Digest Logo

🎥 „შეიკავეთ თავი ფინანსური ოპერაციებისგან“- 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1745303494
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია და ეს დღე საკმაოდ აქტიური და ენერგიული იქნება, ნებისმიერი კეთილი საქმე აუცილებლად დაგიფასდებათ“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა, ეზოტერიკოსმა და ნუმეროლოგმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება 👇 

♈ ვერძი

ნებისმიერი თქვენი წამოწყება და ახალი საქმე წარმატებული იქნება, ყველაფერი რასაც ხელს მოკიდებთ გამოგივათ. 

♉ კურო

შეიძლება დღე არც ისე კარგად დაიწყოს და იყოს გარკვეული დაბრკოლებები, თუმცა ძალისხმევის შედეგად მოახერხებთ მის დაძლევას. ეცადეთ ეს დღე საკუთარ თავს უფრო მეტად დაუთმოთ. 

♊ ტყუპები

არ არის სასურველი საქმის შესრულება დამოუკიდებლად, უმჯობესია ჩაერთოთ გუნდურ სამუშაოებში. ასევე არ არის კარგი შენაძენების განხორციელება. 

♋ კირჩხიბი

დღევანდელი დღე ემოციურია. შეგიძლიათ პატარა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგათ და პრობლემები მარტივად აღიქვათ. 

♌ ლომი 

წარმატებული იქნება დღის პირველი ნახვარი და კარგი იქნება მნიშვნელოვანი ნაბიჯები სწორედ ამ პერიოდში გადადგათ. არ არის სასურველი ფულის სესხება და გასესხება.

♏ ქალწული

შეიძლება თქვენი მეგორებების პრობლემები თქვენი პრობლემები გახდეს და მოგიწიოთ  ყველას ერთად მოგვარება. ეცადეთ იუმორით შეხედოთ წვრილმან პრობლემებს. მაღალია ტრავმის ალბათობა.

♎ სასწორი

შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ, ეცადეთ იყოთ მშვიდები და გამოიყენეთ ინფორმაცია, რომელსაც მიიღებთ.

♏ მორიელი  

ენერგიულები და აქტიურები ხართ, თითქოს მზად ხართ აიღოთ ყველაფერი საკუთარ თავზე, თუმცა შეიძლება ზედმეტი ვალდებულების აღება საკუთარ თავზე გაგიჭირდეთ და ეცადეთ სწორად შეაფასოთ საკუთარი თავი. არ მოაწეროთ მნიშვნელოვან ხელშეკრულებებს ხელი და არ გადადგათ მნიშვნელოვანი ნაბიჯები. 

♐ მშვილდოსანი 

არაერთგვაროვანი დღე იქნებაა, მიიღებთ შეთავაზებებს, რომელიც იქნება პერსპექტიული. ეცადეთ გამოიჩინოთ ძალისხმევა, გადადგათ ნაბიჯები და იმოქმედოთ.

♑ თხის რქა 

საინტერესო და ნაყოფიერი დღეა, დაუთმეთ ეს დღე საკუთარ თავს და პრობლემების მოგვარებას.

♒ მერწყული  

უმჯობესი იქნება პატარა გამარჯვებიტ დაკმაყოფილდეთ ვიდრე დიდი მიზნები დაისახოთ. ეცადეთ მშვიდად გაატაროთ ეს დღე. 

♓ თევზები

წარმატებული იქნება განსაკუთრებით დღის პირველი ნახევარი, რადგან ნებისმიერ პრობლემებს აგვარებთ მარტივად, ენდეთ ინტუციას ის ყველაფერს სწორად გიკარნახებთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ქართული ენა, სავალდებულო საგანი ყველა ფაკულტეტისთვის - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება ბრუნდება

⭕რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

⭕+28 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში