2025 წლის 5 ნოემბრის სავსე მთვარეს წლის ყველაზე დიდ სუპერმთვარეს უწოდებენ. ამ დროს მთვარე დედამიწასთან ყველაზე ახლოს იქნება და ვიზუალურადაც მისი აღქმა გაცილებით გამარტივდება.
როგორც ასტროლოგები ამბობენ, სუპერმთვარეს შეუძლია, ადამიანების ცხოვრებაზე განსაკუთრებული გავლენა მოახდინოს. ყველა ის ეფექტი, რომელიც ჩვეულებრივ სავსე მთვარის დროს ხდება, მნიშვნელოვნად გაძლიერდება.
აღნიშნულ მოვლენაზე შესახებ სოციალურ ქსელში დარეგისტრირებული გვერდი AstroBlog SkyLight წერს და მნიშვნელოვან რეკომენდაციებს გვიზიარებს:
„ძვირფასო მეგობრებო, დღეს, 5 ნოემბერს, 17:20 საათზე, გველოდება მნიშვნელოვანი სავსემთვარეობა, რომელიც ამ წლის სუპერმთვარეობაცაა, რადგან დღეს დაშორება დედამიწასა და მთვარეს შორის მინიმალურია, ამიტომ სავსე მთვარე უფრო დიდი, ძლიერი და კაშკაშა გამოჩნდება.
სავსემთვარეობის დროს ჩვენ ემოციურ პიკზე ვიმყოფებით, ხოლო სუპერმთვარე ყველა ეფექტს აძლიერებს. ეს ნიშნავს, რომ ყველა ემოცია ამ სავსემთვარეობის დროს გაძლიერდება, გამძაფრდება სხეულებრივი მგრძნობელობა, მოიმატებს რეაქცია საკვებზე, ხმაურზე, წნევის ცვალებადობაზე, შეიძლება გაძლიერდეს უძილობა.
ასეთ დროს უნდა ვეცადოთ სტაბილურობის შენარჩუნებას, მივცეთ სხეულს და ფსიქიკას აღდგენის საშუალება.
სავსემთვარეობის ენერგია ვლინდება პიკამდე 3 დღით ადრე და სამი დღის შემდგომ.
დღევანდელი სავსემთვარეობას ხდება არა მხოლოდ პერიგეადან ახლოს, არამედ საკმაოდ დაძაბულ ენერგიებზეც.
გარდა ამისა ის კარმულია და ძლიერ ტრანსფორმაციული. კარმულობაზე მიუთითებს სავსემთვარეობის ღერძის ასპექტები კარმულ კვანძებთან. ხოლო, ტრანსფორმაციულობაზე მიუთითებს ის, რომ ეს მოვლენა ხდება კურო- მორიელის ღერძზე, 14°-ზე. პიკის დროს მთვარე იქნება კუროში, მზე კი მის საპირისპიროდ - მორიელში.
კურო - მორიელის ღერძი, ეს არის სიკვდილის და სიცოცხლის, ტრანსფორმაციის და აღორძინების ღერძი.
კუროს ნიშანში მდებარე მთვარე მიუთითებს, თუ რისი გარდაქმნა უნდა მოხდეს ჩვენს ცხოვრებაში.
კურო, მიწის ნიშანია, ვენერას მმართველობის ქვეშ, ამიტომ ფოკუსი მიმართულია მატერიალურ საკითხებზე: რესურსები, ფული, სხეული, კომფორტი, საბაზისო საჭიროებები, დაცულობის განცდას, სტაბილურობა - როგორც ფინანსური, ისე ემოციური. რადგან ვენერა ასევე სიყვარულის და ჰარმონიის პლანეტაა, ტრანსფორმაციას გაივლის ჩვენი ურთიერთობებიც.
კურო, სადაც მთვარე მდებარეობს, მიწის სტიქიას წარმოადგენს. მას ესაჭიროება სტაბილურობა, კონკრეტიკა, რეალური, ხელშესახები შედეგი, ამიტომ მომდევნო 2 კვირის მანძილზე ბევრი რამ გამოცდის წინაშე დადგება - ურთიერთობებიდან დაწყებული, შემოსავლის წყაროებით დამთავრებული. თუ ბოლო 6 თვის მანძილზე ამ საკითხებს სიმყარე აკლდათ, ახლა ეს აშკარა გახდება, რადგან სავსემთვარეობას ყოველთვის მოაქვს სიცხადე და შედეგი.
