Digest Logo

„შესაძლოა მალე გაოცებული დარჩეთ...ზრუნეთ იმ ადამიანებზე ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება“ - ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

1745855772
 ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ინფორმაციას ამა თუ იმ მოვლენის შესახებ.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საინტერესო ინფორმაციასა და რეკომენდაციებს გვიზიარებს:

„2025 წლის 29 -30 აპრილი - აკშაი ტრიტია

ლეგენდის მიხედვით (ინდურ ტრადიციებში) სამყარო სწორედ ამ დღეს შეიქმნა, ამიტომ ეს დღე ითვლება სამყაროს დაბადების დღედ. იზეიმეთ, გამოხატეთ სიყვარული, იცეკვეთ, მიუტევეთ და მორთეთ საკუთარი თავიც და სამყაროც ყვავილებით, საჩუქრებით, სიურპრიზებით, ტკბილეულით, სურნელებით. გააფერადეთ ეს დღე.

ეს განსაკუთრებული დროა წლის განმავლობაში და ითვლება უძლიერეს ენერგეტიკულ დღედ, ამიტომ ყველაზე მნიშვნელოვანი საქმეები სწორედ ამ დღეს უნდა დაიწყოთ.
ამ დღეს აუცილებლად უნდა გააკეთოთ რაიმე კარგი, რაც გაგახარებთ არა მარტო თქვენ, არამედ სხვებსაც. 

აკშაი ტრიტია (უხრწნელი- მარადიული)

დაფიქრდით: რა შეიძლება გააკეთოთ თქვენი ბედნიერებისთვის.
ცხოვრებაში არის მომენტები, როდესაც ჩვენ შეგვიძლია სრულიად შევცვალოთ ჩვენი ცხოვრების მიმართულება. გამოიყენეთ ამ დღის დიდებული ძალა.
რეკომენდაცია:

მადლიერება სამყაროსა და ყოველი არსების მიმართ.

სასურველია ამ დღეს დაწეროთ თქვენი ცხოვრების 10 წლიანი გეგმა, როგორიც გინდათ იყოს თქვენი ცხოვრება 10 წლის შემდეგ. დაინახეთ თქვენი თავი 10 წლის შემდეგ საუკეთესო ფორმაში, საყვარელი ადამიანების გარემოცვაში.

გააკეთეთ რაიმე მნიშვნელოვანი სწორედ ამ დღეს! თუნდაც გადადეთ მცირე თანხა თქვენი სასურველი ბინის საყიდლად. ან გადადგით მნიშვნელოვანი ნაბიჯი ცხოვრების შესაცვლელად, მხოლოდ ერთი ნაბიჯი. სასურველი შედეგით შესაძლოა მალე გაოცებული დარჩეთ.

იყიდეთ ძვირფასი სიმბოლური ნივთი იმ სანუკვარი სურვილისთვის, რომლის განხორციელებაც დიდი ხანია გინდათ, გაიღეთ მაქსიმალური ამ ძვირფასი ნივთისთვის, იქნება ეს სარკე, ოქროს ან ვერცხლის სამკაული ან სხვა.

მნიშვნელოვანია ასევე ამ დღეს ქველმოქმედება. იზრუნეთ იმ ადამიანებზე ვისაც თქვენი დახმარება სჭირდება, ცხოველებზე, მცენარეებზე.

სასიკეთოა ამ დღეს პრობლემების მოგვარება, ურთიერთობები ნებისმიერ სფეროში.

ამ დღეს დაწყებული ნებისმიერი სტარტი წარმატებით დაგვირგვინდება. 

კარგია დღე სხვადასხვა რიტუალებისთვის, რომელიც კეთილდღეობას, სიყვარულსა და მატერიალურ საკითხებს ეხება“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ მოვიზიდოთ ფინანსები და სიყვარული ახალმთვარეობას? - თიკა ქოქაშვილის რჩევები

„ჩადეთ წითელი ძაფი საფულეში…“– რიტუალები ფინანსებისა და კეთილდღეობის მოსაზიდად

⭕„ხშირად გვავიწყდება, რომ ჩვენი ორგანიზმის ნამდვილი საწვავი მოდის ბუნებიდან...“ - გიორგი ფხაკაძე ორგანიზმში B ვიტამინის მნიშვნელობაზე წერს