12 აგვისტოდან 28 აგვისტომდე ასტროლოგიური სამყაროს ყურადღება ე.წ. „დაბნელებების დერეფნისკენ“ არის მიპყრობილი. ეს პერიოდი დაიწყო 12 აგვისტოს მზის სრული დაბნელებით და სრულდება 28 აგვისტოს მთვარის დაბნელებით.
ასტროლოგები მიიჩნევენ, რომ ეს დრო დაკავშირებულია მნიშვნელოვანი ცვლილებების, მოულოდნელი მოვლენებისა და ძველი ეტაპების დასრულებასთან, თუმცა აღნიშნული ინტერპრეტაციები ასტროლოგიურ რწმენებს ეფუძნება და მეცნიერულად დადასტურებული არ არის. ასტრონომიულად კი აგვისტოს დაბნელებების სეზონი მზისა და მთვარის განსაკუთრებული განლაგებით არის განპირობებული.
აღნიშნულ საკითხზე ვრცელ პოსტსა და რჩევებს ასტროლოგი აკაკი გოგოლაძე გვიზიარებს:
„📣მზის დაბნელება ლომის♌️ ზოდიაქოს ნიშანში
💫 მოუსმინე შენს შინაგან ხმას, რა უნდა შენს ეგოს?
☀️ 🔹12 აგვისტოს, თბილისის დროით 21:38-საათზე გვაქვს მზის დაბნელება, ლომის ზოდიაქოს ნიშანში 21-ე გრადუსზე, ამ დღეს იხსნება დაბნელებების დერეფანი რომელიც გაგრძელდება 28 აგვისტომდე, პოსტში აღნიშნული საკითხებიც განსაკუთრებით მომავალი ორი კვირა იქნება აქტუალური. მზის დაბნელება ყოველთვის ახალმთვარეობისას ხდება, როდესაც მზე და მთვარე კარმულ კვანძთან არის ახლოს. თუმცა, ჩვეულებრივი ახალმთვარეობისგან განსხვავებით, რომლის გავლენაც მომავალი ერთი თვე გრძელდება, მზის დაბნელებაზე ისეთ საკითხებს ეყრება საფუძველი, რომლებიც შეიძლება მომავალი 6-თვე, ზოგ შემთხვევაში, 18-წელიც კი გაგრძელდეს.
✔️ 🔸 მზის დაბნელება ამჯერად ლომის♌️ ზოდიაქოს ნიშანში გვაქვს, რომლის მმართველიც მზეა, მზე კი სიცოცხლის სწყისია და ასტროლოგიურად აღწერს ჩვენს მე-ს, ეგოს, თვითგამოვლინებას და შემოქმედებით უნარებს, ეს დაბნელება ძალიან ღრმად შეეხება ჩვენს იდენტობასა და შინაგან ცენტრს. დროა დავუსვათ საკუთარ თავს კითხვა: ვინ ვარ მე, რამდენად სწორად ვავლენ ჩემს პოტენციალს, რამდენად სწორ ადგილზე ვარ და რამდენად მაბედნიერებს იქ ყოფნა სადაც ვარ? ეს არის მომენტი როდესაც ადამიანს აღარ უნდა ჩრდილში ყოფნა, იწყებას საკუთარი თავის ძიებას და მისი ნიჭების გამოვლინებას. ასევე გააქტიურდება ისეთი საკითხები რომელიც დაკავშირებულია ძალაუფლებასთან, ავტორიტეტთან და თვითგამოხატვასთან, შესაბამისად ეს პერიოდი გამოკვეთს აღნიშნულ საკითხებს: ვინ არის ლიდერი, ვინ ფლობს რეალურად ძალაუფლებას, ვის შეუძლია იყოს ცენტრი, ვის შეუძლია მართვა?
🔸პოზიტიურ გამოვლინებაში ეს დაბნელება შემოიტანს ახალ შემოქმედებით იმპულსს, რომელიც შესაძლებლობას მოგცემთ იპოვოთ საკუთარი თავი, გამოავლინოთ თქვენი ნიჭები, უარი თქვათ სხვის ჩრდილში ყოფნაზე, დაიწყოთ ახალი საქმეები, ახალი პროქტები და იპოვოთ საქმე რომელიც გიყვართ და სიამოვნებას განიჭებთ. დაბნელების შემდგომი პერიოდი კარგია სიახლეებისთვის და პოზიტიური ცვლილებებისთვის.
❗️ნეგატიურ ვარიანტში შეიძლება გამოვლინდეს ეგოიზმი, ამპარტავნება, გადაჭარბებული სიამაყე, სიხისტე და სხვისი აზრის იგნორირება. ეცადეთ არ გააზვიადოთ მოვლენები და არ მიიღოთ ყველაფერი ზედმეტად პერსონალურად.
✔️ ამ პერიოდში რეკომენდირებულია
* მოვიზიდოთ სიახლეები, დავგეგმოთ ახალი საქმეები, თუმცა დაბნელების დღეებში უშუალო ქმედებაზე არ გადავდივართ.
* ჩავიფიქროთ სურვილები, კარგი იქნება სურვილების ჩამოწერაც.(სურვილი აუცილებლად სწორად აარჩიეთ.)
* გააკეთეთ ენერგეტიკული წმენდები.
* მოაწესრიგეთ სახლი, გაწმინდეთ ყველაფერი, აუცილებლად სუფთა გარემოში შეხვდით დაბნელებას.
* გაატარეთ დღე მშვიდ და მყუდრო გარემოში.
* დაბნელებამდე რამდენიმე დღით ადრე კარგი იქნება, დავაბრუნოთ ვალები, გავუშვათ არასასურველი ცხოვრებიდან, მნიშვნელოვანია, რომ, ამ პერიოდს, ყველა ნეგატივისგან გათავისუფლებული შევხვდეთ.
✔️ მოერიდე:
* აგრესიულ და კონფლიქტურ გარემოში ყოფნას, აკონტროლეთ ემოციები.
* მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას განსაკუთრებით იმ ადამიანებმა ვისაც გულ-სისხლძარღვთა სისტემაზე გაქვთ პრობლემები.
* არ გამოიკვებოთ მძიმედ, არ მიიღოთ ალკოჰოლი, ფრთხილად იყავით მედიკამენტების მიღებისას.
* ამ დღეს მოერიდეთ შორ მანძილზე გადაადგილებას, ფიზიკურ გადაღლას.
☀️ იმისთვის რომ გაიგოთ უშუალოდ თქვენზე რა გავლენას მოახდენს ეს დაბნელებების დერეფანი, დააკვირდით რომელ სახლში მოხვდება თქვენთან და რა ასპექტებს გააკეთებს, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად იმოქმედებს ეს დაბნელება იმ ადამიანებზე ვისაც პირადი პლანეტები გყავთ ლომში, მერწყულში, კუროში და მორიელში 19, 20, 21 და 22 გრადუსებში“, - წერს აკაკი გოგოლაძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
⭕ ყინული სასმელში: სასარგებლოა თუ შეიძლება ზიანი მოგვაყენოს? - ექიმების განმარტება
⭕„სილამაზის ეტალონი“ - რა კადრებს გვიზიარებს ირინა ონაშვილი
⭕„შენ ამ რწმენაზეც და თვალზეც უარი თქვი...“ - დეკანოზი თეოდორე გიგნაძე