სუპერმთვარეობის დროს კი ეს უფრო ერთად აშკარად და დამაჯერებლად გამოვლინდება.
რაც მაისის დასაწყისში და აპრილის ბოლოს დაიწყეთ, ახლა რეალურ ნაყოფს წარმოაჩენს და გაიგებთ, ღირს თუ არა გაგრძელება? ან იქნებ სხვა რამეზე გადართვა სჯობს?
ხოლო ის, რამაც შედეგი მოგცათ, ნიშნავს, რომ ძლიერი და სტაბილურია.
მზე, რომელიც მორიელშია, მოგვიწოდებს, გავუშვათ ძველი და შევიცვალოთ, გარდავიქმნათ.
ამრიგად, ეს ახალმთვარეობა გვახსენებს მარტივ ჭეშმარიტებას: არ ჩავეჭიდოთ იმას, რაც დიდი ხანია „ხელოვნურ სუნთქვაზეა“ მიერთებული, რაც აღარ ვითარდება და ჩვენგან დიდი სასიცოცხლო რესურსი მიაქვს.
ეს სავსემთვარეობა ბევრ დასასრულს მოიტანს განსაკუთრებით ურთიერთობის, ქონების, სამუშაოს თემებში. მომდევნო 2 კვირაში ბევრი ჩვენგანი შესაძლოა რთული არჩევანის წინაშე დადგეს.
უნდა გადავაფასოთ ღირებულებები და გადაწყვეტილება, რომ სამუდამოდ მოვიშოროთის, რაც ხელს გვიშლის ცხოვრების გზაზე, უნდა იყოს პრინციპული.
მნიშვნელოვანია ის, რომ სავსემთვარეობის მომენტში მორიელში, მზის გარდა დგას პროზეპინა - ტრანსმუტაციური და ტრანსფორმაციული პლანეტა და ლილიტი.
ეს სამმაგი ტრანსფორმაციული ძალა პირისპირ დგას კუროს მთვარესთან, რაც პრაქტიკულად მიანიშნებს ძლიერი განწმენდის პროცესზე.
ამ ენერგიების გაერთიანება ბევრ ჩვენგანში გააღვიძებს სულის მეხსიერებას, ინტუიციას, საკუთარი მისიის გაცნობიერებას, განცდას, რომ ბოლო ნახევარი წლის მოვლენები შემთხვევითი არ იყო და ყველაფერი ღრმა შინაარსს ატარებს.
ამ ყველაფერს ემატება ისიც, რომ კუროს მმართველი, ვენერა - იგივე სავსემთვარეობის მმართველი - პიკის მომენტში 29°-ზეა და მორიელში გადასასვლელად ემზადება. 29° ვიცით, რომ ერთდროულად თან ასრულება და თან იწყებს ახალ ციკლს. ის ინარჩუნებს სასწორის წონასწორობას და დიპლომატიას, მაგრამ ამავე დროს იგრძნობა მორიელის ღრმა და კრიზისული მიზიდულობა.
გარდა იმისა, რომ ვენერა მორიელში გადადის, პიკის მომენტში ის დაძაბული კონფიგურაციის - თსუ-ს კვადრატის მწვერვალია. დაძაბულ ასპექტებს ქმნის იუპიტერთან და პლუტონთან. ეს ნიშნავს, რომ ბალანსი გრძნობების და ფინანსური კუთხით ირღვევა. ყველაფერი - სიყვარული, ფული, სიამოვნება, თვითშეფასება - სერიოზული გამოცდის წინაშე დადგება.
ვენერა - პლუტონის კვადრატის გავლენით ვიგრძნობთ კონფლიქტებს პირად ურთიერთობებში, დარტყმებს - ფინანსური კუთხით. გარდა ამისა, ვენერა დემონური პლანეტაა, რაც ნიშნავს, რომ ამ დაძაბულობას უფრო მძაფრად ქალები იგრძნობენ: სხეულის დონეზე, შეიძლება გამწვავდეს ქრონიკული ან გამოვლინდეს აქამდე დაფარული ავადმყოფობები.
