Digest Logo

„შემოდის ენერგია სტაბილური, მშვიდი, მიწიერი და რაციონალური“ - ასტროლოგი მზის კუროს ზოდიაქოში გადასვლაზე

1776588687
კურო და ასტროლოგია

🌞♉️💫20 აპრილს მზე ტოვებს ვერძს და გადადის კუროს ზოდიაქოში. შემოდის ენერგია სტაბილური, მშვიდი, მიწიერი და რაციონალური.

მზის ფიქსირებულ მიწის ნიშანში გადასვლა ერთგვარად აბალანსებს იმ ძლიერ ცეცხლოვან, კარდინალურ მუხტს, რომელიც ბოლო პერიოდში იგრძნობოდა და გვაძლევს შესაძლებლობას, იდეებს ფორმა მივცეთ, მატერიად ვაქციოთ და ჰარმონიაში მოვიყვანოთ რეალურ სამყაროსთან.

ვერძის დანიშნულება დაწყებაა - ინიციატივის აღება, პროცესის დაძვრა, პირველი ნაბიჯის გადადგმა.

კურო კი აგრძელებს ამ გზას: განვითარებას, გაღრმავებას და საბოლოოდ შედეგამდე მიყვანას უზრუნველყოფს. ის მოქმედებს მშვიდად, უდიდესი მოთმინებითა და ხარისხზე ორიენტაციით. სწორედ ამიტომ კურო ითვლება ზოდიაქოს ერთ-ერთ ყველაზე მომთმენ, ამტან და მყარ ნიშნად.

♉️კუროს ენერგია შეგვიძლია მუხის ხეს შევადაროთ — ის არ არის ტირიფივით მოქნილი და სწრაფად მორგებადი, მაგრამ საოცრად საიმედოა. მუხა სიმყარისა და მუდმივობის სიმბოლოა. მასზე დაყრდნობა შესაძლებელია, რადგან მისი ძალა გამძლეობაშია. ასეა კუროც, მშვიდი და გაწონასწორებული, მაგრამ ამავე დროს შეუპოვარი და მტკიცე. დაჟინებული და მიზანდასახული, ზოგჯერ ჯიუტიც კი კურო მოქმედებს გააზრებულად

. მისი დაძვრა, დაძალება ან იძულება მისი ნების საწინააღმდეგოდ თითქმის შეუძლებელია. ეს არის პრაგმატული მიწიერი ნიშანი, რომელიც არ ენდობა იმას, რასაც ვერ შეეხება და ვერ გადააქცევს რეალურ ფორმად. მისი მთავარი მისიაა შექმნას რაღაც ხელშესახები, მდგრადი და ღირებული.

♉️კუროს სიმბოლო ხარიც ასახავს სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ამიტომ, კუროს ენერგიის მქონე ადამიანებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია საბაზისო საჭიროებები: სახლი, კვება, ფიზიკური უსაფრთხოება. ამავე დროს, კუროს აქვს უნიკალური უნარი, შეიგრძნოს და დააფასოს ბუნების სილამაზე და სიუხვე, ყველაზე კარგად შეუძლია ისიამოვნოს მისი სიკეთეებით. თუმცა, ამ სტაბილურობას თავისი ჩრდილიც აქვს — კუროს ხშირად უჭირს კომფორტის ზონიდან გამოსვლა. შესაძლებელია მიდრეკილება სიზარმაცისკენ, სტაგნაციისკენ და ინერციისკენ. მას უჭირს იმის დათმობა, რაც უკვე შექმნა, მაშინაც კი, როცა გრძნობს, რომ იქ განვითარება და პროგრესი აღარ არის.

ასეთ დროს მისი წინააღმდეგობა მშვიდია, მაგრამ ძალიან მტკიცე. ამ პერიოდში მერკური, მარსი, სატურნი და ნეპტუნი კვლავ ვერძში მოძრაობენ, რაც სამყაროში ძლიერ ცეცხლოვან ენერგიას ინარჩუნებს. სწორედ ამიტომ, კუროს მიწიერი და პრაქტიკული ბუნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია — ის ამ დინამიკას აბალანსებს, ამშვიდებს და მიმართულებას აძლევს, რათა დაწყებული პროცესები რეალურ შედეგებად ვაქციოთ.

ახლა საუკეთესო დროა, ის რაც დავიწყეთ ფორმად ვაქციოთ და უკვე ხელშესახები გავხადოთ.💫💫💫

ასევე დაგაინტერესებთ:

„დავიკელი 8 კილო ემოციებისგან... საოცარი შეგრძნება იყო, უყურებ და ხვდები, რომ იმ წამსვე სხვა ადამიანი გახდი“ - ნოდიკო ტატიშვილი მამობაზე

„გაურკვევლობით სავსე დღეა, არ ღირს გარისკვა...“ - 19 აპრილის პროგნოზი ფენშუის მიხედვით

„მზე გჩუქნის შანსს, შემოსავლების ახალი, ორიგინალური წყაროები იპოვო“ - 19 აპრილის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის