Digest Logo

„შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს საკითხები მომავალში მნიშვნელოვანი გახდება, მაგრამ...“ - რას წერს ხათუნა ნოელი

1782035960
მერკური კირჩხიბში

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

იგი ამჯერად მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც პლანეტა მერკურის რეტროგრადულობაზე საუბრობს:

„2026 წლის ზაფხული მერკურის თემატიკით იქნება გაჯერებული. ბევრმა იცის, რომ მერკური 29 ივნისს იწყებს რეტროგრადულ მოძრაობას, მაგრამ რეალურად პროცესის გავლენა გაცილებით ადრე იწყება.

13 ივნისს მერკურმა კირჩხიბის 17°-ს მიაღწია და შევიდა ე.წ. რეტროგრადულობის მარყუჟში. ეს არის ზოდიაქოს ის მონაკვეთი, რომელსაც პლანეტა სამჯერ გადის. პირველად პირდაპირი მოძრაობით, შემდეგ უკუსვლით და ბოლოს ისევ პირდაპირი მოძრაობით.

მერკური მხოლოდ კომუნიკაციის პლანეტა არ არის. ის უკავშირდება აზროვნებას, ინფორმაციის მიღებასა და გადაცემას, გადაწყვეტილებების მიღებას, დოკუმენტებს, სწავლას, გადაადგილებას, მოლაპარაკებებსა და ყოველდღიურ კონტაქტებს:

13 ივნისი — მარყუჟში შესვლა (17° კირჩხიბი);

29 ივნისი — რეტროგრადულობის დაწყება (27° კირჩხიბი);

23 ივლისი — რეტროგრადულობის დასრულება (17° კირჩხიბი);

7 აგვისტო — მარყუჟიდან საბოლოოდ გამოსვლა (27° კირჩხიბი).

ცხადია, ყველაზე მეტად რეტრო მერკურის პატრონებს ექნებათ აქტიურობის პერიოდი, მაგრამ მიაქციათ ამ გრადუსებს ყურადღება, თუ მანდ რაიმე პლანეტა გყავთ, ეს ტრანზიტი თქვენთვისაც ძალზე მნიშვნელოვანი იქნება,
როდესაც მერკური მარყუჟში შედის, გარკვეული თემები იწყებენ გააქტიურებას.

შეიძლება ჯერ კიდევ ვერ ვხვდებოდეთ, რომ ეს საკითხები მომავალში მნიშვნელოვანი გახდება, მაგრამ მოვლენები უკვე იწყებს ფორმირებას. ხშირად სწორედ მარყუჟში შესვლის პერიოდში ჩნდება ინფორმაცია, რომლის მნიშვნელობას მოგვიანებით გავიაზრებთ. იდეა, რომელსაც გადახედვა დასჭირდება, ხელშეკრულება ან შეთანხმება, რომლის პირობებიც შეიცვლება. ოჯახური ან ემოციური თემა, რომელიც კვლავ დღის წესრიგში დაბრუნდება.

კირჩხიბი დაკავშირებულია ფესვებთან, ოჯახთან, წინაპრებთან, ბავშვობასთან, შინაგან უსაფრთხოებასთან და ემოციურ მეხსიერებასთან. ამიტომ მერკურის რეტროგრადულობა ამ პერიოდში ნაკლებად შეეხება მხოლოდ ტექნიკურ პრობლემებს და უფრო მეტად იმუშავებს ფსიქოლოგიურ და ემოციურ დონეზე.

უფრო შესაძლოა, რომ ძველი წყენა კვლავ გახდეს განხილვის საგანი; ოჯახის წევრებთან დაგროვილ საკითხებს დავუბრუნდეთ; წარსულიდან ადამიანები კვლავ გამოჩნდნენ; ბავშვობის მოგონებებმა განსაკუთრებული მნიშვნელობა შეიძინოს, ან შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ოჯახური ისტორიის მიმართ.

კირჩხიბში მყოფი მერკური ფაქტებს მხოლოდ ლოგიკით არ აღიქვამს. ის მათ ემოციების ფილტრში ატარებს. ამიტომ ამ პერიოდში ადამიანები უფრო ხშირად იხელმძღვანელებენ მოგონებებით, განცდებითა და სუბიექტური შთაბეჭდილებებით.

ასტროლოგები ხშირად მხოლოდ რეტროგრადულობის ოფიციალურ დაწყებას აქცევენ ყურადღებას, თუმცა პრაქტიკა აჩვენებს, რომ მოვლენების ჯაჭვი ხშირად სწორედ მარყუჟში შესვლის მომენტიდან იწყება.

თუ თქვენს ცხოვრებაში 13 ივნისიდან 29 ივნისამდე მიიღეთ მნიშვნელოვანი ინფორმაცია, დაიწყეთ მოლაპარაკება. გაიცანით ვინმე, შეიტანეთ განაცხადი, მოაწერეთ ხელი დოკუმენტს ან წამოიწყეთ ოჯახური განხილვა, მაღალია ალბათობა, რომ ამ თემას 29 ივნისიდან 23 ივლისამდე კიდევ ერთხელ დაუბრუნდეთ.

გავრცელებულია მოსაზრება, რომ რეტროგრადული მერკური მხოლოდ შეფერხებებსა და გაუგებრობებს იწვევს.

სინამდვილეში მისი მთავარი ამოცანა სხვაა.

მერკური გვაიძულებს შევანელოთ ტემპი და დავფიქრდეთ სწორად გავიგეთ თუ არა მიღებული ინფორმაცია;

ხომ არ გამოვტოვეთ მნიშვნელოვანი დეტალი;

ნამდვილად ეს არის ჩვენი აზრი თუ მხოლოდ ძველი ჩვევის გამეორება;

ამ შემთხვევაში კი დაემატება - თუ რას ვგრძნობთ სინამდვილეში იმ საკითხის მიმართ, რომელსაც ვიხილავთ.

23 ივლისს მერკური კვლავ პირდაპირ მოძრაობაზე გადავა, მაგრამ პროცესი ამით არ დასრულდება. მან კიდევ ერთხელ უნდა გაიაროს 17°-დან 27°-მდე მონაკვეთი. სწორედ ამ პერიოდში ხდება საბოლოო დაზუსტება, შესწორება და შედეგების მიღება.

გადაწყვეტილებები, რომლებიც რეტროგრადულობისას გადაიდო, სწორედ ივლისის ბოლოსა და აგვისტოს პირველ კვირაში იღებს საბოლოო სახეს.

და რაც მთავარია - მერკურის ეს ტრანზიტი კირჩხიბში და მისი ფაზების ცვლა შეგვახსენებს, რომ ზოგჯერ მომავლისკენ სვლისთვის აუცილებელია ჯერ საკუთარი ფესვების, მოგონებებისა და შინაგანი ისტორიის გაცნობიერება“, - წერს ხათუნა ნოელი.

ასევე დაგაინტერესებთ:

„ეს არის დროებითი ზავის, ემოციების ჩახშობისა და თავდაცვის პოზიციის დაკავების დღე“ - 21 ივნისის ტაროლოგიური პროგნოზი

„ცნობიერების გაფართოების მომენტი, როცა ადამიანი საკუთარ ცხოვრებისეულ მისიას უფრო ღრმად ხედავს“ - გიორგი ლობჯანიძე მზებუდობაზე

„უსაყვარლესი წყვილი, სიგიჟემდე უხდებით ერთმანეთს“ - ელენე ეპიტაშვილი ქმართან ერთად პოზირებს