Digest Logo

🎥 „შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან დაწინაურდეთ იქ სადაც მუშაობთ“ - 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

1719906105
ნინასუსლოვა

„დღეს უამრავი სიახლე და შესაძლებლობა გველოდება? ვინ შეძლებს მიაღწიოს კარიერულ მწვერვალს? რა უნდა გავითვალისწინოთ, რომ დღემ დადებითად ჩაიაროს?“, - ამის შესახებ „დილა მშვიდობისა საქართველოს“ ეთერში ასტროლოგი ნინა სუსლოვა საუბრობს.

რაც შეეხება ზოდიაქოს თითოეულ ნიშანს, მათი 2 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ასე გამოიყურება:

ვერძი 

დღეს, შეგიძლიათ ბევრი რამ მოასწროთ, გაქვთ ენერგია ზენიტში და შეძლებთ გარშემომყოფებსაც დაეხმაროთ.

კურო

დღევანდელი დღე შესაძლოა რთულად დაიწყოს, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე და მთელი ყურადღება დაუთმოთ იმას, რაც თქვენთვის პრიორიტეტულია.

ტყუპები

თქვენთვის ეს დღე ურთიერთობის თვალსაზრისით წარმატებული იქნება, მარტივად მოახერხებთ სხვა ადამიანებთან კომუნიკაციას და შთაბეჭდილებას.

კირჩხიბი

დღის პირველი ნახევარი ემოციური იქნება, ეცადეთ შეინარჩუნოთ სიმშვიდე. უმჯობესია ინტუიციისგან თავი შეიკავოთ და რეალურობას გაუსწორო თვალი.

ლომი 

აქტიური იქნებით, კარგი დღეა კარიერული კუთხით წინსვლისთვის, შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან დაწინაურდეთ იქ სადაც მუშაობთ. ასევე შეგიძლიათ დაიწყოთ ახალი საქმე, და შეისწავლოთ ახალი რამ.

ქალწული

გამოიყენეთ ეს დღე მომავლის დასაგეგმად. გაითვალისწინეთ, რომ თქვენი საქმე, როგორც პირადი ასევე საქმიანი არ გაუზიაროთ სხვებს და შეინახოთ თქვენთვის.

სასწორი

ეს დღე მოულოდნელობით იქნება სავსე, იფიქრეთ არასტანდარტულად ორიგინალურად და ეცადეთ ნებისმიერ მოვლენას ასე მიუდგეთ, ეს დაგეხმარებათ დღევანდელი დღე კარგად დაასრულოთ. 

ასევე საღამოს შესაძლოა მიიღოთ სიურპრიზი.

მორიელი 

თუ გსურთ დღეს წარმატების მიღწევა, სჯობს არაფრის მომცემ საუბრებში დრო არ დახარჯოთ, მიმართეთ თქვენი დრო და ენერგია იმაზე, რაც მნიშვნელოვანია. 

დღეს არ არის სასურველი საკუთარი პრობლემების სხვებისთვის გაზიარება. 

მშვილდოსანი 

წარმატებული დღე გელოდებათ, ბევრ რამეში გაგიმართლებთ და ბევრი რამ თქვენ სასიკეთოდ შემოტრიალდება. უმჯობესია თუ დღის მეორე ნახევარში შეიცვლით გარემოს, ეს იქნება წარმატების მომტანი.

თხის რქა 

ნებისმიერ მიმართულებით კარგი დღეა, დღევანდელი დღე გამოიყენეთ ახლობლებთან კომუნიკაციისთვის და ყურადღება მიაქციეთ მათ შესაძლოა თქვენი დახმარება სჭირდებოდეს. 

მერწყული

აქტიური დღეა, დღის პირველ ნახევარში შესაძლოა სხვებისთვისაც მოგიწიოთ დახმარება, ხოლო დღის მეორე ნახევარში შეიძლება მოგიწიოთ იმ საქმეების და პრობლემების დასრულება, რომლებიც დიდი ხანი გაწუხებდათ.

თევზები

დღვანდელი დღე შესაძლოა მცირე კონფლიქტით დაიწყოს, მაგრამ მარტივად და მალე გამოასწორებთ.

⭕ აგრეთვე დაგაინტერესებთ:

⭕„დილის 5 საათზე გავიღვიძეთ მე და ჩემმა მეგობრებმა და წამოვედით, 4 საათია აქ ვდგავარ, ხვალ მაქვს პირველი ეროვნული გამოცდა დილის 8 საათზე“ - გულშემატკივარი

⭕„დაბადების დღეს გილოცავ ჩემო სიყვარულო“ – კახა კალაძემ მეუღლეს დაბადების დღე მიულოცა

⭕ საქართველოს ეროვნული ნაკრები თბილისში დაბრუნდა