Digest Logo

ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო

1751518518
ეროვნული გამოცდები

დღეიდან ერთიანი ეროვნული გამოცდები იწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში გაივლიან.

პირველ სესიაზე რეგისტრაცია მთელი საქართველოს მასშტაბით გახსნილ 24-ვე საგამოცდო ცენტრში ერთდროულად ზუსტად 08:00 საათზე, გამოცდა კი 09:00 საათზე დაიწყება. მეორე სესიაზე განაწილებული გამოსაცდელები რეგისტრაციისათვის საგამოცდო ცენტრებში 14:00 საათზე უნდა გამოცხადნენ. გამოცდა კი 15:00 საათზე დაიწყება.

წელს ერთიანი ეროვნული გამოცდებისათვის დარეგისტრირდა 39 000-ზე მეტი აბიტურიენტი.

ყოველ გამოცდაზე გამოსაცდელი დროულად უნდა გამოცხადდეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტითა და საგამოცდო ბარათით. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი კიდევ ერთხელ შეახსენებს გამოსაცდელებს, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ ისინი გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.

გამოსაცდელებს თბილისში, ბათუმში, ზუგდიდში, ქუთაისში, ფოთში, ახალციხეში, გორში, ოზურგეთში, რუსთავში, თელავში, ხულოსა და ამბროლაურში გახსნილი საგამოცდო ცენტრები მოემსახურება.

მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებულია სასწრაფო დახმარების მანქანები, სამაშველო სამსახური და საპატრულო პოლიცია. თბილისში მეტროსადგურებიდან საგამოცდო ცენტრამდე გამოსაცდელებს ყოველ საგამოცდო დღეს დამატებითი ტრანსპორტი ემსახურება.

⭕ასევე დაგაინტერესებთ:

🎥 როგორ ჩაიარა ნოე სულაბერიძის და ირაკლი მაქაცარიას ვიზიტმა ლონდონში, სადაც BBC Studios ყოველწლიური შეხვედრა გაიმართა

„სად მიდიან ეს სიცოცხლით გაუმაძღარი ახალგაზრდები, ეს ანგელოზები“ - გერმანიაში ქართველი ემიგრანტი გარდაიცვალა

მუსიკოსი ნატო მეტონიძე 53 წლის გახდა - როგორ ულოცავენ მას დაბადების დღეს