Digest Logo

„შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილება მეწყვილესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე...“ - რა გავლენას მოახდენს სავსემთვარეობა ზოდიაქოს ნიშნებზე? ქეთი ოდიშელის ასტროპროგნოზი

1747028457
ქეთი ოდიშელი

ასტროლოგი ქეთი ოდიშელი სოციალურ ქსელში აქტიურობით გამოირჩევა და საზოგადოებას ხშირად უზიარებს ამა თუ იმ ასტროლოგიური მოვლენის შესახებ შემეცნებით ინფორმაციას.

ამჯერად იგი მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც 12 მაისის სავსემთვარეობაზე წერს და ახასიათებს ზოდიაქოს ნიშნებს:

„მორიელის მე-23-ე გრადუსშია. პიკი 20:55 სთ-ზე.
პროგნოზი აქტუალურია მომავალ სავსემთვარეობამდე.

ამ პერიოდის პროცესები ყველაზე გამოხატული იქნება მორიელებისთვის, კუროებისთვის, შემდეგ კი ლომებისა და მერწყულის ნიშნის წარმომადგენლებისთვის. (მათ ვისაც ასცენდენტი ან მზე 23-ე გრადუსში ჰყავთ (+/-5გრადუსი).
როგორც წესი ამ დროს მატულობს ადამიანებში შფოთი, გაღიზიანება, ასევე მწვავდება ხოლმე ჯანმრთელობის მდგომარეობა.

მიიღეთ საპროფილაქტიკოდ დამამშვიდებელი ჩაი, მიმართეთ არომათერაპიას. მოერიდეთ ალკოჰოლისა და სხვადასხვა პრეპარატების მიღებას.

მთვარის ეს ფაზა როგორც წესი შედეგების დადების პერიოდს უკავშირდება, ამიტომ თითოეული ნიშნისთვის აქტუალური იქნება გარკვეული საკითხების შეჯერების, დასრულების კუთხით.
მნიშვნელოვანი საკითხები შესაძლოა უკავშირდებოდეს პირად თემას, ბრძოლას, კონკურენციას.
ეცადეთ იყოთ გეგმური, მაგრამ ამავე დროს ნებისმიერი საკითხი განსხვავებულად, მაგრამ არა სპონტანურად გადაწყვიტოთ.

ეცადეთ თქვენს ქმედებაში შეიტანოთ მეტი მოქნილობა, სიჯიუტე და სიხისტე ახლა ხელის შემშლელი ფაქტორებია.
p.s.ამ ღამით არ დაგავიწყდეთ მინერალების, წყლის, თილისმებისა და საფულის დამუხტვა. უფრო მეტს ომნიას სივრცის დახურულ ჯგუფში გაიგებთ  

პროგნოზი თითოეული ნიშნისთვის

 
ვერძი

აქტუალური შესაძლოა იყოს მემკვიდრეობის, ქონებასთან დაკავშირებული ან საბანკო თემების გადაწყვეტა. იყავით მეტად წინდახედული, მეტი სიმშვიდით მოეკიდეთ ნებისმიერ საკითხს, რადგან ეს პერიოდი თქვენს სულიერ განვითარებას ემსახურება. კარგია შიშებსა და კომპლექსებზე მუშაობა.

კურო

აქტუალური თემები პარტნიორობის სფეროს ეხება. შესაძლოა ეს იყოს ქორწინება ან ახალი საქმიანი კონტრაქტების გაფორმება. გონივრულად მოეკიდეთ ნებისმიერ ახალ შემოთავაზებას, მეტად ორიენტირდით საკუთარ აზრზე, ნუ დაკარგავთ ობიექტურობას და ყველაფერი კარგად აწონ-დაწონეთ.

ტყუპები

საყოფაცხოვრებო პირობების ცვლა, გადაწყობა, ასევე აქტუალური შესაძლოა იყოს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები. მეტად დაისვენეთ. მეტი დრო დაუთმეთ ტელე-კომუნიკაციებით ურთიერთობებსა და ინფორმაციების სასარგებლოდ გამოყენებას. შესაძლოა ახალი ოთხფეხა ბინადარი შეგემატოთ.

