Digest Logo

„შეინარჩუნეთ შინაგანი ჰარმონია და დაგეგმეთ მომდევნო 9 დღე“ - თაკო მელიქიშვილი 17 ნოემბრის ენერგიებზე

1763366942
თაკო მელიქიშვილი

ჟურნალისტი თაკო მელიქიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში ასტროლოგიით აქტიურად დაინტერესდა და შესაბამისი განათლებაც მიიღო, სოციალურ ქსელში ასტროლოგიურ თემებზე პოსტებსა და ვიდეოებს პერიოდულად უზიარებს საზოგადოებას.

ამჯერად მელიქიშვილი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 17 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზს გვაცნობს და რეკომენდაციებს გვიზიარებს: 

„17 ნოემბერი: ახალი დასაწყისის ენერგია  

დღეს საერთო დღე მიმდინარეობს ერთიანის — 1-ის ენერგიით. ეს არის ძლიერი ძალა, რომელიც გაძლევთ შესაძლებლობას შექმნათ, დაიწყოთ ახალი საქმეები და იაროთ საკუთარი გზით თავდაჯერებულად.

რა უნდა გააკეთოთ:

✅დაიწყეთ ახალი პროექტები, იდეები და საქმეები

✅იყავით როგორც ბრძენი ლიდერი — მშვიდი, სამართლიანი და გულწრფელი

✅შეინარჩუნეთ შინაგანი ჰარმონია და დაგეგმეთ მომდევნო 9 დღე

✅გამოავლინეთ მოთმინება, გამძლეობა და მიზანდასახულობა

რას უნდა ერიდოთ:

❌სხვისი ნების შეზღუდვას — გამოიჩინეთ ყურადღება და გაგება

❌ეგოიზმს, სიმკაცრესა და აგრესიას

❌მნიშვნელოვანი დოკუმენტების და ხელშეკრულებების გაფორმებას

❌ დიდ შესყიდვებსა და კრედიტებს

დღეს ორშაბათია, რაც განსაკუთრებით იღბლიანია მათთვის, ვინც დაიბადა 2, 11, 20 და 29 რიცხვებში.

დღის ფერები: თეთრი და ღია მწვანე. 

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕რატომ არის იაპონური სასკოლო ჩანთა, უბრალოდ ჩანთაზე მეტი?: „მიწისძვრის შემთხვევაში მისი თავზე დაფარება შეიძლება, წყალდიდობისას ტივტივებს“

⭕„შედეგიანია კბილზე, ტერფებზე მკურნალობა“ - 17 ნოემბრის ასტროპროგნოზი ჯანმრთელობის, სიყვარულისა და ბიზნესის მიმართულებით

⭕„გელით შოკის მომგვრელი ამბები, რომელმაც შეიძლება მსოფლიო სკანდალიც კი გამოიწვიოს“ - 17-23 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი, რამაზ გიგაურისგან