ტელეწამყვანი გია ჯაჯანიძე გადაცემა „დღის პოსტის“ სტუმარი იყო, სადაც ბავშვობაზე ისაუბრა და რამდენიმე ისტორიაც გაიხსენა.
როგორც გია ჯაჯანიძე აღნიშნავს, იგი ჩაფიქრებული და თავისებური ბავშვი იყო.
„ხომ აქვთ ადამიანებს ნაკლი, ზოგი დაბალია, ზოგი მაღალი. მეც მაქვს ერთი ნაკლი, ვერ ვნერვიულობ. ფსიქიატრთანაც ვარ ნამყოფი. უბრალოდ ასეთი დავიბადე. არიან ადამიანები, რომლებიც უმიზეზოდ ცუდ ხასიათზე არიან, მე უმიზეზოდ ვარ კარგ ხასიათზე.
გაშტერებული ბავშვი ვიყავი, არ ვიყავი ცელქი, ჩაფიქრებული ვიყავი, სულ ეგონათ რაღაცაზე ვდარდობდი. ზოგადად მარტოობა მიყვარს.
რუსთაველზე „მერიოტის“ გახსნაზე “ღაზლის” წინდებით და კალოშებით მივედი, ყველა მე მიღებდა ფოტოებს“,- აღნიშნავს გია ჯაჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „ამ შენი ხელით შექმნილ სამოთხეში 100 წელი გენარნაროს“ - როგორ მიულოცეს გია დავითიანს დაბადების დღე