Digest Logo

🎥 „შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული უენერგიობა, დაღლილობა, გაგახსენდეთ ძველი წყენა ან ეჭვები...“ - 25 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1750832580
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მერკურია, თუმცა დღეს შესაძლოა იგრძნოთ გარკვეული უენერგიობა, დაღლილობა, გაგახსენდეთ ძველი წყენა ან ეჭვები. შეეცადეთ ყურადღება არ მიაქციოთ და პოზიტიურ მოვლენებზე კონცენტრირდეთ“, - 25 ივნისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა, ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

რაც შეეხება ცალკეული ზოდიაქოს ნიშნებს, მათ პროგნოზი ასეთია:

ვერძი

არ არის სასურველი დამოუკიდებლად მუშაობა. უმჯობესი იქნება გუნდურად, კოლექტივში იმუშაოთ და პასუხისმგებლობები გადაანაწილოთ. შესაძლოა ნებისმიერი ახალი ვალდებულება რთულად შესასრულებელი იყოს. მიაქციეთ ყურადღება დეტალებს, რადგან რამე არ გამოგეპაროთ.

კურო

სტაბილურობა და სიმშვიდის შეგრძნება უჩვეულო გზით მოვა თქვენთან. არ შეეწინააღმდეგოთ ცვლილებებს, რომლებიც თქვენს ირგვლივ მოხდება. ნებისმიერი ახალი საწყისი პერსპექტიული იქნება.

ტყუპები

კარგი იქნება თქვენთვის განმარტოება. დრო დაუთმეთ საკუთარ თავს, წაიკითხეთ წიგნი ან დაკავდით საქმით, რომელიც თქვენ განვითარებას ხელს შეუწყობს.

კირჩხიბი

მნიშვნელოვანი დღეა. კარგი იქნება თუ თქვენს ემოციებზე დაფიქრდებით. გადააფასეთ თქვენი მდგომარეობა. შესაძლოა რაღაც ახალი აღმოაჩინოთ თქვენ თავში.

ლომი

მიაქციეთ ყურადღება ადამიანებთან ურთიერთობას. მათ დამოკიდებულებას თქვენთან. შესაძლოა დამოკიდებულებები რაღაც ახლის საწყისი გახდეს. შეეცადეთ დაკვირვებულობა გამოიჩინოთ.

ქალწული

კარგი იქნება მოაწესრიგოთ დეტალები. მიუჩინეთ ყველაფერს თავისი ადგილი. არ დაივიწყოთ განტვირთვა და ენერგიის აღდგენაც. არ არის პოზიტიური დღე თქვენთვის, ამიტომ ზედმეტად არ გადაიღალოთ.

სასწორი

დღე კრეატიულობითა და სპონტანურობით იქნება სავსე. მარტივი იქნება ნებისმიერი ახალი ნაბიჯის გადადგმა. შეგიძლიათ მეტი სითამამე გამოიჩინოთ. თუმცა შესაძლოა ბოლომდე პრობლემებისგან ვერ განთავისუფლდეთ.

მორიელი

დღეს შესაძლოა ძველმა პრობლემებმა შეგახსენონ თავი. როგორც ოჯახის ასევე პირადის მიმართულებით. მეტი პოზიტივი შემოიტანეთ და შეეცადეთ სხვა თვალით შეხედოთ ყველაფერს. დღევანდელი დღე მოგცემთ შანსს დაინახოთ გამოსავალი.

მშვილდოსანი

პოზიტიური დღეა, მარტივი იქნება ახალი ნაბიჯების გადადგმა. თქვენ სიტყვას განსაკუთრებული ძალა ექნება. გაუზიარეთ სხვებს თქვენი ფიქრები ან ჩაიფიქრეთ სურვილები.

თხის რქა

შედარებით დამღლელი დღეა თქვენთვის. შესაძლოა გარკვეულმა პრობლემებმა იჩინონ თავი. სიფრთხილე გმართებთ ფინანსებთან, რადგან მოულოდნელი ხარჯების ალბათობაა.

მერწყული

მარტივი იქნება თქვენი იდეებისა და ფიქრების სხვებისთვის გაზიარება. სხვებიც მოგმართავენ თხოვნით რჩევის საკითხავად. საკმაოდ აქტიური დღე გელოდებათ.

თევზები

უმჯობესია დღეს თქვენ სიმშვიდეში იყოთ. არ არის სასურველი ზედმეტი აქტიურობა. განმარტოვდით და საკუთარ თავს დაუთმეთ დრო, რადგან გაქვთ შესაძლებლობა სამყარო სხვა თვალით დაინახოთ.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 რა გავლენას ახდენს სტრესი კანზე? - ზაზა თელიას განმარტება

⭕„საბა ერთი თვის“ - მარიამ ელიაშვილი ვაჟთან ერთად გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს

⭕მიქაუტაძის „ლიონი“ ფინანსური პრობლემების გამო საფრანგეთის ლიგა 2-ში დააქვეითეს