Digest Logo

🎥 „შესაძლოა გაღიზიანებდეთ ყველა...“ - სამი ათიანის პორტალი და ახალმთვარეობის პიკი: რას აფრთხილებს მოსახლეობას მიხეილ ცაგარელი?

1791560961
მიხეილ ცაგარელი

ასტროლოგი მიხეილ ცაგარელი მოსახლეობას უახლოესი სამი დღის — პარასკევის, შაბათისა და კვირის ასტროლოგიურ ფონსა და მოსალოდნელ სირთულეებზე აფრთხილებს. ასტროლოგის განმარტებით, სასწორის ზოდიაქოში ახალმთვარეობის პიკია, რაც მზისა და მთვარის საპირისპირო ენერგიების დაჯახებას იწვევს და ადამიანებში ემოციურ გაღიზიანებას, თავის ტკივილსა და ტექნიკის გაფუჭებას განაპირობებს.

ცაგარელი საზოგადოებას მოუწოდებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ ახალი საქმეების დაწყებისგან ორშაბათამდე და განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ 10 ოქტომბერს (10:10:2026), როდესაც „სამი ათიანის პორტალი“ იხსნება, რაც ნეგატივისა და მავნე ჩვევებისგან განთავისუფლების საუკეთესო შესაძლებლობაა:

„ახლმთვარეობაა, დღეს და ხვალ პიკია, ამიტომ კიდევ ორი დღე იმოქმედებს მისი ენერგიები. პარასკევი, შაბათი და კვირა. 

ახალმთვარეობის დროს ცის კაბადონზე მზე და მთვარე ხვდებიან ერთმანეთს სასწორის ზოდიაქოს ნიშანში. როდესაც მზე და მთვარე ერთმანეთს ხვდება, მათ შორის მიდის ბრძოლა, რადგან ორივე საპირისპირო ენერგიების მატარებლები არიან. ეს ენერგია მოდის დედამიწაზე. ვერ ვხედავთ ამას, თუმცა ვგრძნობთ, ყველა ვერა ოღონდ.

არის კატეგორია ადამიანებისა, რომლებიც ნაკლებად რეაგირებენ, ემოციური და მგრძნობიარე ადამიანები მარტივად გრძნობენ. ეს გამოიხატება თავის ტკივილით, კონფლიქტით, შესაძლოა გაღიზიანებდეთ ყველა, მოკლედ ცუდ ფეხზე გაიღვიძოთ. ამას ემატება გარე ფაქტორებიც. ამ დროს მოსალოდნელია ტექნიკის გაფუჭება, გაჭედვა, სხვადასხვა საგნის გაფუჭება.

ამ დროს აუცილებელია შევინარჩუნოთ სიმშვიდე, იუმორი წამოსწიეთ წინა პლანზე, ბუნებასთან იქონიეთ მჭიდრო კავშირი, ეცადეთ დადებითი ენერგიებით აივსოთ. ეს სამი დღე არის ასეთი.

ახალ საქმეს ნუ დაიწყებთ, მით უმეტეს თუ ის მნიშვნელოვანია. თუ არის რაიმე შესაძლებლობა რომ გადადოთ ორშაბათისთვის, უმჯობესი იქნება. სამი დღე მოითმინეთ. ამ დროს ქართველი გლეხი არასდროს წურავდა ღვინოს. 

სასწორის ზოდიაქომ უნდა გამოიჩინოთ განსაკუთრებით ყურადღება, ხასიათის ცვალებადობა გელით, სუსტდება ორგანიზმი, გაუფრთხილდით ყელს. ალერგიული რეციდივის რისკიც არის. მეტად მოუარეთ თავებს. სწორად იმოქმედეთ და პრობლემა ნაკლებად იქნება.

მიაქციეთ ხვალინდელ დღეს ყურადღება: 10:10:2026 ანუ 2+0+2+6=10 - ეს არის სამი ათიანის პორტალი. გვაძლევს დიდ საშუალებას განვთავისუფლდეთ ნეგატივისგან, მავნე ჩვევებისგან. ყველაფერი ის რაც ხელს უშლის თქვენ წინსვლას, მოიშორეთ და დასახეთ უკეთესი გეგმები“, - აღნიშნა მიხეილ ცაგარელმა.

მეტის გასაგებად იხილეთ ვიდეო:

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ „ყურადღება მიაქციე იმ შესაძლებლობას, რომელსაც დიდი ხანია ატარებ“ - 9 ოქტომბრის პროგნოზი მაიას ტომის კალენდრის მიხედვით

⭕„კლასიკური სტილი ძალიან გიხდებათ“ - კახა კალაძე „ინსტაგრამზე“ ახალ ფოტოებს აქვეყნებს

⭕როგორ ხდება საჭმელი ემოციური გადარჩენის იარაღი და გზა კვებით აშლილობამდე

✕