Digest Logo

„იცით რა საშინელებაა, როცა ურწმუნო ადამიანი უახლოვდება ზღვარს?!“ - რას ამბობს თეოდორე გიგნაძე

1783021510
თეოდორე გიგნაძე

ჯვრის ამაღლების სახელობის ტაძრის წინამძღვარი და თეოლოგიის დოქტორი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს საზოგადოებაში.

მისი ქადაგებები ქრისტიანებმა მალევე შეიყვარა, სწორედ ამიტომ იგი პერიოდულად სოციალურ ქსელში ამონარიდებს აქვეყნებს ხოლმე.

გთავაზობთ მისი ქადაგებიდან მორიგ ამონარიდს:

„იცით რა საშინელებაა, როცა ურწმუნო ადამიანი უახლოვდება ზღვარს?!
რომლის იქითაც, უკვე აღარ აქვს მნიშვნელობა,
რას ჩაიცვამ, რომლის იქითაც არ აქვს მნიშვნელობა, ვინ არის შენი კერპი და ავტორიტეტი,
ერთადერთი, რასაც მნიშვნელობა აქვს ამ დროს შენთვის, ეს არის, ღმერთთან ურთიერთობის გამოცდილება,
რადგან, როცა იწყება ბოლო საათები და ბოლო წუთები,
პრობლემა ის არის, რომ არის ღმერთი – შენი გული გიდასტურებს ამას,
და ამ დროს, შენ არანაირი გამოცდილება არა გაქვს ღმერთთან ურთიერთობისა,
მასთან მყოფობისა...
და ყველაზე დიდი უბედურება ის არის, რომ გამოცდილება ერთია, მაგრამ ვერ შეძლებ და ვერ მოახერხებ, ღმერთთან ურთიერთობას,
ეს შეუძლებელი გახდება შენთვის,
აი, ეს არის ყველაზე დიდი საშინელება, რაც შეიძლება ადამიანს დაემართოს.
ბოლო წუთებთან და წამებთან, ყველაფერი ფერმკრთალდება,
არა აქვს მნიშვნელობა შენთვის, ამ დროს ასაკს,
ზოგი ფიქრობს, თუ ასაკოვანი გარდაიცვალა ადამიანი, რა პრობლემაა...
მე მინახავს ოთხმოცდაათ წელს მიღწეული ადამიანების გარდაცვალება,
რომლებიც იყვნენ ურწმუნონი,
და ეს არის კატასტროფა,
იმდენად ეშინიათ,
იმდენად ეშინიათ ...
და მე მინახავს, ოცი წლისებიც რომ არ იყვნენ, ასეთი ადამიანების გარდაცვალებაც,
განსაცვიფრებელი ვაჟკაცობით, რომ წავიდნენ,
იმიტომ, რომ მათ რწმენა ჰქონდათ...“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

ასევე დაგაინტერესეთ:

7 ნიშანი იმისა, რომ თქვენზე მაგიური დესტრუქციული ზემოქმედებაა გაკეთებული (ჯადო, წყევლა, თვალი)

„მათი ძალა აღარ არის დამოკიდებული ფულზე, თავდაჯერება სხვების აზრზე“ - რას წერს ლევან მათითაშვილი

რატომ გახშირდა დეპრესია? - თანამედროვე სამყაროს უხილავი გამოწვევა