პლუტონის, რომელიც ვენერასთან კონფლიქტურ ასპექტშია, ზედაპირზე ამოაქვს ყველაფერი, რასაც ვმალავთ: ეჭვიანობა, დამოკიდებულება, პარტნიორის ან სიტუაციის კონტროლის სურვილი. თსუ-ს კვადრატის მეორე მხარეს მდებარე იუპიტერი ყველაფერს აძლიერებს. პლუტონთან ერთად ის შეიძლება აფეთქებათა ნაზავი გახდეს, რომელიც პირველ რიგში ჩვენს ემოციურ ფონს დაარტყამს ამ სავსემთვარეობის დროს ადვილია ემოციურ უკიდურესობებში ჩავარდნა. მაგ. შეიძლება უმიზეზოდ გაჩნდეს ვინმეს მიმართ ბრაზი.
როგორ გავიაროთ ეს ტალღა ცნობიერად ასტროლოგიური ცოდნის დახმარებით?
უპირველესად, ამ პერიოდში მნიშვნელოვანია შენელება, ემოციების ქარიშხლის არ აყოლა, დასტაბილურება და გადაწყვეტილებების შემდგომ მიღება. დაძაბულ ენერგიებს ამსუბუქებს ფიზიკური შრომა, სპორტი, დალაგება ან შემოქმედებით დაკავება. თუ განიხილება სერიოზული საუბარი ან განშორება, ჯერ საკუთარ თავთან ისაუბრეთ, იმსჯელეთ. პლუტონი სიღრმეებს მოითხოვს, მაგრამ არა ისტერიკაში.
ურთიერთობაში ამ დღეებში მნიშვნელოვანია პატივისცემა და დისტანცია. არ გააკონტროლოთ, არ მოთხოვოთ, არ შეამოწმოთ - უბრალოდ, დააკვირდით. თუ საუბარში გულახდილად განიხილავთ, რა გინდათ და რას ელით? ეს ენერგია განადგურების ნაცვლად გადატვირთვის წერტილად იქცევა.
ფინანსებში, საჭიროა ცნობიერი ქმედება. ტაუ - კვადრატში მყოფ ვენერას მფლანგველობა არ უყვარს, ახლა არ არის დრო დიდი შენაძენებისთვის, სარისკო ინვესტიციებისთვის, სესხებისთვის ან ემოციური გადაწყვეტილებებისთვის. იყიდეთ ის, რაც წინასწარ გქონდათ გათვლილი და რაც ნამდვილად გჭირდებათ.
ასევე, გადახედეთ რესურსებს, მოაწესრიგეთ ანგარიშები, იმის გასაგებად, თუ სად ფლანგავთ ენერგიას.
ქალებმა, მნიშვნელოვანია იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე და სხეულზე. არ გადაიღალოთ. თუ სხეული დასვენებას გთხოვთ, არ გაუწიოთ წინააღმდეგობა, ასე ბევრ სირთულეს აიცილებთ თავიდან. ამ პერიოდში ჰორმონალური და ემოციური სისტემა ძალიან მგრძნობიარეა.
თუ მეტი ტკბილი, მლაშე ან თუნდაც ჩახუტება მოგინდებათ, არ გაგიკვირდეთ. ასე, ორგანიზმი ცდილობს შინაგანი ქაოსის დაბალანსების, რომელსაც ქმნის ვენერა - პლუტონის კვადრატი. ამ ასპექტის შესამსუბუქებლად კარგია ყველაფერი, რაც შინაგანი ჰარმონიის და თვითშეფასების განცდას გიბრუნებთ. ეს შეიძლება მიიღოთ: უბრალო გასეირნებით ბუნებაში, თბილი აბაზანით, გარემოს სისუფთავით და გალამაზებით, ლამაზი ტანსაცმლით, მუსიკით, სხეული მოვლის პროცედურებით...
ვენერა - ყოველთვის ცოცხლდება იქ, სადაც მადლიერებას, სადაც ცხოვრების გემოს გრძნობთ, სადაც მცირე კომფორტსაც კი აფასებთ, სადაც სილამაზეს და ესთეტიკას ქმნით. გააძლიერეთ თქვენში სილამაზის განცდა.
ასე გააძლიერებთ ვენერას - ამ სავსემთვარეობის მმართველს, რომელიც ახლა საკმაოდ რთულ პოზიციაშია.
გადახედეთ კვების, ძილის და დასვენების რეჟიმს - ეს სწორედ ისაა, რაც ხელს უწყობს თქვენთვის სასურველი ტრანსფორმაციული ენერგიის ნაკადის თქვენთვის საუკეთესო მიმართულებით გადამისამართება“, - წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.
აგრეთვე დაგაინტერესებთ: