27 სექტემბერი ფინანსური იღბლისა და ძლიერი რეალიზაციის დღეა!
ჩემო ძვირფასებო, დღეს ცხრიანების დღეა დრო, როდესაც შეგიძლიათ სურვილები რეალობად აქციოთ და სასურველი შედეგი მიიღოთ! დღის ენერგიებია 9 • 1 • 1, ამიტომ ზუსტად გეცოდინებათ, რა გსურთ, პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე აიღებთ და სხვებსაც წინ გაუძღვებით.
თუმცა გუშინდელი სავსემთვარეობის შემდეგ ემოციები შესაძლოა ჯერ კიდევ მოჭარბებული იყოს. 27 რიცხვის ენერგიამ შეიძლება გააძლიეროს შფოთვა, ეჭვიანობა და გაღიზიანება. ამიტომ დღეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, თავი ზედმეტი ფიქრებით არ დაიტვირთოთ და ყველაფერზე მყისიერად არ რეაგირებდეთ.
შფოთვას რომ არ აჰყვეთ, აუცილებლად იმოძრავეთ! გაიარეთ ახალი გზებით, ისეირნეთ უცნობ ადგილას, იარეთ ველოსიპედით ან სხვა ტრანსპორტით მთავარია, მარშრუტი თქვენთვის ახალი იყოს.
დღეს იდეალური დროა სასწავლო კურსის შესაძენად, კითხვისთვის, ძველ სწავლებასთან დასაბრუნებლად და დაწყებული საქმის ბოლომდე მისაყვანად. ერთიანის ენერგია გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღებასა და მოქმედებაში დაგეხმარებათ, ხოლო რეალიზაციის ერთიანი ძლიერ შედეგს მოგიტანთ.
აუცილებლად გამოეწყვეთ! დღეს კომფორტის ზონაში დამალვა არ შეიძლება. თქვენი გარეგნობა, განწყობა და თავდაჯერებულობა პირდაპირ განსაზღვრავს, რამდენად წარმატებული იქნება ეს დღე.
არ დაგავიწყდეთ ფინანსური ცხრიანი! არააქტიურ ხელზე მწვანე ან წითელი ფერით დაიხატეთ ციფრი 9 და ფინანსური სიუხვის ენერგიაზე განეწყვეთ.
დღეს იღბლის, წარმატებისა და სურვილების ასრულების დღეა მაგრამ მხოლოდ მაშინ, თუ დადებით ენერგიაში დარჩებით: იმოძრავებთ, ისწავლით, გამოეწყობით, სიმშვიდეს შეინარჩუნებთ და რეალურად იმოქმედებთ.
გისურვებთ სიმდიდრეს, სიუხვესა და უსაზღვრო ბედნიერებას!
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 მარიამ შენგელიას შესრულებული ცეკვა „ქართული“ - კადრები მომღერლის ქორწილიდან
⭕27 სექტემბრის გზავნილი - „ყველაფერი საბოლოოდ ნათელი გახდება“
⭕როგორი ამინდია მოსალოდნელი 27 სექტემბერს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით