დასავლეთ საქართველოს როგორც მთიან, ასევე დაბლობ რაიონებში დღეს თბილი და უნალექო ამინდია მოსალოდნელი. გარემოს ეროვნული სააგენტო 12 თებერვლამდე საქართველოში თბილ და უმეტესად უნალექო ამინდს პროგნოზირებს.
სინოპტიკოსების ვარაუდით ჰაერის ტემპერატურა მოიმატებს, როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში.
უნალექო ამინდია მოსალოდნელი დედაქალაქშიც, სადაც მომდევნო დღეებში ჰაერი +15 გრადუსამდე დათბება.
რაც შეეხება ღამის მინიმალურ ტემპერატურას, აღმოსავლეთ საქართველოს ზოგიერთ რაიონში ტემპერატურა ღამით -2 გრადუსამდე დაეცემა.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: