როგორი იქნება 10 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის - ამის შესახებ ეზოტერიკოსი ანზორ ოდიშარია გადაცემა „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში საუბრობს.
♈ვერძი
თუ გინდათ ახალი რამის სწავლა, ან თქვენი სურვილები უფრო შორს მიდის, იჩქარეთ, დღეს ყველაფერი შეგიძლიათ. ფორტუნა თქვენს მხარეს არის.
♉კურო
შეიძლება დღეს მიიღოთ შედეგები, რომლებიც ძველი მოქმედებიდან მოდის. გაზარდეთ პოზიტივი თქვენ ცხოვრებაში.
♊ტყუპები
დღევანდელი დღე ფორტუნით არის სავსე. ვინც შორ გზაზე აპირებთ წასვლას, ეცადეთ აკონტროლოთ სიჩქარე. იყავით წინდახედული, რადგან დღევანდელი დღის რიტმი გაკარგვინებთ სიფრთხილეს.
♋კირჩხიბი
დადებითი ენერგია არის, შეგიძლიათ გააკეთოთ ისეთი რაღაცები, რაც აქამდე არ გიქნიათ. შენაძენისთვის და სიყვარულისთვის არის კარგი დღე.
♌ლომი
თუ თქვენ ჩანაფიქრში არის სწავლა-განათლება, საჩუქრის გაკეთება სხვა ადამიანისთვის, დღეს თამამად შეგიძლიათ. ასევე კარგია დაგეგმოთ მოგზაურობა.
♍ქალწული
დღევანდელი დღე პოზიტიურია, თუ რამის მოთხოვნა გინდათ, უარი არ თქვათ. შეგიძლიათ, სამყაროს მოსთხოვოთ ის, რისი სურვილიც გაქვთ, სამყაროში დღეს უფრო მკაფიოდ ისმის თქვენი ხმა.
♍ქალწული
დღევანდელი დღე პოზიტიურია, თქვენ ცხოვრებაში ახალი ურთიერთობები შემოდის, დგამთ ახალ ნაბიჯებს წინსვლისკენ.
♏მორიელი
დღევანდელი დღე პოზიტიურია თქვენთვისაც, მაგრამ ერიდეთ ენერგოვამპირებს და ადამიანებს, ვისაც თქვენთვის ცუდი უნდა.
♐მშვილდოსანი
კარგია დღეა თქვენთვის, რადგან ენერგია მზარდია. მატულობს თავდაჯერებულობა და შეგიძლიათ, მიაღწიოთ ყველაფერს, რისი სურვილიც გაქვთ.
♑თხის რქა
დღე არის პოზიტიური, მაგრამ შეიძლება იგრძნოთ დაღლილობა და უენერგიობა, მოუმატეთ ლოცვას და მედიტაციას.
♒მერწყული
პოზიტივები მოდის სამეგობროდან და ოჯახიდან, რაც გეხმარებათ იგრძნოთ თავი მნიშვნელოვან ადამიანად.
♓თევზები
თქვენთვის ეს დღე მნიშვნელოვანია, რადგან თავისუფლდებით დიდი ვალდებულებისგან, შეიძლება მოიშოროთ ისეთი პრობლემა, რომელიც დიდი ხანი გაწუხებდათ, ან გაიგოთ ისეთი ამბავი, რომელიც დაგეხმარებათ, სწორად დაგეგმოთ მომავალი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕🎥 ნუცა ბუზალაძის ცეცხლოვანი გამოსვლა „ევროვიზიის“ სცენაზე - შთამბეჭდავი კადრები
⭕🎥 „მაქვს ერთი ნაკლი, ვერ ვნერვიულობ...ამის გამო ფსიქიატრთანაც ვარ ნამყოფი“- რას ჰყვება გია ჯაჯანიძე