„3 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე წლის ყველაზე საგამოცდო და კარდინალურ პერიოდში შევდივართ“, - ამის შესახებ ასტროლოგი გიორგი ლობჯანიძე სოციალურ ქსელში წერს.
მისი განმარტებით, პლანეტა ვენერას უკუსვლა (რეტროგრადულობა) მორიელისა და სასწორის ენერგიებს გაააქტიურებს, რაც როგორც პირად ურთიერთობებში, ისე ფინანსებსა და სახელმწიფოებრივ დონეზე სერიოზულ გამოცდებსა და სკანდალებს გამოიწვევს.
ასტროლოგი მოსახლეობას ურჩევს, დეკემბრის შუა რიცხვებამდე თავი შეიკავონ ახალი ხელშეკრულებების დადებისგან, დაოჯახებისგან, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვისა და კოსმეტიკური პროცედურებისგან:
„წლის განმავლობაში ყველაზე საგამოცდო და კარდინალურ პერიოდში შევდივართ 3 ოქტომბრიდან 15 ნოემბრამდე. თუ რა სახის მოვლენებთან გვექნება საქმე ამას დღევანდელ პოსტში გიამბობთ:
პერიოდი იყოფა ორ ნაწილად: პირველ შემთხვევაში, 3 ოქტომბრიდან პლანეტა ვენერა გახდება უკან მოძრავი (რეტროგრადული) და დაახლოებით ნოემბრის 15 რიცხვამდე იქნება უკუსვლით ფაზაში, ხოლო მაქსიმუმ ტრანზიტის გამოვლენის ძალა გაგრძელდება დეკემბრის შუა რიცხვებამდე.
ახლა: რა არის ვენერა ასტროლოგიაში და როგორ ვლინდება მისი უკუსვლა?
როგორც მოგეხსენებათ, პლანეტები მხოლოდ დირექტულად, ანუ სწორად არ მოძრაობენ. წლის განმავლობაში ზოგიერთი მათგანი ამუხრუჭებს სვლას და ზუსტად ამ დანელებულ მოძრაობას ვუწოდებთ რეტროგრადულ ფაზას.
ვენერა უკავშირდება სასიყვარულო და რომანტიკულ ურთიერთობებს, მიზიდულობას, მატერიალური ცხოვრების არსის გაგებას, (შეგრძნებას) სიამოვნებას, პარტნიორულ კავშირებს, ფულად-ეკონომიკურ სარგებელს, ესთეტიკას, გარეგნულ სილამაზეს და რაც მთავარია - „სკანდალებს“.
არ მოგესმათ: ვენერა ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და დიდი გაუგებრობის შემომტანი პლანეტაცაა სხვა ყველაფერ სიკეთესთან ერთად. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ სადაცაა დიდი ჩხუბი და არეულობა, თავი და თავი ამ არეულობის, ხშირად, სწორედ ვენერაა.
ისტორიულადაც კი, მაგალითად: ვენერას გამო (სასიყვარულო გაუგებრობის) გულისთვის დაიწყო ტროას 10-წლიანი ომი. რის შედეგადაც, უამრავი ადამიანი დაიხოცა და ცივილიზაციის პროგრესს ხელი სერიოზულად შეეშალა. საქართველოს ისტორიაშიც ლაშა-გიორგის წარუმატებელ ურთიერთობას საერთოდ სახელმწიფოს დაშლა და დაქუცმაცება მოჰყვა. ამიტომ, ვენერა, ზოგჯერ, როგორც თვალის დაბინდვა, გრძნობებში ჩაძირვა, ტყვეობა, ასე შემოდის ადამიანთა ცხოვრებაში და შემდგომ მარსი, როგორც ძალა და იერიში იწყებს ომს.
ვენერა რეტროგრადული იქნება მორიელის 8 გრადუსიდან და ჩამოიწევს სასწორის 22 გრადუსამდე. ამ პერიოდში აქტუალური იქნება წყვილებს შორის, როგორც მორიელური, ისე სასწორის ენერგიები.
დაისმება კითხვები: რას ვგრძნობ ან გრძნობს ჩემი პარტნიორი სინამდვილეში?
მსურს თუ აღარ მსურს ურთიერთობის გაგრძელება?
ვენდობით კვლავ ერთმანეთს?
ხომ არაა რამე დაფარული, რაც საფრთხეს უქმნის კავშირს?
რამდენად სამართლიანია თქვენი თანხვედრა?
ამიტომ, ჯერ სიღრმეები ამოიწევს ზედაპირზე და შემდეგ შეფასდება თქვენი ურთიერთობები.
სხვათა შორის, ბევრი ადამიანის ცხოვრებაში ყოფილი პარტნიორებიც გამოჩნდებიან. განსაკუთრებით აგვისტო-სექტემბრის ხანებში მიღებული გადაწყვეტილებები, სწორედ ახლა, ისევ თავიდან შეგახსენებთ თავს. ზოგთან, წლების წინანდელი ადამიანებიც ამოტივტივდებიან და ახლა უნდა გადაწყვიტოთ თუ რა გზას დაადგებით.
ყურადღება მიაქციეთ ეკონომიკურ საკითხებსაც და აქაც ისმება კითხვა: რამდენად სამართლიანია თქვენი შრომა, გარჯა და მიღებული ფული?
ხომ არ ჯობია საქმე მარტო აკეთოთ თუ პრობლემა გაქვთ საქმიან პარტნიორებთან?
ან რას შეცვლიდით?
სახელმწიფოებრივ დონეზეც კი, ეს ურთიერთობები და დაპირისპირებები შეიძლება გაღრმავდეს, თუ დროულად არ გადაიჭრა პრობლემები, რადგან რეტროგრადულ ვენერას ოქტომბრის მიწურულიდან რეტროგრადული მერკურიც შეუერთდება და მთლიანად ძველი ამბების ხელახალი გავლა მოუწევს დედამიწას.
თქვენ ამ თვეებში შეხვდებით ძველ სატრფოებს, მეგობრებს, ნივთებს, საგნებს, ერთ დროს მივიწყებულ პროექტებს და ყველაფერს, რაც ადრე იყო და რაც კვლავ შეგახსენებთ თავს.
შემთხვევით არაფერი ხდება: 2026 წლის ოქტომბრიდან 2027 წლის 1-ელ აპრილამდე საოცრად დიდი ტრანსფორმაციული დროა.
მაშინ როცა, ვენერა იქნება რეტროგრადული, მარსი უკვე ლომშია გადაბრძანებული და მასაც მოუწევს უკუსვლით სიარული, ოღონდ ეს იქნება 2027 წლის 10 იანვრიდან 1-ელ აპრილამდე. მარსიც მართავს პირადულ და საქმიან საკითხებს, ამიტომ მეორე ეტაპი, ამ შემთხვევაში, 10 იანვრიდან 1-ელ აპრილამდე იქნება.
ჯამში, თითქოს ნახევარი წელი, 6-თვიანი თავბრუდამხვევი პერიოდი გახსნილად ცხადდება, სადაც ბევრი თქვენგანი მიიღებს კუთვნილს, ზოგიც საბოლოოდ ჩამოშორდება, როგორც პირადულ, ისე საქმიან პარტნიორებს და ამან არაა გამორიცხული, წარმოქმნას დიდი სკანდალური კონფლიქტებიც.
ამ ხანებში და განსაკუთრებით ნოემბრის 15 რიცხვამდე, მაგრამ დეკემბრის შუა რიცხვებამდე თუ მოხდება თავშეკავება კიდევ უფრო უკეთესია, არ გირჩევთ:
საქმეების გარჩევას, (ჩხუბით და იერიშით) ახალი ხელშეკრულებების დადებას, უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას, ტექნიკის შეძენას, კოსმეტიკური პროცედურების ჩატარებას, (ეს უბრალოდ ვერ იმუშავებს) ახალ სასიყვარულო კავშირებში შესვლას, დაოჯახებას, განაყოფიერებას და სხვა.
მიაქციეთ ყურადღება ძველის დასრულებას ან მის თავიდან დაწყებას, განახლებას, უწინდელი პროექტების გადახედვას და ამ საქმეების გენერირებას.
პარალელურად, მარსი ლომშია მოხვედრილი: ეს პერიოდი ხელს უწყობს თვითგამოხატვას, პრეზენტაბელურობას, შემოქმედებას, სცენაზე თამაშს, თავდაჯერებულობას, ამბიციურობას, (დოზირებულად) სპორტულ ღონისძიებებში მონაწილეობის მიღებას.
შესაბამისად, მარსი, როგორც იერიშის, საქმის, სიმაღლეების დაკავების პლანეტა და მისი ინგრესია ლომში, ბევრი ადამიანისთვის და ბევრი სახელმწიფოსთვის აღმოჩნდება ერთგვარი მოტივატორი, რათა მეტი და მეტი მიიღონ, თუმცა მაღალია ხანძრებისა და საომარი მოქმედებების განახლების შანსიც, რაზედაც მრავალგზის გვისაუბრია.
მაშასადამე, დაიმუხტეთ პოზიტიურად, შემოიფარგლეთ ყოველდღიური საქმეებით, მჯერა, რომ შეძლებთ საკუთარი გზის პოვნას!“,- წერს გიორგი ლობჯანიძე.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ: