Digest Logo

„შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში მეტი ცეცხლის ელემენტი...“ - ქეთი ოდიშელი მზის მერწყულში გადასვლაზე

1768889186
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს მნიშვნელოვან ინფორმაციას ასტროლოგიურ მოვლენებზე და საზოგადოებას საჭირო რჩევებს უზიარებს.

ამჯერად იგი ახალ სტატუსს აქვეყნებს, სადაც მზის მერწყულის ზოდიაქოში გადასვლაზე წერს და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„მზე მერწყულის ნიშანში განდევნილია, ამ პოზიციაში მას ნაკლებად აქვს  ძალა, ამიტომ აანთეთ მზე თქვენს გულში, თქვენ ხართ მზე!

შეიტანეთ თქვენს ყოველდღიურობაში მეტი ცეცხლის ელემენტი, წითელი ფერი, სითბო, ცხელი საკვები, მზისფერი პროდუქტები, სანელებლები და მინერალური ქვები, რომლებსაც მზის ენერგია აქვთ, გაილაღეთ ცხოვრება!

♒️ მერწყულის თანავარსკვლავედის სიმბოლო, ადამიანი, რომელიც ჭურჭლიდან ასხამს წყალს ( ზოგიერთ წყაროში მერწყული ორი ჭურჭლით გამოისახება, რომელიც სხვადასხვა მხარეს ასხამს წყალს)

ბერძნულად - ჰიდროჰოს
რომაულად - აკუარიუს
არაბულად - საკიბ-ალ-მა

👉 ზოდიაქოს მეთერთმეტე ნიშანი.

ერთადერთი სიმბოლო 12 ნიშანთაგან, რომელსაც ქმნის ადამიანი და ნივთი (არასულიერი საგანი).

♒️ მერწყულის პირველი სიმბოლიკა მოდის ეგვიპტის და ბაბილონის მითებიდან. ეგვიპტეში იყო ასეთი მერწყული ღმერთი  #ხაპი, რომელიც ასოცირდებოდა მდინარე ნილოსთან, ხაპი ატარებდა ორ ჭურჭელს და თითოეული ჭურჭლიდან მომდინარი წყალი ასოცირებოდა სამხრეთ და ჩრდილოეთ ნილოსთან.

👉 ეს ღვთაება ითვლებოდა სიცოცხლის მცველად, სიცოცხლის წყაროდ. არ იარსებებდა არანაირი ცოცხალი არსება ხეპის წყლის გარეშე.

სწორედ ხაპს შესთხოვდნენ ძველად ფარაონები ნილოსის ადიდებას (გრაგნილს აგდებდნენ ნილოსში სადაც იყო ბრძანება/თხოვნა, ნილოსის ადიდების შესახებ)

ძველბერძნულ ლიტერატურაში მერწყულს ხანადხან უკავშირებდნენ იუპიტერს, რადგან თვლიდნენ, რომ მისი ნებით მოდიოდა ციდან წყალი მიწაზე.

♒️ მერწყულთან ასოცირდება ასევე დევკალიონი (Deucalion) ერთადერთი კაცი, რომელიც გადაურჩა ყველაზე დიდ წყალდლდიდობას დედამიწაზე.

დედამიწის შექმნამდე ღმერთების და ადამიანების თანაცხოვრება ჰარმონიული იყო. მიწა თვითონ იძლეოდა მოსავალს, არ იყო საჭირო ამისთვის შრომა. ნაკადულებად მოედინებოდა ღვინო და თაფლი, მაგრამ პანდორამ გახსნა აკრძალული „სირცხვილის ყუთი“ და ადამიანებს თავს დაატყდათ უბედურება და სნეულება.

იუპიტერმა სამყაროს გადახედა, გადაწყვიტა დედამიწა უღირსი ადამიანებისგან გაეთავისუფლებინა და ის დაესახლებინა კაცობრიობის ახალი ღირსეული რასით, მან ძმის - პოსეიდონის დახმარებით დედამიწას მოუვლინა წარღვნა (წმენდა, ქაოსით-გადარჩევა) გადარჩა მხოლოდ ორი ადამიანი Deucalion და მისი მეუღლე -Pyrrha.

დეუკალიონმა და პირამ თავშესაფარი იპოვეს პარნასის მთაზე, როდესაც იუპიტერმა მათი სანიმუშო ურთიერთდამოკიდებულება დაინახა, შეაჩერა წყლის დინება და მიწა გააშრო, წაიყვანა და უბრძანა დევკალიონს და პირას შემობრუნების გარეშე, ზურგს უკან ესროლათ ქვები.

ცოლ-ქმარმა მისი ბრძანება შეასრულა, ყოველი გადაგდებული ქვა კაცად იქცეოდა, ხოლო პირას მიერ გადაგდებული ქვა - ქალად. ასე გაჩნდა მიწაზე წარღვნის მერე ახალი რასა, დევკალიონი ითვლება ამ რასის მამად და პირველი მერწყულის სიმბოლოდ.

♒️ შუმერულ წყაროებში ტიგროსის და ევფრატის მდინარეები გამოსახავდნენ სწორედ მერწყულის ჭურჭლიდან გადმოღვრილ წყალს. შუმერების მე-11 თვეს ერქვა - წარღვნის (დიდი წყალდიდობის) თვე.

ასევე შუმერების წარმოდგენით მერწყულის თანავარსკვლავედი „ზეციური ზღვის“ ცენტრში მდებარეობდა და შესაბამისად მისი წლის ყველაზე წვიმიან სეზონს ემთხვეოდა.

მერწყული განასახიერებდა ღვთაებას, რომელიც წარღვნის მაუწყებელი იყო ხალხისთვის. შუმერების ეს ლეგენდა ნოეს კიდობნის ბიბლიური თქმულების მსგავსია“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ეს დღე შეგიძლიათ გამოიყენოთ სტარტისთვის“ - დღის მეტაფიზიკური პროგნოზი

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში - პროგნოზი ქალაქების მიხედვით