
9 აგვისტოს მერწყულის ნიშანში სავსე მთვარეა. ზაფხულის ბოლო თვის სავსე მთვარეს ხშირად „ზუთხის“ მთვარეს უწოდებენ, რადგანაც ბევრი ტომი ამ დროს თევზის დასაჭერად საუკეთესო პერიოდად მიიჩნევდა. მრავალი წლის განმავლობაში ეს სახელი ასტროლოგიურ პროგნოზებში აქტიურად ჩანდა. თუმცა, თევზს სავსე მთვარესთან, რა თქმა უნდა, არანაირი კავშირი არ აქვს.
მერწყულის ენერგია შემოქმედებითობასა და კრეატიულ იდეებს ააქტიურებს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი პერიოდია იმისათვის, რომ ახალი გეგმები დასახოთ, პრიორიტეტებს გადახედოთ და საინტერესო ცვლილებებზე იფიქროთ.
9 აგვისტოს სავსემთვარეობაზე სოციალურ ქსელში ასტროლოგი ხათუნა ნოელი საუბრობს და მოსალოდნელი ცვლილებების შესახებ დეტალურ ინფორმაციას გვაწვდის:
„9 აგვისტოს, თბილისის დროით 11:55 წუთზე, მერწყულის მე17*-ზე დგება სავსემთვარეობის პიკი. ეს ის მომენტია, როდესაც მზე და მთვარე ზუსტად ერთმანეთის საპირისპიროდ მდებარეობენ. წელს აგვისტოს სავსემთვარეობა განსაკუთრებით შთამბეჭდავი იქნება, რადგან გარიჟრაჟზე მთვარესთან ერთად ცაზე ვენერაც, სატურნიც და იუპიტერიც გამოჩნდებიან.
ვიდრე ამ სავსემთვარეობაზე გესაუბრებოდეთ, უნდა მოგიყვეთ რა ფონური სიტუაციაა ამ დროისათვის ცაზე.
საქმე ისაა, რომ გუშინ მარსმა შეიცვალა ნიშანი და სასწორში გადავიდა. ის აქ გაძევებულად ითვლება ანუ თავს ცუდად გრძნობს, ვეღარაა ისეთი მიმწოლი და პირველობის მოსურნე. თუმცა ამ პრობლემურობას დადებითი მხარეც ახლავს - სისუსტეს რადგან გრძნობს, მარსი შეტევაზე აღარ გადადის და დიპლომატიურ გზებს ირჩევს მიზნების მისაღწევად.
გადასვლისთანავე მან ჰარმონიული ასპექტი შექმნა ურანთან, რასაც მოჰყვა ტრამპის განცხადება, რომ მალე პუტლერს შეხვდება, რათა სამმხრივ შეხვედრაზე გამართოს მოლაპარაკება. ანუ გარკვეული დიპლომატიური სვლებისკენ ტენდენცია მართლაც არის. საინტერესოა, რომ ეს ტრანზიტული ურანი პუტ@@ის მთვარესთან მოდის შეერთებაში. რა თქმა უნდა, ვიცი რომ მისი დაბადების თარიღი გადაკეთებულია და მთვარე სულაც არ ჰყავს იქ სადაც ოფიციალური საბუთების მიხედვით უნდა იდგეს, ანუ ტყუპების მე3 გრადუსზე, მაგრამ გაცხადებული რაცაა, იმაზედაც მუშაობს ხოლმე პლანეტარული ასპექტები, თუმცა ცხადია, უფრო სუსტად. რას მოუტანს ეს შეერთება? რაღაც მოულოდნელს აუცილებლად. თემა - შესაძლოა ტერიტორიული ცვლილებები იყოს, რადგან ამ რუკის მიხედვით ურანი მე-4 სახლს განაგებს. ისევ მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ სამწუხაროდ მისი რეალური დაბადების თარიღი გასაიდუმლოებულია, რაც ხელს მიშლის სრულყოფილი პროგნოზის გაკეთებაში.
გავაგრძელოთ. მომდევნო ასპექტი მარსის ოპოზიციაა ჯერ, მერე ნეპტუნთან. ანუ რაღაც წინაღმდეგობებს აწყდება მარსი - სატურნიანული შეზღუდვები კი დაწესდება, თუმცა ალბათ არ იმუშავებს სრულყოფილად ნეპტუნით გამოწვეული ილუზორულობის გამო.
10-ში ირთვება კიდევ ერთი ასპექტი, ამჯერად მარსისა და პლუტონის ჰარმონიული ტრინი. დადებითი კუთხით პლუტონს ცვლილებები და ტრანსფორმაციები აბარია. ამიტომ მცირედ, მაგრამ მაინც, მთელს ამ ქაოსში რაღაც დადებითი გამონათება და სასიკეთო ცვლილებები მაინც შეიძლება იყოს. მცირედი, იმიტომ რომ ოპოზიციები მაინც თავისას შვრებიან...
ახლა კი სავსემთვარეობას დავუბრუნდები და ზოგადიდან კონკრეტულზე გადმოვალ, ანუ ჩვენს საკუთარ ქვეყანაზე ვიტყვი რაღაცას. ეს სავსემთვარეობა საქართველოს ასტროლოგიური რუკის მე10 სახლში ხვდება. ამ სახლს აბარია უმაღლესი ხელისუფლება, ოღონდ არა ჩრდილოვანი, დე იურე. მაგალითად, პრემიერი..
ჰოდა, თუ სავსემთვარეობის წერტილს აქ ნეგატიური ასპექტები აქვს ხოლმე, ეს ძალზე რთულ სიტუაციას უქმნის ხელისუფლების ვერტიკალში მყოფ პირებს. ჩვენს მუნდანურ რუკაში კი აქ ლილიტი გვიზის, მე15 გრადუსზე.
სავსემთვარეობა კი როგორც გითხარით, მე17 გრადუსზე ხდება. ანუ მთვარე ამ ლილიტთან მოდის შეერთებაში. ტენდენციები იმისა, რომ ხელისუფლებამ რაღაც საბედისწერო შეცდომა დაუშვას, ძალზე მაღალია. და ეს ტენდენცია მთვარის ფაზის მომდევნო ცვლილებამდე, ახალმთვარეობამდე ნარჩუნდება, ანუ მთელი 2 კვირა. რას ვგულისხმობ კონკრეტულად? ვის ავნებს, ხალხს თუ უფრო საკუთარ თავს? არცერთი გამორიცხული არაა.
რაც შეეხება უბრალო ხალხს, უნდა ითქვას, რომ მთვარის ფაზის ცვლილებებს ისედაც ყველა ვერ გრძნობს, ახლაც ეს სავსემთვარეობა მხოლოდ იმ ადამიანებს შეეXებათ, ვისაც მერწყულის მე17*-ზე ან მის ახლომახლო 1-2 გრადუსის ფარგლებში ჰყავთ პირადი პლანეტები ან ასცენდენტი. მეტ-ნაკლებად საინტერესო მოვლენები გექნებათ აგრეთვე მათ, ვისაც ლომის, კუროს და მორიელის ნიშნები გაქვთ აქტიური, უფრო ზუსტად კი 15-19 გრადუსების ფარგლებში გყავთ რაიმე“, - წერს ხათუნა ნოელი.
ასევე დაგაინტერესებთ:
⭕„ჩვენი საამაყო ბიჭის ულამაზესი გოგო“ - ელენე ეპიტაშვილის ახალი ფოტოები თურქეთიდან
⭕„უბედნიერესი იყავი, ჩემო ყველაზე განსაკუთრებულო“ - ნინი ქარსელაძის მილოცვა ანასტასია ხაჩიძეს