Digest Logo

ასპინძასა და ნინოწმინდაში ბრუცელოზის შემთხვევები გამოვლინდა

1721681427
ბრუცელოზის შემთხვევები გამოვლინდა

ინფექციური დაავადება ბრუცელოზი ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ივერიაში ერთ პირს დაუდასტურდა, ხოლო ცხოველში ბრუცელოზის შემთხვევა ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გამოვლინდა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია  „სამხრეთის კარიბჭე“ ავრცელებს.

როგორც ასპინძის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელი, მზია პაპაშვილი აღნიშნავს, ბრუცელოზით ინფიცირების ერთი შემთხვევა, მიმდინარე წლის აპრილში, სოფელ ივერიაში გამოვლინდა. ინფექცია მამაკაცს დაუდასტურდა. იგი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.

რაც შეეხება ნინოწმინდის მუნიციპალიტეტს, აქ ბრუცელოზი მხოლოდ პირუტყვს დაუფიქსირდა.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 დაათვალიერეთ გია სურამელაშვილის სამსართულიან კერძო სახლი

⭕27 წლის ცნობილი ინფლუენსერი, ვიდეოს გადაღების დროს, ჩანჩქერიდან გადავარდა და დაიღუპა

⭕„ძლივს ასპარეზზე გამოჩნდა ნათელი, კეთილი და განათლებული სპორტსმენი და არ შეარგეს კაცს რამდენიმე გადაცემაში საკუთარი აზრის გამოთქმა!“ - ზურა ხაჩიძე