Digest Logo

🎥 „შესაძლოა შეიცვალოთ სამსახური, ან გადახვიდეთ საქმიანობის ახალ ეტაპზე” - 14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1731562861
ნინა სუსლოვა

ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა  ნინა სუსლოვამ გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ 14 ნოემბრის ასტროლოგიურ პროგნოზზე ისაუბრა.

როგორც მან აღნიშნა, დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, რაც იმას ნიშნავს, რომ რასაც მოვისმენთ კარგად უნდა გავაანალიზოთ, დასკვნები კი შემდეგ მივიღოთ. 

ვერძი

შესაძლოა დღეს შეეჩეხოთ კონფლიქტებსა და უთანხმოებას. ეცადეთ სიტუაციას კარგად დააკვირდეთ და აწონ-დაწონოთ, ამის შემდეგ მიიღეთ გადაწყვეტილებები. დრო დაუთმეთ ოჯახის წევრებს. ეს დაგეხმარებათ, რომ გაუგებრობა აირიდოთ თავიდან. ნებისმიერი საქმე მარტივად გამოგივათ.

კურო

დღევანდელი დღე თქვენთვის არც ისე მარტივია. ნებისმიერ საქმეში განსაკუთრებული სიფრთხილე და ყურადღება გჭირდებათ. სიფრთხილე უნდა გამოიჩინოთ ადამიანებთან ურთიერთობის დროსაც. იმოქმედეთ მშვიდად და გაწონასწორებულად.

ტყუპები

ეს დღე გარკვეულ სირთულეებს მოგიტანთ. არა მარტო თქვენ არამედ შესაძლოა თქვენს ახლობლებსაც შეექმნას პრობლემები. ამ პრობლემებში კი თქვენი ჩართულობა გახდება საჭირო. ეცადეთ სწორად შეაფასოთ სიტუაციები და ნაჩქარევი გადაწყვეტილება არ მიიღოთ.

კირჩხიბი

ეს დღე საკმაოდ დადებითი იქნება თქვენთვის. შეგიძლიათ ახალი საქმეები და ურთიერთობები დაიწყოთ. ენერგია საკმაოდ მაღალი გაქვთ და საშუალება გექნებათ ყველაფერს მარტივად გაართვათ თავი. შესაძლოა დაიწყოთ ახალი ურთიერთობებიც, რომელშიც თქვენი ინიციატივა მთავარი იქნება.

ლომი

მშვენიერი დღეა ცვლილებებისთვის. შესაძლოა მიიღოთ ახალი შესაძლებლობები ან თავად მოგინდეთ შეიცვალოთ სამსახური. სწორად შეაფასეთ სიტუაცია, რადგან თქვენი დაკვირვებულობა მაღალ დონეზე იქნება. ყველა დეტალს შეამჩნევთ ამიტომ ნებისმიერი სიტუაციიდან მარტივად გამოძვრებით.

ქალწული

კარგი დღე გელოდებათ. შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ. შესაძლოა ახალი ადამიანი გამოჩნდეს თქვენს ცხოვრებაში. სიჩქარე სასურველი არ არის. დღის მეორე ნახევარში არ არის საჭესთან დიდი დროის გატარება სასურველი.

სასწორი

მშვიდი და წყნარი დღე გელოდებათ. უმჯობესი იქნება დღე ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. მოგეცემათ შესაძლებლობა გულახდილად ისაუბროთ იმაზე, რაც გაწუხებთ. მოუსმინეთ თქვენს ძვირფას ადამიანებსაც.

მორიელი

ეს დღე შესაძლოა რთული იყოს ფინანსური კუთხით. ელოდეთ გაუთვალისწინებელ ხარჯს და ეცადეთ შენაძენებისგან თავი შეიკავოთ. მოგეცემათ შესაძლებლობა დადებითად შეცვალოთ თქვენი პირადი და რადიკალური გადაწყვეტილებები მიიღოთ.

მშვილდოსანი

შესაძლოა გაგიჭირდეთ კონფლიქტის თავიდან არიდება. გამოიჩინეთ სიფრთხილე და სიმშვიდე. არ ილაპარაკოთ ზედმეტი და იყავით მეტად თავშეკავებულები. გაუფრთხილდით რეპუტაციას და იფიქრეთ თქვენს ქმედებებზე. მაღალია იმის ალბათობა, რომ დღეს სიტუაცია დაიძაბოს.

თხის რქა

ელოდეთ დადებით ცვლილებებს კარიერული კუთხით. შესაძლოა ახალი პერსპექტივები და შემოთავაზებები გამოჩნდეს. ცვლილებები დაგეხმარებათ იმაში, რომ თქვენი ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალოთ. ასევე შეგიძლიათ თქვენი ფიქრები და აზრები ახლობლებს გაუზიაროთ.

მერწყული

დადებითი დღეა შემოქმედებითი კუთხით. მოგეცემათ შანსი უარი თქვათ რუტინულ ცხოვრებაზე და დაკავდეთ რაიმე ისეთით, რაც სიამოვნებას განიჭებთ. დადებითი ცვლილებები გელოდებათ ურთიერთობის თვალსაზრისითაც.

თევზები

შეგიძლიათ თამამად იმოქმედოთ და გამოიჩინოთ ინიციატივა ურთიერთობებში. გექნებათ შესაძლებლობა გაიცნოთ ახალი ადამიანები და ახალი მეგობრები შეიძინოთ. ან გაიცნოთ ადამიანი, რომელიც თქვენი მეორე ნახევარი გახდება.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ ამინდი იცვლება - პროგნოზი ქალაქების მიხედვით

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

🎥 „მეც მინდა ჩემი მამიკო გვერდით...“ - მშობლისადმი მიძღვნილი ლექსი და პირდაპირ ეთერში ატირებული ბარბარე ჯანაშია