Digest Logo

🎥 „შესაძლოა რომანტიკული სიურპრიზები გქონდეთ, ან შეხვდეთ ადამიანს, რომელთან მიმართაც ადრე ემოცია, გრძნობა გქონდათ“ - 23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1721715781
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა მარსია. უმჯობესია თავი შეიკავოთ ზედმეტი აქტივობისგან, მეტი სიმშვიდე და ჰარმონიულ გარემოში ყოფნაა სასურველი“, - ამის შესახებ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

ვერძი - არ გაბრაზდეთ თუ რამე ისე არ მოხდება, როგორც გინდოდათ. ხანდახან თქვენი პირველი იმპულსი აგრესიაა, რომელიც ხელს გიშლით. მოუსმინეთ მეგობრების რჩევას, გაითვალისწინეთ.

კურო - ნეიტრალური დღე გექნებათ. კარგი იქნება ძველი მეგობრების მონახულება, მათთან მეტი დროის გატარება. რუტინული საქმისგან თავი შეიკავეთ. აკეთეთ ის, რაც თქვენს გულს უხარია.

ტყუპები - მეტი მოთმინება გჭირდებათ. არ დაგეზაროთ ახსნათ თქვენი საქციელი, ხანდახან ეს საჭიროა. დღევანდელმა თქვენმა კრიტიკამ შესაძლოა საყვარელ ადამიანებს აწყენინოს, ასე, რომ ისაუბრეთ ფრთხილად.

კირჩხიბი - გექნებათ სტაბილური დღე. თუ მეტი წარმატების მიღწევა გსურთ, საკუთარ თავის იმედი გქონდეთ. იყავით შემართებით, იმოძრავეთ თქვენი მიზნებისკენ რადიკალურად. გული არ დაგწყდეთ თუ თქვენი გეგმები შეიცვლება.

ლომი - დღის პირველ ნახევარში არ დაგეგმოთ მნიშვნელოვანი საქმეები, რადგან ამ პერიოდში თქვენთან მიმართებით კრიტიკა მომატებული იქნება და ყველაფერი ისე არ გამოვა, როგორც გსურდათ.  დღის მეორე ნახევარში შეგიძლიათ იმოქმედოთ თამამად.

ქალწული - თქვენს შემთხვევაში საინტერესო დღე გელოდებათ. შეიტყობთ ბევრ ახალ ინფორმაციას საკუთარ თავზეც კი. დღის მეორე ნახევარში შესაძლოა მიიღოთ საჩუქრები და სიურპრიზები.

სასწორი - არ იჩქაროთ და გადაწყვეტილებები სიჩქარეში არ მიიღოთ. ნებისმიერი გადაწყვეტილება უმჯობესია კარგად ნაფიქრი იყოს, არ გაითვალისწინოთ სხვების აზრები. დაეყრდენით მხოლოდ საკუთარ თავს.

მორიელი - დღეს ზედმეტი გულწრფელობა არ არის კარგი. თქვენი კარგი ამბების მოყოლა სხვებთან ასევე არაა სასურველი. გამოიჩინეთ მაქსიმალური თავშეკავება ნებისმიერი მიმართულებით. ინფორმაცია დაიტოვეთ თქვენთვის.

მშვილდოსანი - დღეს უფრო მეტად სხვის საქმეებს მოაგვარებთ, ვიდრე საკუთარს. კარგი იქნება თუ შემოქმედებითად მიუდგებით დღეს წარმოქმნილ პრობლემებს.

თხის რქა - დღის პირველ ნახევარში უსიამოვნების თავიდან არიდება გაგიჭირდებათ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე, მოერგეთ გარემოებას, რომელიც თქვენს ირგვლივაა. ნუ მიიღებთ გადაწყვეტილებებს ფინანსურ საკითხებზე. 

მერწყული - ეს დღე არ იქნება ნაყოფიერი საქმიანი მიმართულებით, არ არის სასურველი დოკუმენტებთან მუშაობა, ხელის მოწერა ხელშეკრულებაზე. გაატარეთ დღე მშვიდ გარემოში და დაუთმეთ დრო საკუთარ თავს. 

თევზები - საკმაოდ ნაყოფიერი დღეა ურთიერთობების კუთხით. მარტივი იქნება სხვებზე შთაბეჭდილებების მოხდენა. შესაძლოა რომანტიკული სიურპრიზები გქონდეთ, ან შეხვდეთ ადამიანს, რომელთან მიმართაც ადრე ემოცია, გრძნობა გქონდათ.

 ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ბელა ჰადიდი Adidas-ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება

⭕ილია თოფურიამ დაასახელა ფეხბურთელი, რომელმაც 2024 წელს „ოქროს ბურთი“ უნდა მიიღოს

🎥 დაათვალიერეთ გია სურამელაშვილის სამსართულიან კერძო სახლი