„ეს წელი მოულოდნელობებით სავსეა, სპონტანური. შესაბამისად, ის ადამიანები, ვისაც არ ეშინია, იბრძვიან და იღვწიან იმისთვის, რომ მიზანს მიაღწიონ, ყველა მოახერხებს და ყველა შეძლებს წარმატების მიღწევას. მთავარია არ დანებდნენ და არ შეშინდნენ.
ეს წელი მოითხოვს აქტიურობას და თქვენი შესაძლებლობების დამტკიცებას“, - ამის შესახებ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ისაუბრა.
ნახეთ, როგორი იქნება აღმოსავლური კალენდრის მიხედვით დამდგარი ახალი წელი ზოდიაქოს ნიშნებისთვის:
ვერძი
თუ გსურთ კარგი წელი გქონდეთ, იყავით დაკვირვებულები, იფრთხილეთ! უნდა იბრძოლოთ საკუთარი მიზნებისთვის, თუმცა სასურველი არ არის სპონტანური გადაწყვეტილებების მიღება. მოგეთხოვებათ საკუთარი იმპულსი რაღაც მომენტში დაწიოთ ქვემოთ და სწორად მიიღეთ გადაწყვეტილებები. სწორად შეაფასეთ სიტუაციები.
კურო და ტყუპები
ეს წელი თქვენი პერიოდია. წლის პირველი ნახევარი კუროსია და მეორე ნაწილი ტყუპების. ორივე ნიშანს შეუძლია პერიოდის კარგად გამოყენება როგორც კარიერის, ფინანსების, ურთიერთობების მხრივ. არ გაჩერდეთ, იმოქმედეთ!
კირჩხიბი
უნდა შეძლოთ და დააბალანსოთ შინაგანი სამყარო, რადგან ემოციები ხანდახან გძლევთ. შესაძლოა ამ ემოციებმა არასწორი გადაწყვეტილება მიგაღებინოთ. პერიოდი კარგი იქნება ურთიერთობების თვალსაზრისით, თუ პარტნიორი არ გყავთ შესაძლოა გამოჩნდეს ვინმე.
ლომი
დატვირთული წელი გექნებათ. გადაწყვეტილებებისა და დილემების გადაჭრა მოგიწევთ. ის რასაც გადაწყვეტთ, მნიშვნელოვანია იყოს სწორად მიღებული, კონცენტრირებული. შესაძლოა ნამდვილი სიყვარულის პოვნა, მიაქციეთ ყურადღება სასიყვარულო ურთიერთობებს.
ქალწული
ყველაზე მეტი ყურადღება გმართებთ, რადგან თქვენთვის რთული პერიოდია. მაქსიმალურად ეცადეთ იყოთ ყურადღებით და ჯანმრთელობა აკონტროლეთ.
სასწორი
კარგი პერიოდი გაქვთ ცვლილებების კუთხით, ინვესტიციების, კარიერის მხრივ. თუ რაიმე საქმის დაწყება გინდათ, შეგიძლიათ ეს წელი გამოიყენოთ!
მორიელი
საკმაოდ დატვირთული წელი გელით. პერიოდი კარგია ფინანსური კუთხით, თუმცა გმართებთ დაკვირვება და სწორი გადაწყვეტილების მიღება.
მშვილდოსანი
ცუდი წელი არ გაქვთ, თუმცა მზად უნდა იყო ცვლილებებისთვის. არ გაჩერდეთ და არ შეგეშინდეთ. მოხდება ისეთი რაღაცები რასაც არ ელოდით. რადიკალური ცვლილებების დროა.
თხის რქა
მნიშვნელოვანია დროის და ენერგიის სწორი გადანაწილება. შეაფასეთ თქვენი შესაძლებლობები, არ გაჩერდეთ, თუმცა საკუთარ თავსაც დაუთმეთ დრო.
მერწყული
იმოქმედეთ და არ გაჩერდეთ, რადგან ყველას აჩვენოთ რა შეგიძლიათ.
თევზები
ცუდი პერიოდი არ გაქვთ, არც ფინანსური და არც ურთიერთობების მხრივ. გამოიყენეთ ეს პერიოდი. თუ გყავთ პარტნიორი, შესაძლებელია ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიდეს, დაქორწინდეთ.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: