Digest Logo

„შეგიძლიათ ფურცელზე დაწეროთ, როგორი ცხოვრების შექმნა გსურთ“ - თაკო მელიქიშვილი 26 აგვისტოს ენერგიებზე

1787725268
თაკო მელიქიშვილი

26 აგვისტო | ფარული ინფორმაციის დღე

დღის ენერგიებია 8 • 8 • 7. ეს საკმაოდ საბედისწერო და არაპროგნოზირებადი დღეა. ორ დღეში, 28 აგვისტოს, სავსე მთვარე და მთვარის დაბნელება გველოდება, ამიტომ დღეს ემოციები განსაკუთრებით მძაფრი შეიძლება იყოს.

შესაძლოა ისეთი ინფორმაცია გაიგოთ, რომლის მოსასმენადაც სრულიად მზად არ ხართ. ეს შეიძლება უკავშირდებოდეს პარტნიორს, საყვარელ ადამიანს ან მას, ვისთან ერთადაც დიდი ხანია მნიშვნელოვან საკითხს აგვარებთ. შესაძლოა, თქვენგან რაღაცას მალავდნენ და სიმართლის გამჟღავნებამ წონასწორობა ძლიერ დაგაკარგვინოთ.

დღეს მთავარია, ემოციებს არ აჰყვეთ და ნაჩქარევად არ იმოქმედოთ. ნუ გაარკვევთ ურთიერთობებს გაბრაზებულ მდგომარეობაში, ნუ აუწევთ ხმას და მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს ნუ მიიღებთ. ის, რაც დღეს სამყაროს დასასრულად გეჩვენებათ, ხვალ შესაძლოა სრულიად სხვაგვარად აღიქვათ.

სამუშაოში აქტიური დღე გელოდებათ, თუმცა ყველაფრის საკუთარ თავზე აღებას ნუ ეცდებით. გადაანაწილეთ საქმეები, მოილაპარაკეთ, იმუშავეთ გუნდურად და ნუ შეეცდებით ყველაფრის სრულად გაკონტროლებას.

დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია პარტნიორობა და გულწრფელი კომუნიკაცია. ნუ დაიკავებთ პოზიციას:

„ყველაფერს თავად მოვაგვარებ“. ისაუბრეთ, მოუსმინეთ ერთმანეთს და გამოსავალი ერთად მოძებნეთ.

დღეს განსაკუთრებით ეფექტურია ცეცხლთან და წყალთან დაკავშირებული პრაქტიკები. აანთეთ სანთელი, მიიღეთ შხაპი ან წადით საცურაოდ. ასევე შეგიძლიათ ფურცელზე საკუთარი ხელით დაწეროთ, როგორი ცხოვრების შექმნა გსურთ ბედნიერი, წარმატებული, სიყვარულითა და სიუხვით სავსე.

აუცილებლად შეცვალეთ ჩვეული გარემო. გაისეირნეთ ახალი მარშრუტით, ესტუმრეთ უცნობ ადგილს და ცოტა ხნით მაინც გამოდით ჩვეული სცენარიდან.

დღეს გაუფრთხილდით საკუთარ ემოციებს და ნუ მისცემთ სხვების ქმედებებს თქვენი შინაგანი მდგომარეობის მართვის უფლებას. იყავით ბედნიერები, საყვარლები და სიუხვით სავსენი!

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕„ხომ ამბობენ, წლები გვემატებაო? ტყუილია - უბრალოდ, ჩემი შარმი, გემოვნება და ბრწყინვალება ახალ, უფრო მაღალ სტანდარტზე გადადის“ - კოკი ფერაზი-ფანგანი იუბილარია

⭕„წვიმა, ელჭექი და ქარის გაძლიერება“ - გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

⭕„ხელსაყრელია პაემანი, შეხვედრები მოგზაურობა და განქორწინება...“ - ფენშუის სპეციალისტი 26 აგვისტოს ენერგიებზე