Digest Logo

🎥 „შემოდგომის დაბნელებების სეზონი იწყება, იმოქმედებს თევზებზე, ქალწულებზე, ტყუპებზე და მშვილდოსნებზე“ - რას წერს ხათუნა ნოელი?

1724677343
ხათუნა ნოელი

ასტროლოგი ხათუნა ნოელი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და შემოდგომის დაბნელებების სეზონის შესახებ წერს.

„შემოდგომის დაბნელებების სეზონი. დაბნელების დერეფანი გაიხსნება 18 სექტემბერს და დასრულდება 2 ოქტომბერს. თუმცა დაბნელებების გავლენა შესამჩნევი იქნება +- ერთი კვირის განმავლობაში.

მთვარის ნაწილობრივი დაბნელება გვექნება 18 სექტემბერს. თევზების 25 *41'-ზე. პიკი 02:44:16 UTC. დაბნელება ხდება თევზებში მთვარის ორბიტის აღმავალ კვანძზე. ეს არის 118-ე საროსის 52-ე დაბნელება. ჩვენ ვერ დავინახავთ.

იმოქმედებს თევზებზე, ქალწულებზე, ტყუპებზე და მშვილდოსნებზე. აგრეთვე მათზე, ვისაც მითითებულ გრადუსზე პირადი პლანეტები ჰყავთ.

მზის წრიულ დაბნელებას ადგილი ექნება 2 ოქტომბერს, სასწორის 10* 4'-ზე. დაბნელება ხდება მთვარის დაღმავალ კვანძზე. გრძელდება 4 საათზე მეტი. პიკი - 18:45:04 UTC-ზე. მაგრამ თბილისში არ გამოჩნდება. ეს არის 144-ე საროსის მე-17 დაბნელება.

იმოქმედებს სასწორებზე, ვერძებზე, კირჩხიბებზე და თხის რქებზე. აგრეთვე მათზე ვისაც მითითებულ გრადუსზე პირადი პლანეტები ჰყავთ.

დრო მითითებულია გრინვიჩით. თბილისისათვის უმატებთ 4 საათს“, - წერს ასტროლოგი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 სალომე ღვინიაშვილი ოჯახურ კადრებს აქვეყნებს - „ლამაზ წყვილს ულამაზესი შვილებიც ჰყავს“ 

🎥 „დღეს გართულდება კომუნიკაცია“ - 26 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი ხათუნა ნოელისგან

⭕„ესეც ასე, ყველაფერი დავასრულე… სიცოცხლის ფასი არაფერია“ – რა ვიდეოს აქვეყნებს გიორგი ყიფშიძე?