კირჩხიბი

აქტუალური თემები შესაძლოა უკავშირდებოდეს, პირად -სასიყვარულო საკითხებს, ან შვილების თემას. შესაძლოა ზოგიერთი თქვენგანი დედა/მამა გახდეს, ზოგიერთისთვის კი შვილებისგან, ბავშებისგან მიღებული ინფორმაცია აღმოჩნდეს ძალიან მნიშვნელოვანი.

ლომი

სახლი, ოჯახი, ტრადიციები, სამშობლოში დაბრუნება. ნებისმიერი რამ ამ თემებიდან თქვენთვის შესაძლოა იყოს ძალიან მნიშვნელოვანი, პროცესები შესაძლოა უკავშირდებოდეს ხანგრძლივი, გაჭიანურებული საქმეების დასრულებას. შესაძლოა მიიღოთ გადაწყვეტილება მეწყვილესთან ერთ ჭერქვეშ ცხოვრებაზე.

ქალწული

სწავლა, მნიშვნელოვანი ინფორმაციების მიღება, ახალი ნაცნობობა, მგზავრობები, აი ის საკითხები, რომელიც აქტუალური იქნება თქვენთვის უახლოესი 1 თვის განმავლობაში. გამოიყენეთ ეს შესაძლებლობები და გახსოვდეთ რომ საუკეთესო ინვესტიცია - საკუთარ განვითარებაში ჩადებული ფულია.

სასწორი

ეს პერიოდი თქვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანია ფინანსებთან დაკავშირებული საკითხების კუთხით. შესაძლოა თავი იჩინოს გარკვეულმა პრობლემებმა მიმდინარე სიტუაციებიდან გამომდინარე, ან პირიქით, შესაძლოა სწორად ახლა გამოსწორდეს ყველაფერი.

მორიელი

შესაძლოა ეს პერიოდი თქვენთვის იყოს მნიშვნელოვანი ნებისმიერ სფეროში განვითარებული ცვლილებებით, დაწყებული იმიჯით და დამთავრებული პირადი თუ პარტნიორული საკითხების შეჯერების, მორიგების და დასრულების კუთხით. ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და ყველაფერს უფრო ნათელ ფერებში შეხედოთ.

მშვილდოსანი

აქტუალური საკითხები შესაძლოა უკავშირდებოდეს ემიგრაციის თემებს, გარკვეული იზოლაციური მდგომარეობის დასრულებას, ფსიქოლოგიური სახის სხვადასხვა ტრავმებისგან გათავისუფლებას . გამოიყენეთ ეს პერიოდი ვიზუალიზაციის პრაქტიკებისთვის.

თხის რქა

მატულობს თქვენი გავლენა, უფრო მეტად აქტიური ხდებით სოციალურ წრეებში. შესაძლოა გაიცნოთ საინტერესო ადამიანები, რომლებიც სამომავლოდ თქვენ მხარდამჭერებად იქცევიან. მეტად გამოიყენეთ სოციალური ქსელები თქვენი საქმიანობისთვის.

მერწყული

მნიშვნელოვანი საკითხები თქვენთვის კარიერის სფეროშია მოსალოდნელი, გამოიჩინეთ კეთილგონიერება და მიჰყევით დასახულ მიზნებს. ნებისმიერი ბარიერი და პრობლემა მხოლოდ მიმართულების მომცემი უნდა იყოს თქვენთვის.

თევზები

შესაძლოა თქვენი ფასეულობების სისტემა აბსოლუტურად შეიცვალოს, სხვაგვარად შეხედავთ ადამიანებს, სამყაროს. გაიფართოვეთ თვალსაწიერი. აქტუალური შესაძლოა იყოს კანონთან, უცხოეთთან ან უცხოელებთან დაკავშირებული საკითხები“, - წერს ქეთი ოდიშელი.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 მეგაშოუს „მიმღერე“ მეხუთე სეზონი 13 მაისიდან დაიწყება

⭕ლოცვა, რომელიც დღეს, ანდრიაობის დღესასწაულზე ყველა მორწმუნემ უნდა წაიკითხოს

⭕თალიბებმა ავღანეთში ჭადრაკი აკრძალეს