ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ნანა ფიფია სოციალურ ქსელში საუბრობს თემაზე, თუ რატომ და როგორ აუფასურებს ადამიანი საკუთარ თავს და შესაძლებლობებს.
მისი თქმით, ადამიანს ახასიათებს საკუთარ შესაძლებლობებში, უნარებში, ძალებში ეჭვის შეტანა. ეს მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული თუ ახასიათებს ან ისეთი რამ, რაც სოციუმის მიერ ფასდება, როგორც საუკეთესო, მხოლოდ ის არის მასში კარგი:
„📍რატომ და როგორ აუფასურებს ადამიანი საკუთარ თავს და შესაძლებლობებს?
ვფიქრობ, ერთხელ მაინც გაგიფიქრებიათ: „ვის რაში სჭირდება ჩემი ცოდნა, გამოცდილება ან უნარები?“,„ვის ვჭირდები ამდენი ხნის შემდეგ?!“, „ადამიანები ისეთი შესაძლებლობებით არიან და ჩემი ცოდნა ახლოსაც ვერ მოვა მაგათთან!“ და ა.შ.
ადამიანს ახასიათებს საკუთარ შესაძლებლობებში, უნარებში, ძალებში ეჭვის შეტანა. ეს მეტწილად იმით არის განპირობებული, რომ უმრავლესობას მიაჩნია, რომ მხოლოდ რაღაც განსაკუთრებული თუ ახასიათებს ან ისეთი რამ, რაც სოციუმის მიერ ფასდება, როგორც საუკეთესო, მხოლოდ ის არის მასში კარგი! და თითქოს „ჩვეულებრივი“ თვისებები, უნარები, შესაძლებლობები, ცოდნა და გამოცდილება- არ იმსახურებს ყურადღებას, დაფასებას და მითუმეტეს- აღიარებას.
სწორედ ასე აუფასურებს ადამიანი საკუთარ მიღწევებს, დროს, ძალას, ენერგიას, უნარს, ნიჭს. 🫧ასეთი დამოკიდებულება (გაუფასურების ტენდეცია) სათავეს იღებს ბავშვობიდან, მშობლების დამოკიდებულებიდან და ზოგადად-აღზრდიდან. მაშინ როდესაც შვილი არ და ვერ ხდება მშობლის მაღალი მოლოდინების შესაბამისი, მშობელი იწყებს მის შედარებას სხვა ბავშვებთან, ხაზს უსმევენ მის უარყოფით და სუსტ შედეგებს და ზოგადად, ხშირად გამოხატავს მისდამი უკმაყოფილებას.
საბოლოო ჯამში, თბილი დამოკიდებულების ნაცვლად, ბავშვი იღებს ცივ კრიტიკას საკუთარი მისამართით. ასე ნელ-ნელა მას უყალიბდება შინაგანი კრიტიკოსი, რომელიც მუდმივად ამცნობს რომ ის საკმარისი არ არის, რომ ის სათანადოდ კარგად ვერ აკეთებს და ვერ ასრულებს დაკისრებულ მოვალეობას. ასე ეტაპობრივად, ახდენს ადამიანი საკუთარი თავის და შესაძლებლობების გაუფასურებას“, - წერს ნანა ფიფია.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ტოპ 3 ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
🎥 „პირველი ნახატი ფანქარში“ - თიკა ფაცაცია შვილის კადრებს გვიზიარებს