ბარბარე ჯანაშია, რომელიც აუდიტორიისთვის ცნობილი ერთ-ერთი საბავშვო გადაცემიდან გახდა, გადაცემა „დღის პოსტს“ სტუმრობდა, სადაც მამაზე ემოციურად ისაუბრა და ლექსიც მიუძღვნა.
ბარბარეს მამა წლებია ემიგრაციაში იმყოფება, სწორედ ამიტომ პატარა მომღერალი მისი ხსენებისას ცრემლებს ვერ იკავებს ხოლმე:
„ჩემი მამიკო ემიგრაციაშია, უკვე რამდენიმე წელია. როდესაც მომენატრება ლექსებს ვწერ ხოლმე. მე ძალიან ბევრი ლექსი დავწერე უკვე და ერთ ერთს წაგიკითხავთ.
„მეც მინდა ჩემი მამიკო გვერდით,
დამხვდეს სკოლაში როცა გამოვალ
და სიამაყით მომხვიოს ხელი,
მითხრას შენა ხარ მამიკოს სუნთქვა....“, - ჰყვება ბარბარე ჯანაშია.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: