ჩაინიშნეთ მნიშვნელოვანი დღეები, რათა გაითვალისწინოთ და თქვენი ცხოვრება უკეთესი გახადოთ:
პირველ ნოემბერს ვენერა ჰარმონიულ ასპექტშია მთვარის აღმავალ კვანძთან - უნდა დაფიქრდეთ თქვენს პირად ცხოვრებაზე, პარტნიორობაზე, მეგობრობაზე, ვინ უნდა იყოს თქვენ გვერდით, რა უნდა შეიცვალოთ სილამაზის, ფინანსების მხრივ.
სანამ ვენერა რეტროგრადულია, შეიძლება გამოჩნდეს ყოფილი, მიუბრუნდეთ ძველ იმიჯს, დაიბრუნოთ ფული პარტნიორული საქმიანობიდან.
საინტერესო ისაა, რომ ასეთი ასპექტი 24 ნოემბერსაც განმეორდება და აბა, დააკვირდით რა მოხდება. ამ დროისთვის ვენერა უკვე დირექტიულ სვლაში იქნება.
ოთხ ნოემბერს მზისა და მერკურის შეერთება გველოდება - პარტნიორთან შეთანხმებულად დააბანდეთ ფული. დაკვირვებით გადაიხადეთ დავალიანება, ჯარიმა ან სესხი. მოაგვარეთ ფინანსური საკითხები. შეიძლება ზოგიერთი საკითხის გასარკვევად ბანკსაც კი ეწვიოთ.
9 ნოემბერს, 11:01-ზე გველოდება ახალმთვარეობა მორიელში - თქვენს პარტნიორს გაუუმჯობესდება შემოსავალი და თქვენც ისარგებლებთ, შეიძლება დააბანდოთ ფული ახალ საქმეში, წამოიწყოთ რამე ახალი და ფინანსურად მოგებიანი (თუმცა, სანამ მერკური არ გაასწორებს სვლას, საბუთებს ნუ გააფორმებთ). შეიძლება მიიღოთ მემკვიდრეობა, ალიმენტი ან ერთჯერადი ფულადი დახმარება.
11 ნოემბერს იუპიტერისა და დაღმავალი კვანძის შეერთება გველოდება ლომში - დაიწყებთ შემოქმედებითი იდეების განხორციელებას, რაც მომავალში პოპულარობას, სიამოვნებას, ფულს მოგიტანთ. ზოგიერთმა შეიძლება დაიწყოთ რომანი გავლენიან, ცნობილ ადამიანთან. ბავშვები გაგახარებენ თავიანთი წარმატებით, ან შეიძლება გაიგოთ რომ შვილი გეყოლებათ.
16 ნოემბერს მარსისა და იუპიტერის შეერთება გველოდება ლომში - ენერგიის მოზღვავებას იგრძნობთ და უნდა გააქტიურდეთ, რომ გაიუმჯობესოთ პირადი ცხოვრება, აქციოთ თქვენი ცხოვრება დღესასწაულად, დაიწყოთ ან/და გააგრძელოთ შემოქმედებითი იდეების განხორციელება.
18 ნოემბერს მზე კონფლიქტშია იუპიტერთან - გაფრთხილდით, რომ თქვენს პირად ცხოვრებას არ შეექმნას საფრთხე ფინანსური საკითხების გამო. ნუ გადაახტებით საკუთარ შესაძლებლობებს, ნუ ბრძოლობთ იქ, სადაც დანებება და დალოდება ჯობია, სანამ სიტუაცია მშვიდად მოგვარდება. მიაღწევთ შედეგს, სასურველს, მაგრამ დაძაბულობის ფასად.
19 ნოემბერს მზე კონფლიქტშია მარსთან - ისევ დაძაბული დღეა და აკონტროლეთ საკუთარი თავი, ემოციები. დაელოდეთ სიტუაციის გარკვევას, ბრძოლას ნუ დაიწყებთ ემოციებს აყოლილი.
22 ნოემბერს, 11:24-ზე მზე გადავა მშვილდოსნის ზოდიაქოში - კარგი პერიოდი დგება თქვენთვის, თქვენს ცეცხლოვან ენერგიას მეტი შესაძლებლობა მიეცემა საკუთარი თავის რეალიზებისთვის. შეიძლება დაგეგმოთ უცხოეთში გამგზავრება, რამის შესწავლა ან პედაგოგობა, გურუობა.
24 ნოემბერს სავსემთვარეობა გველოდება ტყუპის ზოდიაქოში - შედეგი უნდა მიიღოთ ან დაასრულოთ. შეიძლება შეგეცვალოთ მიმართულება, მარშრუტი. შეიძლება გაყიდოთ ავტომობილი; მიიღოთ რაღაც საბუთი. ზოგიერთმა შეიძლება შეამციროთ კომუნიკაცია მეგობართან, მეზობელთან, კლასელთან.
26 ნოემბერს მარსი გადავა ქალწულის ზოდიაქოში - ამ დღიდან მეტად უნდა იზრუნოთ ჯანმრთელობაზე, ფიზიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე. სამსახურშიც და სახლშიც გააქტიურდებით, იდეალურ წესრიგს დაამყარებთ. თუმცა, არ გადაიღალოთ, ხანდახან თქვენ საკუთარი თავის დაზოგვა არ იცით.
26 ნოემბერს სატურნისა და ლილიტის დაძაბული ასპექტი გველოდება - სატურნი ახლა თქვენს ნიშანშია და ლილიტი ურტყამს თხის რქიდან. გაფრთხილდით, რომ ჭორების, გაუგებრობების ან მაცდური შემოთავაზებების გამო საფრთხე არ შეგექმნათ სამსახურში, რეპუტაცია არ შეგელახოთ. იყავით მაქსიმალურად დაკვირვებული, გააზრებული და მხოლოდ ფაქტებს დაეყრდენით. დააკვირდით რა მოხდება ამ დღეებში და არ მიიღოთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილება.
28 ნოემბერს იუპიტერისა და ვენერას ჰარმონიული ასპექტი გველოდება - პირად ცხოვრებაში მომხდარი სიტუაცია განწყობას გაგიუმჯობესებთ. შეიძლება სწორედ ამ დღეს (პლუს/მინუს 2-3 დღე) გაიცნოთ საინტერესო ადამიანი, ვისთანაც რომანს გააბამთ ამ შეიძლება თქვენი შვილების ან შემოქმედების წყალობით მოხვდეთ საინტერესო წვეულებაზე.
29 ნოემბერს ურანი-პლუტონის ჰარმონიული ასპექტი გველოდება - საქმიანობაში მეტად უნდა გამოიყენოთ თანამედროვე ტექნოლოგიები. უნდა დაიწყოთ ონლაინ საქმიანობა, პროექტი. შეიძლება გახდეთ ახალი გუნდის წევრი, ჩაერთოთ გლობალურ საქმიანობაში.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„მნიშვნელოვანი მოვლენებისთვის შეუფერებელი დღეა...“ - 8 ნოემბრის პროგნოზი ფენშუის მიხედვით