Digest Logo

🎥 „შეიძლება გაიცნოთ, ადამიანი, ვისთანაც რომანტიკულად გააგრძელებთ ცხოვრებას“ - 22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1740119273
 ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა ვენერაა და კარგია ეს დღე იმისთვის, რომ დაასრულოთ ყველა საქმე და სისრულეში მოიყვანოთ“, - ამის შესახებ ასტროლოგმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა და საზოგადოებას რეკომენდაციები გაუზიარა. 

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 21 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇

ვერძი - კარგია ეს დღე კარიერული ნაბიჯების გადადგმისთვის, შეიძლება უთანხმოება გქონდეთ ურთიერთობებში და უმჯობესია მეტად წახვიდეთ დათმობებზე. 

კურო - ახალი შესაძლებლობის დღე, შეიძლება შეიცვალოთ სამსახური. კარგი იქნება დაასრულოთ ძველი საქმეები. 

ტყუპები - შესაძლოა შემოქმედებითი უნარი გამომჟღავნდეს, კარგი იქნება ახალი საქმეების დაწყება.

კირჩხიბი  - წარმატებული დღე იქნება თუ პატარა დეტალებზე არ გაბრაზდებით. 

ლომი - საინტერესოა დღეა, როგორც საქმიანი, ასევე პირადი ურთიერთობის კუთხით. შეიძლება მალე განხორციელდეს თქვენი სურვილები. შეიძლება თქვენი ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, ან გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც რომანტიულად გააგრძელებთ ცხოვრებას.

ქალწული - ეს დღე კარგია დასაგეგმად, კარგი იქნება გაწეროთ ხარჯები, და როგორ გსურთ განვითარდეთ. 

სასწორი - მნიშნველოვანი დღეა, შეიძლება თქვენი დახმარება სხვებს დასჭირდეთ, ეცადეთ სხვებსაც დაეხმაროთ, მაგრამ ნუ დაივიწყებთ საკუთარ თავს.

მორიელი - უმჯობესია განმარტოვდეთ და თავიდან აირიდოთ ზედმეტი პასუხისმგებლობა, კარგია საკუთარ თავს დაუთმოთ მეტი დრო და დაასრულოთ ძველი საქმეები. 

მშვილდოსანი - პოზტიური დღე გაქვთ, შეიძლება გაიცნოთ ადამიანი, ვისთანაც შემდეგ საქმიანი გადაკვეთა გექნებათ. იყავით პოზიტიურები.

თხის რქა - აქტიური დღეა, მოგიწევთ ძველი საქმეების დასრულება და ახალი საქმეების დაწყებაც.

მერწყული - პოზტიური დღე იქნება თუ არ შეშინდებით და იმოქმედებთ, მალე მიხვდებით რომ ყველაფერი თქვენ სასიკეთოდ ხდება.

თევზები - არ არის კარგი მნიშვნელოვანი ნაბიჯების გადადგმა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, რათა არ დაუშვათ შეცდომები, არ გარისკოთ და სიფრთხილე გამოიჩინეთ ფინასებთან.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

🎥 „ამ ბიჭმა ტელესივრცე ამოაყირავა...“- როლანდ ოქროპირიძის წაკითხული ლექსი და ატირებული სტუმრები

⭕-18 გრადუსი - სინოპტიკოსები 21 თებერვალს მთელი ქვეყნის მასშტაბით თოვლიან ამინდს პროგნოზირებენ

⭕წყალი შეწყდება - გადაამოწმეთ თქვენი მისამართი