Digest Logo

🎥 „შესაძლოა ბევრი ადამიანი მოვიდეს თქვენთან დასახმარებლად...“ - მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი ხატია ბედოშვილისგან

1741012887
ხატია ბედოშვილი

ასტროლოგი ხატია ბედოშვილი სოციალურ ქსელში პერიოდულად ვიდეოებს აქვეყნებს, სადაც დროის კონკრეტული მონაკვეთის ასტროლოგიურ პროგნოზს საზოგადოებას უზიარებს ხოლმე.

ამჯერად იგი გადაცემაში „დილის ტალღა“ სტუმრად იმყოფებოდა, სადაც მიმდინარე კვირის ასტროლოგიური პროგნოზი გაგვიზიარა:

„შევედით ასტროლოგიური დაბნელებების დერეფანში, რომელიც 28 თებერვლიდან დაიწყო და გაგრძელდება 14 მარტამდე. მოხდება გარდატეხა, შესაძლოა ბევრ ადამიანს დაუდგეს ეგზისტენციალური კრიზისი. გაიაზრონ კარგად რა უნდათ და რა აბედნიერებთ“, - ამბობს ხატია ბედოშვილი.

ასტროლოგმა ზოდიაქოს თითოეული ნიშანიც დაახასიათა:

ვერძი

საკუთარი თავის პოვნის კონტექსტში მნიშვნელოვანი კვირა გაქვთ. ეცადეთ შეეგუოთ გარშემო მოვლენები. ამ კვირაში შანსი გაქვთ გამოიყენოთ პოტენციალი. არ იზარმაცოთ.

კურო

ფსიქოლოგიური თვალსაზრისით მნიშვნელოვანი კვირაა. მეგობრებთან ურთიერთობები და მათი დაძაბვა. არ ღირს ახალი წამოწყებების განხორციელება. მიაქციეთ ყურადღება პარტნიორულ ურთიერთობებს. ფინანსური თვალსაზრისით ჰარმონიული პერიოდი გაქვთ.

ტყუპები

რთული კვირა გაქვთ და საკმაოდ დაძაბული პერიოდი. კარმული პერიოდიც არის, შესაბამისად არ გააპროტესტოთ მოვლენები და არ გაექცეთ პრობლემებს. შანსი გაქვთ გადახვიდეთ ახალ და კარგ ეტაპზე.

კირჩხიბი

გამოცდების პერიოდი გაქვთ. შანსი გაქვთ დაეხმაროთ ბევრ ადამიანს, სიკეთე კი მომავალში კარმულად აუცილებლად დაგიბრუნდებათ. შესაძლოა ბევრი ადამიანი მოვიდეს თქვენთან დასახმარებლად. ფინანსურად რთული კვირა არ გაქვთ. გამოდით ჩრდილიდან.

ლომი

პარტნიორულ და შვილებთან ურთიერთობებში უკეთესობისკენ იცვლება ტენდენციები. შესაძლებელია გამოვიდეს ის, რაც დიდი ხნის განმავლობაშიც გინდოდათ. არ დაიშუროთ ენერგიები მიზნის ასაშენებლად და იყავით თავდაჯერებულები.

ქალწული

დაძაბული პერიოდი გაქვთ პარტნიორულ ურთიერთობებში. ყურადღება მიაქციეთ ადამიანებს, არის თაღლითობის რისკი. შესაძლოა თქვენთვის ბუნდოვანი იყოს ბევრი რამ, შეინარჩუნეთ და დაიცავით ბალანსი. გაეცით უპირობო სიყვარული.

სასწორი

პარტნნიორულ ურთიერთობებში ასევე სირთულეები გაქვთ. იცვლება ღირებულებათა სისტემა. ზოგადად ადამიანებთან დამოკიდებულებაში სიფრთხილე გმართებთ. სწორად შეაფასეთ სიტუაციები. შესაძლოა დაბრუნდეს ძველი ურთიერთობა. მიაქციეთ ჯანმრთელობას ყურადღება.

მორიელი

სესაძლოა საკუთარ თავში ბევრი ნიჭი აღმოაჩინოთ. გამოავლინეთ მაქსიმალურად შემოქმედებითი ნიჭი და აჩვენეთ სამყაროს. ყურადღება მიაქციეთ მშობლებთან და ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. ფინანსები სტაბილურია.

მშვილდოსანი

შედარებით რთულად მიდის დაბნელებები. უნდა გასცეთ უპირობო სიყვარული და დაეხმაროთ სხვა ადამიანებს. პოზიტიური თვალით დაინახეთ სამყარო, მნიშვნელოვანია ოჯახური ღირებულებები და მათი დალაგება. გაუშვით ძველი წყენები.

თხის რქა

კარმული მოვლენები უკავშირდება ოჯახს და ამასთან შეჭიდებას აზრი არ აქვს. აპატიეთ ადამიანებს და გადადით ახალ ეტაპზე. აიღეთ პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე.

მერწყული

ღირებულებათა სისტემა იცვლება. ასევე კომუნიკაციაც განიცდის ცვლილებას. სამყარო გავალებთ რომ აირჩიოთ კონკრეტული გზა კარგად დაფიქრდით. ფინანსური მხარე დიდ ენერგიას ითხოვს თქვენგან. მიხედეთ ფსიქიკას და დაისვენეთ.

თევზები

გაქვთ განსაკუთრებით დიდი კარმული პერიოდი. არ გააპროტესტოთ მოვლენები. მოგეთხოვებათ საკუთარი თავის უპირობო სიყვარული. თქვენზეა დამოკიდებული, რამდენად განავითარებთ საკუთარ თავს. პარტნიორულ ურთიერთობებში ნუ შეხვალთ კონფლიქტში. დაზოგეთ ფინანსები.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„თქვენზე დგას სამყარო...“ - გოგა მანია საზოგადოებას დედის დღეს ულოცავს

🎥 დედად ყოფნის ბედნიერება 12 წლიანი ლოდინის შემდეგ - თამთა დემურიშვილისა და მისი ტყუპების პირველი სატელევიზიო ეთერი

⭕ ლოს-ანჯელესში „ოსკარით“ დაჯილდოების 97-ე ცერემონია გაიმართა