
დღეს 2025 წლის სამი მარტია, რაც იმას ნიშნავს, რომ დედის დღეა. სამყაროში რთულად მოიძებნება ასეთი განსაკუთრებული გრძნობა და პროფესია, რომელსაც დედობა ჰქვია. დედა არის ერთადერთი, რომელსაც შეუძლია სიცოცხლის ფასად, ნებისმიერ სიტუაციაში შვილისთვის თავი გაწიროს.
აღნიშნულ თემას მიეძღვნა დღევანდელი გადაცემა „დღის პოსტიც“, სადაც დედები შვილებთან ერთად ეთერს სტუმრობდნენ. ერთ-ერთი მათგანი გახლდათ მსჯავრდადებულთა პროფესიული მომზადების ცენტრის დირექტორი, თამთა დემურიშვილი, რომელიც დედა 52 წლის ასაკში 12 წლიანი მოლოდინის შემდეგ გახდა:
„როცა ორსულად ვიყავი მაშინ დავდე თქვენთან პირობა, როცა გავაჩენდი ისევ თქვენთან მოვიდოდი. კალათებით მინდოდა მოსვლა, მაგრამ ახლა დიდები არიან. ხშირად ვერ ვაცნობიერებ, რომ ჩემები არიან. იმდენ ხანს ველოდი კარგად ახლაც ვერ აღვიქვამ. ბიჭი უფრო ბიჭური და ღირსეულია. თებეკო უფრო მორცხვია. ურთულესია იმ ემოციის გადმოცემა, როცა მე დედა გავხდი. ფეხბურთის წელი გვქონდა და როცა გავიგე ორსულობის შესახებ, ზუსტად ის ემოციები რაც ქართველებს ჰქონდათ ალბათ მაგას შემიძლია შევადარაო მხოლოდ. დაუჯერებელი იყო ეს ყველაფერი. უამრავი ადამიანი მახვევია თავს. პირველად როცა გაცივდნენ, ძალიან შემეშინდა და ემოციით შევხვდი. ფიზიკურად ძალიან რთულია უემოციობა. ძალიან მინდა, რომ ყველა გოგოს ჰყავდეს შვილი. ვისაც სირთულეები აქვს მინდა მათ მივმართო, რომ გამოუსვლელი არაფერი არ არის და არ დანებდეთ“, - ჰყვება თამთა დემურიშვილი.
⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:
⭕ ლოს-ანჯელესში „ოსკარით“ დაჯილდოების 97-ე ცერემონია გაიმართა