Digest Logo

„შესაძლოა, დღეს ფლირტის ან ახალი სიმპათიის ცდუნება გაჩნდეს“ - 3 ივლისის ენერგიები

1783056060
დღის ენერგიები

3 ივლისი დღის ენერგია: 3 • 2 • 5.

დღეს სახლში ჯდომა ნამდვილად არ მოგინდებათ.

ეს დღე მეგობრებთან შეხვედრის, სეირნობის, ახალი ემოციებისა და სასიამოვნო შთაბეჭდილებებისთვისაა.

დღის ენერგია მოძრაობასა და ადამიანებთან ურთიერთობას გიბიძგებთ, ამიტომ დრო გაატარეთ ისე, რომ ძალა შეგმატოთ და არა დაგღალოთ.

შეხვდით ახლობლებს, მოაწყვეთ პიკნიკი, გაისეირნეთ, იარეთ ველოსიპედით ან უბრალოდ დიდხანს ისეირნეთ და ისაუბრეთ.

💛 განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობებს. თუ დღეს ცხოვრება ახალ ადამიანს შეგახვედრებთ, ნუ ჩაუვლით გულგრილად. შესაძლოა, სწორედ ეს ნაცნობობა მომავალში მნიშვნელოვან როლს ითამაშებს თქვენს ცხოვრებაში.

🚶‍♀️ მეტი იმოძრავეთ. იარეთ ფეხით, დააგროვეთ ნაბიჯები, ისწავლეთ ახალი რამ და გახსენით საკუთარი თავი ახალი გამოცდილებისთვის.

⚠️ თუ ურთიერთობაში ხართ, შესაძლოა დღეს ფლირტის ან ახალი სიმპათიის ცდუნება გაჩნდეს. ნუ აჰყვებით წამიერ ემოციებს ეს ენერგია უკეთ გამოიყენეთ საინტერესო საუბრებისთვის, ახალი მეგობრების გასაცნობად და თქვენი სოციალური წრის გასაფართოებლად.

🧂 დღის პატარა პრაქტიკა: შეცვალეთ მარილი სამარილეში ახლით. ეს მარტივი სიმბოლური რიტუალი ახალი, პოზიტიური ენერგიის შემოსვლას უკავშირდება. გისურვებთ, რომ ამ დღემ სასიამოვნო ემოციები, საინტერესო შეხვედრები და ბევრი ბედნიერი მომენტი მოგიტანოთ!

⭕ ასევე დაგაინტერესეთ:

⭕ როგორი ამინდია მოსალოდნელი დღეს საქართველოში

ერთი ნახვით შეყვარება: რეალობა თუ ილუზია?

„იცით რა საშინელებაა, როცა ურწმუნო ადამიანი უახლოვდება ზღვარს?!“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე