
BBC Studios ყოველწლიური შეხვედრა, სადაც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან მეგაპროექტის „ცეკვავენ ვარსკვლავები“ შემქმნელები იკრიბებიან და ერთმანეთს კრეატიულ გამოცდილებას უზიარებენ, ლონდონში ჩატარდა.
შეხვედრას ქართველი ტელეწამყვანები ნოე სულაბერიძე და ირაკლი მაქაცარია ესწრებოდნენ, მათი ვიზიტი კი წარმატებული აღმოჩნდა.