცემთ საშუალებას ნურც ახლობლებს, ნურც გარე ადამიანებს, რომ თქვენი განწყობა და წარმატება წაიღონ, წაგართვან.
♋კირჩხიბი
ძალიან ძლიერი ენერგეტიკული მუხტი მოდის სამყაროსგან, საშუალებას აძლევს, რომ განაახლოს თავისი ცხოვრების ყველა სფერო. ყველაფერი შეგიძლიათ უფრო თამამად გადაჭრათ, მიიღოთ გადაწყვეტილებები. დღევანდელი დღის ენერგია და ძალა თქვენს სასიკეთოდ მოქმედებს კირჩხიბებზე.
♌ლომი
ძალა აქვთ, რომელიც საშუალებას გაძლევთ ყველა წყენა, ტკივილი დაივიწყოთ, აპატიოთ, შეუნდოს ყველა იმ ადამიანს, ვინც მის გულში ჭრილობა დატოვა, თუ დღეს მიუტევებთ დღეს, სამყაროც მოგიტევებთ. საშუალება გაქვთ გადაიტვირთოთ, განახლდეთ, გაათავისუფლოთ თქვენი ენერგია სიმძიმისგან.
♍ქალწული
საკმაოდ საინტერესო ენერგეტიკულ მუხტში ხართ. გარემო თქვენს საჭიროებას ააქტიურებს და გეუბნებათ, რომ თქვენი ჩართულობა ძალიან მნიშვნელოვანია სხვადასხვა ცხოვრებისეულ საკითხებში. ადვილია გაითვალოთ, თქვენი ენერგეტიკა დაზიანდეს, ამიტომ მოერიდეთ ღრმა ჩართულობას ისეთ საკითხებში, როგორშიც გრძნობთ, რომ თქვენი ადგილი არ არის.
♏სასწორი
მნიშვნელოვანი, საბედისწერო დღეა, კარიერის, სამსახურის კუთხით. შესაბამისად თუ გრძნობთ, რომ რაღაცები უნდა შეცვალოთ, შეგიძლიათ შეცვალოთ. თქვენი უფრო ადვილად ესმით და გიგებენ, ამიტომაც ყველა პრეტენზია წამოვიდეს წინ და მოაგვარეთ ყველაფერი ჰარმონიულად.
♏მორიელი
ბედნიერების, წარმატების და შენაძენების კარგი დღეა. თუ რამის დაგეგმვა გსურდათ, შეგიძლიათ განახორციელოთ. ასევე ძალიან საინტერესო ენერგია მოდის, სამეგობროდან, მათ სჭირდებათ თქვენი ენერგია, ყურადღება და ჩართულობა.
♐მშვილდოსანი
ძალიან მნიშვნელოვანი დღეა პარტნიორული ურთიერთობის კუთხით. საბედისწერო ადამიანი გამოჩნდება თქვენს ცხოვრებაში, ან წარსულიდან ვიღაცამ თავისი თავი შეგახსენოთ. იყავით ფრთხილად, რომ ერთი და იგივე მახეში მეორეჯერ არ ჩააბიჯოთ.
♑თხის რქა
დღევანდელი დღის ენერგეტიკა თქვენზე ძალიან სასიამოვნოდ მოქმედებს, დადებითი მუხტი, რომელიც კვირის მანძილზე იყო, ნარჩუნდება. დაკავდით საკუთარი თავით, განავითარეთ ის რესურსები, რომლებიც ყველაზე მეტად გჭირდებათ. საკუთარი თავი მოქმედებაში, მოძრაობაში მოიყვანეთ.
♒მერწყული
დადებითი ენერგია გრძელდება, თუმცა მშფოთვარე ენერგია. შფოთვა უნდა დაამარცხოთ, უნდა გაარკვიოთ რაზე შფოთავთ, რა განაღვლებთ, რა განერვიულებთ. გჭირდებათ დასვენება, ძალიან მალე დადგება ეს პერიოდი. შეინარჩუნეთ სიმშვიდე.
♓თევზები
დღევანდელი ენერგია საშუალებას იძლევა მოგზაურობის, გადაადგილების და შანსები ცვლილებები შეიტანონ მათ ცხოვრებაში. თუ ამ ყველაფერს მიიღებთ დადებითად, გრძნობთ შინაგან მზაობას, შეგიძლიათ იმოქმედოთ! დაუჯერეთ თქვენს სიზმრებს, ინტუიციას, განცდებს.
აგრეთვე დაგაინტერესებთ:
🎥 კვება დიაბეტის დროს - რომელი პროდუქტების მიღება არ არის სასურველი ერთდროულად
⭕ქრისტინე იმედაძე და ნინი ბადურაშვილი ერთად გამოჩნდნენ - „უსაყვარლესები ხართ“