Digest Logo

🎥 „შესაძლოა, თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლონ...“ - 3 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი ნინა სუსლოვასგან

1751522790
ნინა სუსლოვა

„დღევანდელი დღის მმართველი პლანეტა იუპიტერია, თუმცა შესაძლოა, ამ დღის განმავლობაში გარკვეული დაბნეულობა იგრძნოთ. ეცადეთ, თავიდან აირიდოთ კონფლიქტური სიტუაციები. კარგად დაფიქრდით, სანამ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას მიიღებთ“, - 3 ივლისის ასტროლოგიურ პროგნოზზე გადაცემაში „დილა მშვიდობისა საქართველო“ ასტროლოგმა და ეზოტერიკოსმა ნინა სუსლოვამ ისაუბრა.

მან ასევე ზოდიაქოს თითოეული ნიშანი დაახასიათა და რეკომენდაციები გაგვიზიარა:

ვერძი

დღეს უნდა იყოთ ლიდერები და სითამამე უნდა გამოიჩინოთ. მარტივად შეგიძლიათ აიღოთ პასუხისმგებლობები და სხვებს დაეხმაროთ - იყავით ენერგიულები და აქტიურები.

კურო

გადადგით ნაბიჯები. დაიწყეთ საქმეები და ყველაფერი გამოგივათ. უმჯობესი იქნება, გამოხვიდეთ კომფორტის ზონიდან და იყოთ აქტიურები.

ტყუპები

შესაძლოა, კონკრეტულმა ფრაზამ თქვენი მიმართულება შეცვალოს. შეეცადეთ, დღე წინასწარ არ დაგეგმოთ, რადგან არის ალბათობა, რომ ყველაფერი ისე არ წავიდეს, როგორც თქვენ გინდათ. ნუ შეეწინააღმდეგებით ამ ყველაფერს.

კირჩხიბი

თქვენთვის მეტი წინდახედულობაა სასურველი. ახლოს არ მოუშვათ ის ადამიანები, რომლებიც უახლოეს წარსულში გაიცანით. შესაძლოა, თქვენი კეთილგანწყობით ბოროტად ისარგებლონ.

ლომი

საქმიანი საკითხები აქტიურდება. შესაძლოა, გარკვეული წინადადებები და შემოთავაზებები მიიღოთ. ნუ იჩქარებთ გადაწყვეტილებების მიღებას - კარგად შეისწავლეთ სიტუაცია და შემდგომ იმოქმედეთ.

ქალწული

მარტივი იქნება ნებისმიერი სახის დავალების შესრულება. უმჯობესია დაიწყოთ რაიმე ახალი ან ორიენტირდეთ პრიორიტეტებზე. რუტინული საქმეები მომდევნო დღეებისთვის გადადეთ.

სასწორი

პოზიტიური დღეა. შესაძლოა, ბევრი დადებითი მოვლენა მოხდეს. შეეცადეთ სწორად გამოიყენოთ შანსები, რომლებსაც სამყარო დღეს გამოგიგზავნით. ასევე შესაძლოა, ახალი ადამიანებიც გამოჩნდნენ თქვენს ცხოვრებაში.

მორიელი

განსაკუთრებული სიფრთხილე და წინდახედულობა გმართებთ ურთიერთობების კუთხით. შესაძლოა, კონკრეტული საუბარი უთანხმოებით დასრულდეს. შეეცადეთ, თქვენ იყოთ ადამიანი, რომელიც პირველ ნაბიჯს გადადგამს და კომპრომისზე წავა.

მშვილდოსანი

მეტი პრაქტიკული დამოკიდებულება გჭირდებათ საქმეში. უნდა იყოთ მეტად რაციონალური და ყურადღებიანი. არ არის სასურველი, თქვენი ენერგიები გაფლანგოთ.

თხის რქა

აქტიური დღეა. შესაძლოა, ენერგიების მოზღვავება იგრძნოთ. ამასთან ერთად გაითვალისწინეთ, რომ არ არის სასურველი სიჩქარე. იმოქმედეთ ჩვეული რიტმით.

მერწყული

შესაძლოა, მოგიწიოთ უკან დახევა, თუმცა ეს თქვენზე უარყოფითად არ აისახება. უმჯობესია, რამდენიმე ნაბიჯი უკან გადადგათ, რათა წარმატებას მარტივად მიაღწიოთ. შეეცადეთ, არ შეეწინააღმდეგოთ ამ დღის მოვლენებს.

თევზები

საკმაოდ აქტიური დღეა. ბევრ ადამიანთან მოგიწევთ კომუნიკაცია. შესაძლოა, საინტერესო შემოთავაზებებიც მიიღოთ. იყავით ღია და გახსნილი ახალი შემოთავაზებებისთვის. ნუ დაკარგავთ საკუთარ აზრს და პოზიციას.

⭕ ასევე დაგაინტერესებთ:

⭕ წვიმა და დაბალი ტემპერატურა - ამინდი უარესდება

⭕ ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

🎥 როგორ ჩაიარა ნოე სულაბერიძის და ირაკლი მაქაცარიას ვიზიტმა ლონდონში, სადაც BBC Studios ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა