ატმოსფერული წნევისა და ამინდის ცვალებადობის ფონზე, ბევრი ადამიანი თავის ტკივილს, თავბრუდახვევასა და გულის ფრიალს უჩივის. ეზოტერიკოსი და პარაფსიქოლოგი ქეთევან ჯანდიერი მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს და განმარტავს, რომ ეს მდგომარეობა დროებითია:
„ატმოსფერული ცვლილებების ფონზე, გახშირებულია თავის ტკივილები, შესაძლოა გამოვლინდეს თავბრუდახვევა და გულის ფრიალის შეგრძნებაც.
რეკომენდებულია აკონტროლოთ არტერიული წნევა, განსაზღვროთ სისხლში გლუკოზის დონე (შაქარი) და მიიღოთ საკმარისი რაოდენობის სითხე დღის მანძილზე, წყლის სახით!..
წყლის მიღება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია! მდგომარეობა დროებითია და მალე დასტაბილურდება“, - წერს ქეთევან ჯანდიერი.
⭕ ასევე დაგაინტერესებთ:
🎥 „წონის დაკლების საიდუმლოებები, რომლებზეც არავინ საუბრობს“ - რას გვირჩევს არუნ ხათრი