Digest Logo

ქართული ენა, სავალდებულო საგანი ყველა ფაკულტეტისთვის - 20-წლიანი პაუზის შემდეგ, უმაღლეს სასწავლებლებში ქართული ენის სავალდებულო სწავლება ბრუნდება

1745300247
სტუნდეტი

„14 აპრილს განვიხილეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც მხარი დავუჭირეთ იმას, რომ 2025 წლის პირველი სექტემბრიდან სავალდებულო გახდეს უმაღლეს სასწავლებლებში, პირველ საფეხურზე ქართული ენის სწავლება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, უმრავლესობის წევრმა ვლადიმერ ბოჟაძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რაც სტუდენტებს საშუალებას მისცემს, ქართულ ენასა და ლიტერატურას საფუძვლიანად დაეუფლონ.

„ნაციონალური მოძრაობა“ ებრძოდა ქართულ იდენტობას და ამის მაგალითად მათ შორის შეიძლება ვახსენოთ მაგალითი - 2005 წელს მიღებული გადაწყვეტილება, როცა ყველა უნივერსიტეტში გაუქმდა ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა და ქართული ენის წავლება აღარ იყო სავალდებულო საუნივერსიტეტო პროგრამაში.

14 აპრილს განვიხილეთ საკანონმდებლო წინადადება, რომლითაც მხარი დავუჭირეთ იმას, რომ 2025 წლის პირველი სექტებიდან სავალდებულო გახდეს უმაღლეს სასწავლებლებში, პირველ საფეხურზე ქართული ენის სწავლება. ეს არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური გადაწყვეტილება.

მიუხედავად იმისა, რომ ქართული ენა ისწავლება საშუალო განათლების საფეხურზე, ასევე უმაღლეს სასწავლებელში ყველა პირველკურსელს ჰქონდეს საშუალება, კიდევ უფრო საფუძვლიანად დაუფლოს ქართულ ენას და ლიტერატურას“, - განაცხადა ბოჟაძემ.
 

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიალისთვის მზადების გამო იტალიის დედაქალაქის თავზე ფრენა აიკრძალა

⭕+28 გრადუსი - როგორი ამინდია მოსალოდნელი საქართველოში

⭕„შფოთვა და პანიკური შეტევა მხოლოდ ფსიქოლოგიური არ არის...“ - რას წერს გიორგი ფხაკაძე B12 - ის ნაკლებობაზე?