Digest Logo

„შეიძლება იგრძნო იმედგაცრუება — ჩაშლილი შეთანხმებები, გაუჩინარებული მხარდაჭერა“ - 2026 წლის ჰოროსკოპი მაიმუნის წელში დაბადებულებისთვის

1766841822
მაიმუნის წელი

2026 წელი, რაც ჩინური კალენდრით წითელი „ცეცხლის“ ცხენის მმართველობის ქვეშ იქნება, მაიმუნის წელს დაბადებული ადამიანებისთვის შინაგანი სიმწიფის, სიმშვიდისა და ღირებულებებზე დაბრუნების პერიოდად არის დასახელებული.

სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი Astrologia.ge-ზე გავრცელებულ პროგნოზში აღნიშნულია, რომ ეს წელი არ უკავშირდება ხმაურიან გამარჯვებებს, არამედ თვითშემეცნებას, ემოციურ გათავისუფლებასა და ცხოვრების მიმართულების გააზრებულ არჩევანს.

„2026 წლის ჩინური ჰოროსკოპი მაიმუნისთვის.

„იყავი ღია შესაძლებლობებისთვის — ისწავლე სწორად ხარჯვა“.

ძვირფასო მაიმუნო, 2026 წელი შენთვის ჰგავს კალეიდოსკოპს — ყოველი შემობრუნება ახალ ფერს აჩენს. მოულოდნელი შეხვედრები, უცნაური შეთავაზებები, სწრაფი გადაწყვეტილებები… მაგრამ აქ არის მთავარი ჯადოსნური გამოცანა:

როგორ შეინარჩუნო შენი ცელქი სული და ამავე დროს არ შეეჯახო ცეცხლის ცხენის მკაცრ რიტმს?
ეს წელი არ გთხოვს შეცვლას.

ის გთხოვს დახვეწას.

ზოგადი ენერგია: რას გასწავლის 2026 წელი

ცეცხლის ცხენის წელი შენგან ითხოვს:

• ნაკლებ ქაოსს;
• მეტ სტრატეგიას;
• თავისუფლების პასუხისმგებლობით გამოყენებას.

წელს წარმატება ტქვენთვის მოდის სწორ დროს სწორ ადგილზე ყოფნით. თქვენგან საჭიროა მცირედი დაკვირვება და რომ არ გამოგრჩეთ სწორი მიმართულება.

მთავარი გასაღებები:

• იყავი ღია ახალ შესაძლებლობებისთვის;
• არ გაამჟღავნო ყველა გეგმა;
• იმპულსური ხარჯვა — მთავარი საფრთხეა;
• ჰობი = შემოსავლის წყარო.

გაზაფხულსა და ზაფხულის შუაში შეიძლება იგრძნო იმედგაცრუება — ჩაშლილი შეთანხმებები, გაუჩინარებული მხარდაჭერა.

ეს არა მარცხი, არამედ დროებითი პაუზაა.
ნამდვილი დალაგება შემოდგომაზე დაიწყება.

მაიმუნები ელემენტების მიხედვით

ხის მაიმუნი (1944, 2004)

შენ ხარ წლის კომუნიკატორი.
დიპლომატია, კავშირები და საუბრები შენს სასარგებლოდ მუშაობს.
პირად ცხოვრებაში — მოუსმინე უფროსი, ბრძენი ადამიანის რჩევას.

ცეცხლის მაიმუნი (1956)

კარიერა ანთებულია  
ლიდერობა, ინიციატივა, აღიარება — ყველაფერი შენს მხარესაა.
სიყვარულში კი: ვნება + კამათი + შერიგება — ემოციებს მართვა სჭირდება.

დედამიწის მაიმუნი (1968)

მოთმინების წელი.
შეზღუდვები დროებითია, მაგრამ გაძლიერება — მუდმივი.
რაც ახლა რთულია, მომავალში შენი საყრდენი გახდება.

ლითონის მაიმუნი (1980)

შენ საჭეს მტკიცედ იჭერ.
პროფესიული აღიარება და ნდობის გაღრმავება ურთიერთობებში.
ნაკლები დრამა — მეტი სიღრმე.

წყლის მაიმუნი (1992)

სერიოზული არჩევანი, მაგრამ დიდი სიბრძნე.
ყველა სირთულე საბოლოოდ შენს სასარგებლოდ შემოტრიალდება.

მაიმუნი — კაცი

წელი იწყება რომანტიკული სიურპრიზით  

თავდაჯერებულობა იზრდება, მაგრამ:

• ნუ ჩაებმები წარმავალ კავშირებში;
• გაზაფხულზე საჭიროა ახლობლების მხარდაჭერა;
• მაისში — დაისვენე, თორემ გადაღლა გადაგწვავს.

ზაფხული მოგიტანს ახალ კონტაქტებს,
ივლისის ბოლოს — კონკურენციას,
სექტემბერში კი ყველაფერი დალაგდება შენს სასარგებლოდ.

მაიმუნი — ქალი

ეს წელი შინაგანი წმენდის დროა.
ვინც გართმევს ენერგიას — უნდა წავიდეს.
ვინც თრგუნავს შენს ინდივიდუალობას — უნდა გაუშვა.

ენდეთ ინტუიციას:

• ცვლილებები
• გადასვლა
• ახალი სტილი
• ახალი ცხოვრება

მაისში ფრთხილად — მანიპულატორების დროა.

ივნისი — შენი ძალის პიკია.

ზაფხულის ბოლოს — ჰარმონია პირად ურთიერთობაში.

სიყვარული 2026-ში

მამაკაც მაიმუნებს ყურადღება არ მოაკლდებათ,
ქალ მაიმუნებს — დაფიქრების დრო დაუდგებათ.

„ღირს ეს ურთიერთობა ?“

და თუ, პასუხი „არაა“ — ეს გათავისუფლებაა, არა დანაკარგი.

საუკეთესო პერიოდი სიყვარულისთვის — სექტემბერი.
ურთიერთობაში მყოფთათვის — გუნდური მუშაობა და გაძლიერება.
  ფინანსები: მთავარი გაკვეთილი.
2026 წელის თქვენთვის ფულად ჯადოსნობას ეწოდება.

დისციპლინა!

ზაფხულში ცდუნება დიდია — ტანსაცმელი, მოგზაურობა, ფუფუნება.
თუ ყველაფერს დახარჯავ — შემოდგომაზე გაგიჭირდება.

რჩევა:

• გაზაფხულზე ეცადე დაგროვებას (გახსენი ანაბარი)
• წლის საფრთხე - იმპულსური ხარჯვა. დაფიქრდი რა გჭირდება რეალურად.
• წლის ბოლოს მოსალოდნელია ბონუსი ან ხელფასის ზრდა.

კარიერა

მაისი–ივნისი — კარი იღება მხოლოდ წამით  
ან შედიხარ სწრაფად, ან გზა იკეტება.

არჩევანი:

• ნუ ეცდები სწრაფად გამდიდრებას 
• წელს გრძელვადიანი გეგმა და სწორად ფიქრი მოგიტანს წარმატებას 

შესაძლოა მოულოდნელი მოკავშირე გამოჩნდეს 
ოქტომბერში ერთობლივი პროექტი დაიწყოს
და დეკემბერში პირველი შედეგი მოიტანოს.

ჯანმრთელობა

სხეული წელს ხმამაღლა გელაპარაკება.

განსაკუთრებული ყურადღება:

• კუჭ-ნაწლავი
• სტრესი
• ალკოჰოლი (უმჯობესია მინიმუმამდე)

გაციებას ნუ გაატარებ „ფეხზე“.
დასვენება = ახალ ინვესტიციას“, - წერია გავრცელებულ ინფორაციაში.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 „ალბათ არც ერთ ჩვენგანს არ ეძინა დღეს ღამე...“ - მაკა რაზმაძე რუსუდან ჩხაიძეს ემშვიდობება

⭕„შენ ხარ ღვთის ხელი — ქმნი, აფერადებ, ანათებ...“ - 2026 წლის ჰოროსკოპი ცხენის წელში დაბადებულებისთვის

⭕„მერყეობის გამო შესაძლოა გარშემო მყოფებმა გაგრიყონ...“ - 2026 წლის ასტროლოგიური პროგნოზი გიორგი ლობჯანიძისგან