ეროვნული ნაკრების ვარსკვლავმა გიორგი მიქაუტაძემ წარმატებით გაიარა სამედიცინო შემოწმება და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა საფრანგეთის საფეხბურთო კლუბ „ლიონთან“.
აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში სპორტული გვერდი Geo Team აქვეყნებს.
ამასთან გვერდი, ფეხბურთელის ბავშვობის ოცნებაზე წერს:
„დაიბადა ლიონში და ამ ქალაქის კლუბის სიყვარულით გაიზარდა. არასდროს სურდა სხვა კლუბში თამაში იმაზე მეტად, ვიდრე ლიონში…
15 წლის ასაკში ლიონიდან გაუშვეს, პატარა ხარ და ვერ ითამაშებ ფეხბურთსო, იტირა, ფეხბურთზე თავის დანებებაც უნდოდა. ბევრი იშრომა, ბევრი გაიტანა, ბომბარდირობაც შეიყვარა და ბრუნდება მის საოცნებო კლუბში…
ოცნებები ხდება გიო“,- წერს Geo Team.
ასევე დაგაინტერესებთ: