Digest Logo

🎥 „შეგიძლიათ შეიცვალოთ  ვარცხნილობა, შეიჭრათ თმა, ვიზუალში შეიტანოთ სიახლე“ - 18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ზოდიაქოს 12 ნიშნისთვის

1721282859
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია. შესაძლოა ძველმა პრობლემებმა იჩინოს თავი, რომელთა მოგვარება, გადაჭრა ახალ შესაძლებლობებს გაგიხსნით. თუ ივლისში გსურდათ ცვლილებები, ეს დღე ამისთვის იდეალურია. 

შეგიძლიათ შეიცვალოთ  ვარცხნილობა, შეიჭრათ თმა, ვიზუალში შეიტანოთ სიახლე“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.

ვერძი - თქვენთვის დღე საკმაოდ წარმატებული იქნება, რადგან ყველაფერი მარტივად გამოგივათ. ნებისმიერი საქმე, რომელსაც ხელს მოჰკიდებთ წარმატებული იქნება და მარტივად გაართმევთ თავს. გარდა ამისა, მოახერხებთ გამოასწოროთ, მოაგვაროთ ფინანსური საკითხები და გაიუმჯობესოთ ფინანსური მდგომარეობა.

კურო - გჭირდებათ მეტი დაკვირვებულობა, აკურატულობა და სიფრთხილე, იმისთვის, რომ რამე არ გამოგეპაროთ ან არ გამოგრჩეთ. მნიშვნელოვანი საქმეები გადადეთ და დღეს არ გააკეთოთ. შედარებით მშვიდი, წყნარი გარემო შეიქმენით და აირიდეთ უსიამოვნება. 

ტყუპები - საინტერესო დღე გექნებათ, იქნებით რაციონალურები და ყველაფერს რეალური თვალით შეხედავთ. აღმოაჩენთ ინტრიგებს, რომელიც თქვენს წინააღმდეგ მოქმედებს, იპოვით ფარულ მტრებს. იყავით დაკვირვებულები და ყველაფერი შეიცვლება.

კირჩხიბი - იდეალური დღეა სწავლისთვის, ინტელექტუალური სამუშაოსთვის, დღის პირველ ნახევარში შეგიძლიათ დაგეგმოთ შეხვედრები, საქმეები, რომელიც გასაკეთებელი გაქვთ. დღის მეორე ნახევარი კი დაუთმეთ ოჯახის წევრებს. 

ლომი - ეს დღე განსხვავებული და საინტერესო იქნება. კარგია ნებისმიერი საქმის მოგვარება. თქვენი ფიქრები, გეგმები, გარემო, რომელშიც იმყოფებით, მოიყვანეთ წესრიგში. ეს დაგეხმარებათ ახალი ქმედებების დაწყებისთვის. თუ ვინმესთვის პირობა გაქვთ მიცემული, შეასრულეთ. 

ქალწული - თქვენი სერიოზულობა და რაციონალურობა დაგეხმარებათ სწორად განსაზღვროთ გეგმები, რომელიც გაქვთ. კარგი იქნება თუ ამ დღეს მაქსიმალურად კარგად გამოიყენებთ მომავლის განსასაზღვრად. 

სასწორი - განსაკუთრებით მარტივი იქნება ნებისმიერი სახის ურთიერთობები, ახალი ადამიანების გაცნობა. გამოიყენეთ თქვენი შარმი, მიმზიდველობა იმისთვის, რომ  დაალაგოთ ურთიერთობები. მოიკითხეთ ძველი ნაცნობები და დღე დაუთმეთ ადამიანებთან ურთიერთობას. 

მორიელი - გარკვეული სირთულეები გექნებათ, მაგრამ ენდეთ ინტუიციას, ის დროული და ზუსტი იქნება. გიკარნახებთ როგორ მოიქცეთ და როგორი ნაბიჯები გადადგათ. შეგიძლიათ შინაგან ხმას ენდოთ იმისთვის, რომ სწორი ნაბიჯები გადადგათ. 

მშვილდოსანი - დღის დასაწყისი შეიძლება ცოტა რთული იყოს, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში თუ ბევრ ადამიანთან კონტაქტი გიწევთ. შესაძლოა ეს დამღლელი იყოს, რაც კომფორტის ზონიდან გამოგიყვანთ. დღის მეორე ნახევარში ეს სიტუაცია შეიცვლება და სასიამოვნო გარემოში აღმოჩნდებით.

თხის რქა - მეტი პოზიტივი გჭირდებათ, ხანდახან თქვენი თავის გახარებაც უნდა იცოდეთ. ეცადეთ, ეს დღე თქვენი სიამოვნებისთვის, სურვილებისთვის გამოიყენოთ. 

მერწყული - მეტი შრომა დაგჭირდებათ იმისთვის, რომ დასახულ მიზანს მიაღწიოთ. შესაძლოა გარკვეული გაუგებრობა გქონდეთ, ან აღმოჩნდეთ ისეთ სიტუაციაში ვერ მიხვდეთ როგორ მოიქცეთ და რა არის სწორი. 

თევზები - შეგიძლიათ იმოქმედოთ, რადგან თქვენი შემართება დღეს განსხვავებული იქნება. არ გადადოთ დაწყებული საქმეები და დაასრულეთ ყველაფერი. თუ დახმარება გჭირდებათ მიმართეთ მეგობრებს, ისინი მზად იქნებიან თქვენს გვერდით იდგნენ.

ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 ჟოზეს სიმღერაზე აცეკვებული ნანუკა გულუა - მსახიობი ოჯახთან ერთად სურამში ისვენებს

🎥 „ეს გოგო თავის ძმას რატო ეკვეხება?!“ - რას პასუხობს ნინიკო მამარდაშვილი კრიტიკოსებს

⭕„5 წლის ასაკში ლიონიდან გაუშვეს, პატარა ხარ და ვერ ითამაშებ ფეხბურთსო....ახლა კი 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა“ - გიორგი მიქაუტაძეზე სასიხარულო ინფორმაცია ვრცელდება